Warm Wet Circles
Warm Wet Circles — ბრიტანული ნეო-პროგრესული როკ-ჯგუფ Marillion-ის 1987 წლის სინგლი ალბომიდან Clutching at Straws. იგი ასევე გამოიცა კრებულთან The Singles '82–88' ერთად. ბრიტანულ ჩარტში მან 22-ე პოზიციამდე მიაღწია.
„Warm Wet Circles“ | ||||
---|---|---|---|---|
სინგლი — Marillion | ||||
ალბომიდან Clutching at Straws | ||||
B-მხარე | White Russian | |||
გამოსვლის თარიღი | 1987 | |||
ჟანრი | პროგრესული როკი | |||
ხმისჩამწერი ლეიბლი | EMI | |||
Marillion — სინგლების ქრონოლოგია | ||||
|
ფიშის კომენტარი: „ეს არის სიმღერა პატარა ქალაქზე და იმის შიშზე, რომ მთელი ცხოვრება 9-დან 5-მდე იმუშავებ, საღამოებს კი ადგილობრივ ბარში გაატარებ. ერთ დღეს დარტსის თამაშის საუკეთესო მცოდნე ხარ, ხოლო მეორე დღეს ქორწინდები გოგონაზე, რომელსაც 16 წლის ასაკში იმავე ბარში შეხვდი. ტორჩი, ალბომის გმირი, თავის წარსულს იხსენებს და ხედავს, როგორ პიროვნებას წარმოადგენდა და სწორედ ეს აშინებს“.
სიმღერის ოფიციალური მუსიკალური ვიდეოს სახით გამოვიდა საკონცერტო ჩანაწერი, რომელზეც აღბეჭდილია ჯგუფის გამოსვლა ლორელეიში მოწყობილ სცენაზე (გერმანია, 1987 წლის 18 ივლისი). იგივე კონცერტი გამოცემულია ცალკე ვიდეოფილმის Live from Loreley სახით.
სიმღერები
რედაქტირება7" ვერსია
რედაქტირება- Warm Wet Circles - 4:27
- White Russian (საკონცერტო ჩანაწერი, ლორელეი, გერმანია, 18 ივლისი 1987) — 7:20
12" ვერსია
რედაქტირება- Warm Wet Circles- 4:27
- White Russian (საკონცერტო ჩანაწერი, ლორელეი, გერმანია, 18 ივლისი 1987) — 7:20
- Incommunicado (საკონცერტო ჩანაწერი, ლორელეი, გერმანია, 18 ივლისი 1987) — 5:27