G.U.Y. (აკრონიმი: ინგლ. Girl Under You, ქართ. გოგონა შენს ქვემოთ) — ამერიკელ პოპ-მომღერალ ლედი გაგას სიმღერა მესამე სტუდიური ალბომიდან Artpop (2013). სიმღერის ავტორები და პროდიუსერები არიან თავად გაგა და DJ Zedd. იგი გამოიცა, როგორც ალბომის მესამე სინგლი იტალიაში, გაგას 28-ე დაბადების დღეზე 2014 წლის 28 მარტს, ლეიბლზე Streamline Records, ხოლო აშშ-ში გამოიცა 2014 წლის 8 აპრილს ,ლეიბლზე Interscope Records. სიმღერა არის ელექტრონული საცეკვავო ჟანრის და შეიცავს ინდუსტრიული, R&B, და ჰაუს მუსიკის ელემენტებს.

„G.U.Y.“
სინგლილედი გაგა
ალბომიდან Artpop
გამოსვლის თარიღი 28 მარტი, 2014 (2014-03-28)
ჟანრი
ხანგრძლივობა 3:52
ხმისჩამწერი ლეიბლი Streamline, Interscope
ავტორ(ებ)ი ლედი გაგა, ანტონ ზასლავსკი
პროდიუსერი ლედი გაგა, Zedd
ლედი გაგა — სინგლების ქრონოლოგია
„Do What U Want“
(2013)
G.U.Y.
(2014)

სიმღერამ კრიტიკოსების მხრიდან მიიღო სხვადასხვა შეფასება, მათ შეაქეს მელოდია და გაგას ვოკალი, მაგრამ გააკრიტიკეს სიმღერის ტექსტში გამოყენებული სტერეოტიპები. სიმღერა გახდა კომერციულად წარუმატებელი, მან მიაღწია ჩარტების სათავეში რამდენიმე ქვეყანაში. სიმღერამ ბილბორდის ცხელ ასეულში დაიკავა 76-ე პოზიცია და გახდა გაგას ყველაზე წარუმატებელი სიმღერა.

გაგამ სიმღერაზე მუსიკალური ვიდეო გადაიღო კალიფორნიის შტატის ქალაქ სან-საიმონში მდებარე ლენდმარკის ვილაში Hearst Castle. ადმინისტრაციის განცახდებით გაგამ ვილის საქველმოქმედო ფონდში გადარიცხა სოლიდური თანხა, რის შემდგომაც კალიფორნიის შტატის მთავრობამ მას დართო კომერცილუი ვიდეოს გადაღების უფლება ვილის ტერიტორიაზე. ვიდეოს გადაღებები მიმდინარეობდა ექვსი დღის განმავლობაში. ვიდეოს რეჟიროი არის თავად გაგა და იგი არის 11 წუთიანი. ვიდეოს დასაწყისში გაგა არის მითოლოგიური ფრინველ ფენიქსის როლში და ნაჩვენებია თუ როგორ დაეცა იგი და შემდგომ როგორ აღსდგა თავის მიმდევრებთან ერთად ნეპტუნის აუზში. ძალების აღდგენის შემდგომ გაგა იწყებს შურისძიებას იმ მამაკაცების მიმართ, რომლებსაც იგი მხოლოდ ფულის გამო სჭირდებოდათ და მისი დაცემის შემდგომ მიატოვეს იგი, გაგა ცვლის მათ კლონით სახელად G.U.Y., კლონში გაერთიანებულია იესო ქრისტეს, მაჰათმა განდის, მაიკლ ჯექსონის და ჯონ ლენონის დნმ. კლიპის დასასრულს გაგა ათავისუფლებს მუსიკალურ ინდუსტრიას და ქმნის საზოგადოებას, რომელიც ემსახურება ხელოვნებას. ვიდეომ კრიტიკოსების მხრიდან დაიმსახურა დადებითი შეფასება და აღნიშნეს გაგას სარეჟისორო ნამუშევარი. გაგამ სიმღერა რამოდნიმეჯერ შეასრულა ცოცხლად მათ შორის თავის შვიდ დღიან სარეზიდენციო შოუზე Roseland Ballroom-ში და მეოთხე მსოფლიო ტურზე ArtRave: The Artpop Ball.

სიმღერების სია

რედაქტირება
  • ციფრული ჩამონატვირთი[1]
  1. "G.U.Y." – 3:52
  • ციფრული რემიქსების ალბომი[2]
  1. "G.U.Y." (St. Lucia Remix) – 5:29
  2. "G.U.Y." (Rami Samir Afuni Remix) – 4:28
  3. "G.U.Y." (Wayne G Throwback Anthem) – 7:53
  4. "G.U.Y." (Lovelife Remix) – 3:15
  5. "G.U.Y." (KDrew Remix) – 4:45

გამოცემების ისტორია

რედაქტირება
რეგიონი თარიღი ფორმატი ლეიბლი
იტალია[3] 28 მარტი, 2014 თანამედროვე ჰიტ რადიო Streamline Records
აშშ[4][5] 8 აპრილი, 2014 თანამედროვე ჰიტ რადიო
რიტმული რადიო
დიდი ბრიტანეთი[6] 12 მაისი, 2014 თანამედროვე ჰიტ რადიო Polydor Records
აშშ[2] 29 აპრილი, 2014 ციფრული რემიქსების ალბომი

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. iTunes – Music – Artpop by Lady Gaga. iTunes Store (November 11, 2014). ციტირების თარიღი: April 20, 2014.
  2. 2.0 2.1 G.U.Y. (Remixes) – EP by Lady Gaga. iTunes Store. ციტირების თარიღი: April 30, 2014.
  3. Mompellio, Gabriel. (March 28, 2014) G.U.Y.: Lady Gaga Italian. Radio Airplay Italy. დაარქივებულია ორიგინალიდან — ოქტომბერი 28, 2014. ციტირების თარიღი: March 28, 2014.
  4. Top 40/M Future Releases. All Access Music Group. დაარქივებულია ორიგინალიდან — აპრილი 2, 2014. ციტირების თარიღი: აპრილი 18, 2014.
  5. Top 40 Rhythmic > Future Releases. All Access Ltd. დაარქივებულია ორიგინალიდან — აპრილი 4, 2014. ციტირების თარიღი: აპრილი 18, 2014.
  6. Forthcoming U.K. Singles. BBC Radio 1 (March 23, 2014). დაარქივებულია ორიგინალიდან — მარტი 24, 2014. ციტირების თარიღი: March 24, 2014.
  მუსიკის პორტალი – დაათვალიერეთ ვიკიპედიის სხვა სტატიები მუსიკაზე.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=G.U.Y.&oldid=4587295“-დან