ნაოჭა სოკო[1] (ლათ.Gyromitra) — ჩანთიანი სოკოებისგვარი. ნაყოფსხეული მსხვილია, არასწორი მოხაზულობის. ქუდი მურა, ყავისფერი, ფეხთან ნაწილობრივ შეზრდილი, ხშირად უფორმო ან არასწორი კვერცხისებრი ფორმისაა, სიგანეში 9–10 (30-მდე) სმ, ღრმა ნაოჭების უწესრიგო ქსელით. ფეხი (სიმაღლით 3–12 სმ, სიგანით 1,5–6 სმ) არასწორი ფორმის, ღრუ, თეთრი ან ოდნავ რუხი, ხრტილისებრი კონსისტენციისაა.[2] ცნობილია 18 სახეობა.[3] გავრცელებული არიან ჩრდილოეთ ნახევარსფეროსზომიერ სარტყელში. საქართველოში გვხვდება ჩვეულებრივი ნაოჭა სოკო (G. esculenta).[4] საგაზაფხულო სოკოებია, იზრდებიან აპრილ-მაისში, ძირითადად ტყისპირებში, წიწვოვანი ტყეების (უპირატესად ფიჭვნარებში) ნაკაფ ადილებში გზების გასწვრივ, იშვიათად ფოთლოვან ტყეებში. ცნობები ნაოჭა სოკოების საკვებად გამოყენებასთან დაკავშირებით ერთმანეთის საწინააღმდეგოა.[2]