„Do What U Want“ (ქართ. აკეთე, რაც გინდა) — ამერიკელ პოპ-მომღერალ ლედი გაგას რიგით მეორე სინგლი ალბომიდან Artpop (2013), რომელიც შესრულებულია დუეტში ამერიკელ R&B მომღერალ რ. კელისთან ერთად. სიმღერის ავტორები არიან გაგა, DJ White Shadow, რ. კელი, მარტინ ბრესო და William Grigahcine, ხოლო სიმღერის პროდიუსერები არიან გაგა და DJ White Shadow. სიმღერის ნაწყვეტის პრემიერა გაიმართა 2013 წლის 17 ოქტომბერს ამერიკულ ყურსასმენების ბრენდ Beats by Dr. Dre-ს რეკლამაში. 2013 წლის 21 ოქტომბერს სიმღერა გამოვიდა როგორც ალბომის პირველი პრომო სინგლი, თუმცა მას შემდეგ, რაც სიმღერამ დაიკავა ნომერ პირველი ადგილი iTunes-ის 64 ქვეყანაში, გადაწყდა, რომ სიმღერა გამოსული როგორც მეორე სინგლი ალბომიდან ARTPOP.
Do What U Want არის R&B სტილის სიმღერა, რომელსაც თან ახლავს 80-იანი წლების სინთპოპის ელემენტები, სიმღერა ასევე შეიცავს ელექტრონულ დარტყმებს. სიმღერის ტექსტში გაგა მოგვითხრობს, რომ მისი აზრები, ოცნებები, გრძნობები და მისი სხეული ეკუთვნის მხოლოდ მას და არ აიტერესებს, თუ რას ფიქრობს საზოგადოება მის სხეულზე. სიმღერამ გამოსვლისთანავე კრიტიკოსების მხრიდან დაიმსახურა დადებითი შეფასება და აღნიშნული იქნა 80-იანი წლების მუსიკის გავლენა. მათ ასევე გაგას ვოკალი შეადარეს ტინა ტერნერის და კრისტინა აგილერას ვოკალს. სიმღერამ ბილბორდის ცხელ ასეულში დაიკავა მე-13 პოზიცია.
გაგამ სიმღერა რამდენიმეჯერ ცოცხლად შეასრულა, მათ შორის ბრიტანულ The X Factor-ში, შაბათ ღამეს პირდაპირ ეთერში და ამერიკული მუსიკის დაჯილდოებაზე დუეტში რ. კელისთან ერთად. გაგამ იგი ასევე შეასრულა ამერიკული The Voice-ის ფინალში, დუეტში კრისტინა აგილერასთან ერთად. სიმღერის სოლო ვერსია აგრეთვე შესრულდა ბრიტანულ შოუში The Graham Norton Show, სადაც დამატებული იქნა ახალი ტექსტი. სიმღერაზე მომღერალმა გადაიღო მუსიკალური ვიდეო, რომლის რეჟისორი არის ფოტოგრაფი და Haus of Gaga-ს წევრი ტერი რიჩარდსონი, ვიდეოს პრემიერა დაგეგმილი იყო 2013 წლის დეკემბერში, თუმცა მოგვიანებით ვიდეოს გამოშვება უცნობი მიზეზების გამო გაუქმდა. გაგამ სიმღერაზე გამოუშვა რემიქსები, ჩაწერილი დუეტში ამერიკელ რეპერ რიკ როსთან ერთად და პოპ-მომღერალ კრისტინა აგილერასთან ერთად.
- "Do What U Want" რ. კელისთან ერთად – 3:48
- ციფრული ჩამონატვირთი – რემიქს სინგლი[2]
- "Do What U Want" რ. კელისთან და რიკ როსთან ერთად (DJWS-ის რემიქსი) – 4:19
- ციფრული ჩამონატვირთი – რემიქს სინგლი[3]
- "Do What U Want" კრისტინა აგილერასთან ერთად – 3:36
- ციფრული რემიქსების ალბომი[4]
- "Do What U Want" რ. კელისთან ერთად (DJ White Shadow-ის რემიქსი) – 4:03
- "Do What U Want" რ. კელისთან ერთად (სამანთა რონსონის რემიქსი) – 4:27
- "Do What U Want" რ. კელისთან ერთად (Kronic-ის რემიქსი) – 5:12
- "Do What U Want" კრისტინა აგილერასთან ერთად (Steven Redant Madrid Radio Remix) – 4:00
- "Do What U Want" კრისტინა აგილერასთან ერთად (Steven Redant Madrid Club Remix) – 7:31
- "Do What U Want" კრისტინა აგილერასთან ერთად (Steven Redant Barcelona Remix) – 6:28
- "Do What U Want" კრისტინა აგილერასთან ერთად (Red Ant & Amp Lexvas Deep House Remix) – 6:50
- ↑ 1.0 1.1 Do What U Want [Explicit: Lady Gaga]. Amazon.com. ციტირების თარიღი: October 22, 2013.
- ↑ 2.0 2.1 Do What U Want (DJWS Remix) [რ. კელისთან და რიკ როსთან ერთად] – Single. iTunes Store (December 20, 2013). ციტირების თარიღი: December 21, 2013.
- ↑ 3.0 3.1 Do What U Want (კრისტინა აგილერასთან ერთად) - Single. iTunes Store. ციტირების თარიღი: January 1, 2013.
- ↑ 4.0 4.1 Do What U Want (Remixes) [Explicit]. Amazon.com (February 25, 2014). ციტირების თარიღი: February 25, 2014.
- ↑ Do What U Want: Lady Gaga. Amazon.com. ციტირების თარიღი: October 22, 2013.
- ↑ Do What U Want (feat. R. Kelly) (Explicit): Lady Gaga German. Amazon.de. ციტირების თარიღი: October 22, 2013.
- ↑ Do What U Want (feat. R. Kelly) (Explicit): Lady Gaga. Amazon.co.uk. ციტირების თარიღი: October 22, 2013.
- ↑ Jameson, Chris. (October 24, 2013) New music to weekdays (October 23, 2013). Joy 94.9. ციტირების თარიღი: November 8, 2013.
- ↑ Do what you want (feat. R. Kelly) – Lady Gaga Universal Italian. Radio Airplay FM (October 25, 2013). დაარქივებულია ორიგინალიდან — ოქტომბერი 24, 2013. ციტირების თარიღი: October 24, 2013.
- ↑ BBC Radio 1 Playlist. BBC Radio 1. დაარქივებულია ორიგინალიდან — ნოემბერი 4, 2013. ციტირების თარიღი: November 8, 2013.
- ↑ Going For Adds: Top 40/Mainstream > Future Releases. All Access Music Group (November 5, 2013). დაარქივებულია ორიგინალიდან — ოქტომბერი 24, 2013. ციტირების თარიღი: October 24, 2013.
- ↑ Going For Adds: Top 40/Rhythmic-Crossover > Future Releases. All Access Music Group (November 5, 2013). დაარქივებულია ორიგინალიდან — ოქტომბერი 28, 2013. ციტირების თარიღი: October 28, 2013.