Applause“ (ქართ. აპლოდისმენტები) — ამერიკელ მომღერალ ლედი გაგას სიმღერა და სინგლი, მისი მესამე სტუდიური ალბომიდან Artpop (2013). მისი ავტორები და პროდიუსერები არიან ლედი გაგა და DJ White Shadow. სიმღერა გამოიცა ალბომის პირველი სინგლის სახით.[2][3] თავდაპირველად დაგეგმილი იყო მისი 2013 წლის 19 აგვისტოს, ლეიბლზე Interscope Records გამოცემა, მაგრამ მას შემდეგ, რაც სიმღერის ორმა ნაწყვეტმა გაჟონა ინტერნეტში 10 აგვისტოს, გადაწყდა სინგლის ოფიციალურად გამოშვება.[4][5] სიმღერა დაწერილია 2012 წელს Born This Way Ball-ის ფარგლებში და გადაწყდა გამოსულიყო სინგლად მას შემდეგ რაც 2013 წლის თებერვალში გაგამ ფეხზე ტრავმის გამო შეწყვიტა ტურნე, ასევე გაგამ განაცხადა, რომ ბარძაყის ოპერაციის შემდგომ მან ტექსტში შეიტანა პატარა ცვლილებები, ასევე გაგამ განაცხადა, რომ "ფანების ოვაციები" რომელიც სიმღერის ბოლოშია, არის Born This Way Ball-ის ერთ-ერთი კონცერტიდან.

„Applause“
სინგლილედი გაგა
ალბომიდან Artpop
გამოსვლის თარიღი 12 აგვისტო, 2013 (2013-08-12)
ჟანრი ელექტროპოპი[1]
ხანგრძლივობა 3:32
ხმისჩამწერი ლეიბლი Streamline, Interscope
ავტორ(ებ)ი ლედი გაგა, პოლ ბლერი[2]
პროდიუსერი ლედი გაგა, DJ White Shadow[3]
ლედი გაგა — სინგლების ქრონოლოგია
„Marry the Night“
(2011)
Applause
(2013)
„Do What U Want“
(2013)

„Applause“-ის ავტორები არიან ლედი გაგა და DJ White Shadow. სიმღერა დაიწერა ტურნეს The Born This Way Ball Tour მსვლელობისას, 2012 წელს. [2][3] ჭორები იმის შესახებ, რომ იგი 2013 წლის დასაწყისში, ალბომში Artpop შევიდოდა, გავრცელდა, როდესაც მომღერალმა თავის Twitter-ში გაავრცელა სიმღერის ტექსტი და მიაწერა „The Applause“. 2013 წლის ივლისში ლედი გაგამ განაცხადა, რომ „Applause“ გამოიცემოდა 2013 წლის 19 აგვისტოს.[6]

გამოცემა და პრომოკამპანია

რედაქტირება

სიმღერა არის ნაზავი ელექტრო-პოპის და ევროდენსის, რაც იწვევს გაგას სადებიუტო სტუდიური ალბომ The Fame-ის მოგონებას. სიმღერის ტექსტში აღწერილი თუ როგორ არის დამოკიდებული გაგა გულშემატკივრებზე და მათ აპლოდისმენტებზე. სიმღერამ თანამედროვე კრიტიკოსების მხრიდან დაიმსახურა დადებითი მიმოხილვა და მათ აღნიშნეს, რომ სიმღერაზე იგრძნობა ენი ლენოქსის და დევიდ ბოუის გავლენა. ნაადრევი პრემიერის გამო ვერ მოხერხდა სიმღერის რადიოებისთვის გავრცელება და მხოლოდ რამოდენმე რადიოსადგურმა თავიანთი ინიციატივით დაამატა სიმღერა პლეილისტში, ხოლო 19 აგვისტოდან სიმღერა უკვე ოფიციალურად დაემატა ყველა რადიო სადგურს. რადიო რელიზის შემდგომ სიმღერა მოხვდა ბილბორდის ცხელ ასეულში და დაიკავა მე-4 პოზიცია და გახდა გაგას რიგით მე-12 სიმღერა, რომელიც მოხვდა ბილბოარდის ცხელი ასეულის ათეულში, ასევე სიმღერამ ბილბორდის საცეკვაო/ელექტრონული სიმღერების ჩარტში დაიკავა პირველი ადგილი. სიმღერამ ასევე შევიდა 20-ზე მეტი ქვეყნის ათეულში.

სიმღერის გამოსვლის თანავე გაგამ აქტიურად დაიწყო პრომოკამპანია და ჩნდებოდა პაპარაცების წინაშე სიმღერის ალბომის გარეკანზე წარმოდგენილი მაკიაჟით, რომელიც ყოველდღე სხვადასხვანაირი იყო. გაგამ ასევე სიმღერა რამდენიმეჯერ ცოცხლად შეასრულა - მათ შორის 2013 წლის MTV-ის მუსიკალური ვიდეოების დაჯილდოებაზე, სადაც 4 წუთში მოახერხა და აჩვენა მაყურებელს თავისი ისტორია.

მუსიკალური ვიდეო

რედაქტირება

სიმღერაზე გაგამ გადაიღო ვიდეო, რომლის რეჟისორი არის ჰოლანდიელი ფოტოგრაფი დუეტი Inez and Vinoodh, რომელთაც გაგასთან არაერთხელ უთანამშრომლიათ. ვიდეოს მსოფლიო პრემიერა გაიმართა 19 აგვისტოს „დილა მშვიდობისა ამერიკის“ ეთერში და ასევე ნიუ-იორკში ტაიმზ-სქვერის დიდ ეკრანზე. ვიდეომ 24 საათში მუსიკალური ვიდეოების პლატფორმა VEVO-ზე დააგროვა 10,5 მილიონი ნახვა და გახდა რიგით მე-4 ვიდეო, რომელმაც 24 საათში დააგროვა 10 მილიონზე მეტი ნახვა.

სიმღერების სია

რედაქტირება
ციფრული ჩამონატვირთი[7]
  1. Applause – 3:32
CD სინგლი[8]
  1. Applause" – 3:32
  2. Applause (ინსტრუმენტული) – 3:32
Applause - The Remixes[9]
  1. "Applause" (Empire of the Sun Remix) – 4:08
  2. "Applause" (Viceroy Remix) – 4:27
  3. "Applause" (Purity Ring Remix) – 3:04
  4. "Applause" (Bent Collective Club Mix) – 7:26
  5. "Applause" (DJ White Shadow Electrotech Remix) – 5:49
  6. "Applause" (Fareoh Remix) – 4:52
  7. "Applause" (DJ White Shadow Trap Remix) – 4:09
  8. "Applause" (Goldhouse Remix) – 4:34

გამოცემების ისტორია

რედაქტირება
რეგიონი თარიღი ფორმატი ლეიბლი
აშშ[10] 12 აგვისტო, 2013 ციფრული ჩამონატვირთი
აშშ[11] 20 აგვისტო, 2013 მეინსტრიმული რადიო Interscope Records
იაპონია[12] 11 სექტემბერი, 2013 CD სინგლი Universal Music Group
გერმანია[13] 13 სექტემბერი, 2013
სინგაპური[14] 16 სექტემბერი, 2013
ჰონგ-კონგი[15]
საფრანგეთი[16]
დიდი ბრიტანეთი[17]
კორეა[18] 18 სექტემბერი, 2013
  1. Richards, Chris. (August 12, 2013) Lady Gaga, ‘Applause’ – It’s trending, but is it good?. The Washington Post. The Washington Post Company. ციტირების თარიღი: August 12, 2013.
  2. 2.0 2.1 2.2 Iredale, Jessica. (July 28, 2013) Lady Gaga: 'I'm Every Icon'. Women's Wear Daily. Fairchild Fashion Media. ციტირების თარიღი: August 11, 2013.
  3. 3.0 3.1 3.2 Rigby, Sam. (August 10, 2013) Lady Gaga new single 'Applause' snippet leaks — listen. Digital Spy. Hearst Magazines UK. დაარქივებულია ორიგინალიდან — სექტემბერი 24, 2015. ციტირების თარიღი: August 11, 2013.
  4. Montgomery, James. (August 12, 2013) Lady Gaga Rush-Releases 'Applause'. 'MTV'. Viacom Media Networks. დაარქივებულია ორიგინალიდან — მარტი 12, 2014. ციტირების თარიღი: August 12, 2013.
  5. Lipshutz, Jason. (August 12, 2013) Lady Gaga Releases 'Applause' Single: Listen. Billboard. Prometheus Global Media. ციტირების თარიღი: August 12, 2013.
  6. Truong, Peggy. (July 28, 2013) Lady Gaga's new single is indeed called Applause. 'Celebuzz'. Spin Media. დაარქივებულია ორიგინალიდან — დეკემბერი 4, 2015. ციტირების თარიღი: August 12, 2013.
  7. https://itunes.apple.com/gb/album/artpop/id687737873
  8. http://store.universal-music.co.uk/restofworld/applause/lady-gaga-applause-limited-edition-exclusive-cd-single/invt/0602537524891
  9. https://itunes.apple.com/album/applause-remixes/id712722207
  10. http://www.amazon.com/gp/product/B00EI6E0QM
  11. http://www.allaccess.com/top40-mainstream/future-releases
  12. Lady Gaga — Applause — CD Single Japanese. Amazon.co.jp. ციტირების თარიღი: August 12, 2013.
  13. Applause CD Single Germany German. Amazon.com. ციტირების თარიღი: August 19, 2013.
  14. Applause CD Single South East Asia English. HMV Singapore. დაარქივებულია ორიგინალიდან — სექტემბერი 26, 2013. ციტირების თარიღი: September 26, 2013.
  15. Applause CD Single Hong Kong English. universal music hong kong. ციტირების თარიღი: September 26, 2013.
  16. [hhttp://www.amazon.fr/Applause-Lady-Gaga/dp/B00EXTP4VY/ref=sr_1_3_bnp_1_aud?ie=UTF8&qid=1380125650&sr=8-3&keywords=lady+gaga+applause Applause CD Single French Card-sleeve] English. Amazon.com. ციტირების თარიღი: September 26, 2013.
  17. Applause CD Single Universal UK Store. Universal Music UK. ციტირების თარიღი: August 17, 2013.
  18. Applause CD Single Korea English. universal music korea. ციტირების თარიღი: September 26, 2013.
  მუსიკის პორტალი – დაათვალიერეთ ვიკიპედიის სხვა სტატიები მუსიკაზე.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Applause&oldid=4675448“-დან