Hero of the Day“ — ამერიკული მძიმე მეტალ ჯგუფ მეტალიკის მესამე სინგლი და მეექვსე სიმღერა მათივე 1996 წლის სტუდიური ალბომიდან Load. ჩაიწერა რა 1995 წლის 13 დეკემბერს, სიმღერა იყო პირველი დანარჩენ სიმღერებს შორის, რომელიც ჩაიწერა ამ ალბომისთვის. გადაღებული იქნა ასევე სარეკლამო ვიდეო ამ სიმღერისათვის. სიმღერამ დაიკავა პირველი ადგილი ბილბორდის ჩარტში ცხელი მეინსტრიმული როკ ტრეკები.

„Hero of the Day“
სინგლიმეტალიკა
ალბომიდან Load
B-მხარე (იხილეთ ქვემოთ)
გამოსვლის თარიღი 9 სექტემბერი, 1996[1]
ჩაიწერა 13 დეკემბერი 1995, Plant Studios, საუსალიტო, კალიფორნია
ჟანრი მძიმე როკი
ხანგრძლივობა 4:21
ხმისჩამწერი ლეიბლი Elektra
ავტორ(ებ)ი კირკ ჰემეტი,
ჯეიმზ ჰეტფილდი,
ლარს ულრიხი
პროდიუსერი ბობ როკი,
ჯეიმზ ჰეტფილდი,
ლარს ულრიხი
მეტალიკა — სინგლების ქრონოლოგია
„Until It Sleeps“
(1996)
Hero of the Day
(1996)
„Mama Said“
(1996)
აუდიომაგალითი
yes

დემო ვერსია

რედაქტირება

ჟურნალში Kerrang! გამოქვეყნებული სტატიის მიხედვით Load გამოსვლამდე სიმღერის დემოს ერქვა Mouldy,[2] რადგან მისი მთავარი რიფი ჰეტფილდსა და ულრიხს აგონებდათ ბობ მოულდის მუსიკის ტიპურ ჟღერადობას. დემო-ვერსია ჩაიწერა 1994 წლის 8 დეკემბერს და წარმოადგენს ერთ-ერთ პირველ დემო ჩანაწერს ალბომიდან.

საკონცერტო შესრულება

რედაქტირება

სიმღერა ცოცხლად პირველად 1996 წლის 23 სექტემბერს შესრულდა ბარსელონაში, ესპანეთი.[3]

სიმღერა შესრულდა ცოცხლად 1999 წელს სან-ფრანცისკოს სიმფონიური ორკესტრის თანხლებითაც (დირიჟორი - მაიკლ კემენი), რომელიც ჩაიწერა და შესულია საკონცერტო ალბომში S&M. S&M ვიდეო ვერსიის პრემიერა გაიმართა იმავე წლის 6 ნოემბერს MTV-ზე.[2]

სიმღერის ტექსტი

რედაქტირება

სიმღერის ტექსტს შესაძლოა, სხვადასხვა განმარტება მოეძებნოს. ერთ-ერთი ვერსიით, იგი დედაზეა.[4][5] გავრცელებული მოსაზრებით, იგი იმ პიროვნებებზეა, რომლებიც ეძებენ გმირებს მასობრივი მედიის საშუალებებით და ვერ ხვდებიან, რომ ვისაც უნდა „ეთაყვანონ“, არიან ადამიანები, რომელთაც ყოველდღიურ ცხოვრებაში ხვდებიან.[2][4]

მუსიკალური ვიდეო

რედაქტირება

სიმღერის მუსიკალური ვიდეო, რომლის რეჟისორია ანტონ კორბეინი, გადაღებულ იქნა ლოს-ანჯელესში, კალიფორნია, 1996 წლის აგვისტოში. პრემიერა გაიმართა იმავე წლის 21 აგვისტოს.[6] მასში ნაჩვენებია ახალგაზრდა ბიჭი, რომელიც უყურებს ტელევიზორს და ყველა არხზე მეტალიკის წევრები არიან სხვადასხვა ფორმით. ტელევიზიით გადაცემები იწყება თამაშის შოუთი სახელწოდებით Hero of the Day, სადაც ჯეისონ ნიუსტედი წამყვანია, ხოლო ჯეიმზ ჰეტფილდი, ლარს ულრიხი და კირკ ჰემეტი - მონაწილეები (ამ თამაშს ფაქტობრივად ჯეიმზი მოიგებს ვიდეოს დასასრულისთვის). შემდეგ მას ენაცვლება ვესტერნი Load, რომელშიც მთავარ როლებს ასრულებენ ჯეისონი და ჯეიმზი, და ახალი ამბების გამოშვება, რომელიც კირკს მიჰყავს, ხოლო მარცხენა ზედა კუთხეში ჩანს კლიპი წარწერით Hero of the Day, სადაც ჯეიმზი მღერის სიმღერის ტექსტს. შემდეგ არხზე გადის ნიუსტედისა და ჰემეტის შეხვედრა ბოქსში, ხოლო ჰეტფილდი მსაჯია. მალე ტელეფონი რეკავს და ახალგაზრდა ბიჭი მოკლედ პასუხობს მას, რის შემდეგაც ოთახში შემოდის, სავარაუდოდ, ამ ბიჭის შეყვარებული, რომელიც მალევე ტოვებს მას. შემდეგ შარვალ-კოსტუმებში გამოწყობილი ულრიხი და ჰეტფილდი რეკლამას უკეთებენ სასმელს სახელად Load. არხები მუდმივად ენაცვლებიან ერთმანეთს. დასასრულისთვის ბიჭი სვამს რაღაც წამალს (სავარაუდოდ ნარკოტიკულს) დიდი რაოდენობით და გონებას კარგავს. სიზმარში იგი ხედავს პატარა რობოტულ არსებებს, რომელიც მისი ყურიდან ძვრებიან. შემდეგ მას ეღვიძება და არწყევს საკუთარ უნიტაზში.[6]

სიმღერების სია

რედაქტირება
აშშ სინგლი
#სახელწოდებახანგრძლივობა
1.„Hero of the Day“4:24
2.„Kill/Ride Medley“ (საკონცერტო - Escape from the studio '95)10:17
საერთაშორისო სინგლი, ნაწილი 1
#სახელწოდებახანგრძლივობა
1.„Hero of the Day“4:22
2.„Overkill“4:07
3.„Damage Case“3:53
4.„Hero of the Day“ (Outta B-Sides Mix)6:34
საერთაშორისო სინგლი, ნაწილი 2
#სახელწოდებახანგრძლივობა
1.„Hero of the Day“4:22
2.„Stone Dead Forever“5:06
3.„Too Late Too Late“3:18
4.„Mouldy“ (იგივე Hero of the Day - ადრეული დემო ვერსია)5:22
შეზღუდული CD (MotörheadACHE)
#სახელწოდებახანგრძლივობა
1.„Hero of the Day“4:23
2.„Overkill“4:09
3.„Damage Case“3:39
4.„Stone Dead Forever“4:52
5.„Too Late Too Late“3:12
იაპონური EP
#სახელწოდებახანგრძლივობა
1.„Hero of the Day“4:24
2.„Mouldy“ (იგივე Hero of the Day - ადრეული დემო ვერსია)5:25
3.„Hero of the Day“ (Outta B Side Mix)6:37
4.„Stone Dead Forever“4:50
5.„Damage Case“3:38
6.„Too Late Too Late“3:12

პერსონალი

რედაქტირება
ჩარტი (1996) უმაღლესი
პოზიცია
ბრიტანეთის სინგლების ჩარტი 17
ბილბორდის ცხელი ასეული 60
ცხელი მეინსტრიმული როკ ტრეკები 1
  1. სინგლი Hero of the Day. Metallica.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-07-14. ციტირების თარიღი: 2011-06-18.
  2. 2.0 2.1 2.2 Hero of the Day. Encyclopedia Metallica. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-09-08. ციტირების თარიღი: 2011-06-18.
  3. მეტალიკის სიმღერების სტატისტიკა. Metlists.com. ციტირების თარიღი: 2011-06-18.
  4. 4.0 4.1 Hero of the Day. Songmeanings.net. ციტირების თარიღი: 2011-06-18.
  5. Hero of the Day. Lyricinterpretations.com. ციტირების თარიღი: 2011-06-18.
  6. 6.0 6.1 მეტალიკის მუსიკალური ვიდეოები -> Hero of the Day. Metallica.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-12-02. ციტირების თარიღი: 2011-06-18.