Haus of Gaga
Haus of Gaga — ამერიკელი პოპ-მომღერალ ლედი გაგას პირადი შემოქმედებითი ჯგუფი და მისი არაორდინალური და გამორჩეული კოსტიუმების ავტორი. Haus of Gaga ქმნის მომღერლის ტანსაცმელს, მაკიაჟს, აქსესუარებს, ნივთებს, თმის სტილს და გაგას პერფომანსების ვიზუალურ გაფორმებას როგორიცაა ვიდეო უკანაფონზე, ფორტეპიანოს გაფორმება ან თუნდაც "Disco Stick" (გრძელი ჯოხი რომლის თავშიც არის აკრილის გუმბათი და ანათებს) და "iPod LCD Glasses" (პატარა ორი მონიტორი რომელიც დამაგრებულია სათვალეზე მინების მაგივრად). ძირითადან ამ ჯგუფის მიერ შექმნილი აქსესუარები გამოიყენება გაგას საკონცერტო გამოსვლებში და მუსიკალურ ვიდეოებში.
Haus of Gaga-ს ოფიციალური ლოგო. | |
წევრები
რედაქტირებააქტუალური წევრები
რედაქტირება- სტეფანი ჯერმანოტა: მომღერალი ცნობილია, როგორც ლედი გაგა. რომელიც ეფუძნება კომპანიის სახელს "Haus of Gaga".[1]
- ნიკოლა ფორმიჩეტი: მოდის დირექტორი 2009 წლიდან დღემდე.[2]
- ტროი კარტერი: დამფუძნებელი, თავმჯდომარე და აღმასრულებელი დირექტორი. ის ასევე არის ლედი გაგას მენეჯერი.[3]
ყოფილი წევრები
რედაქტირება- მეთიუ უილიამსი: შემოქმედებითი დირექტორი 2008 წლიდან 2010 წლამდე. მეთიუ ასევე იყო ლედი გაგას ყოფილი მეგობარი ბიჭი. იგი გაათავისუფლეს კონფლიქტის გამო. მას შემდეგ როდესაც დაშორდა გაგა და გაიჩინა ახალი მეგობარი ბიჭი ლუკ კარლი.[4]
- Bea Åkerlund: ლედი გაგას პროფესიონალი ყოფილი სტილისტი რომელმაც დატოვა ჯგუფი 2009 წელს.[5]
- Angela Ciemny: ლედი გაგას მეგობარი რომელიც უკეთებდა მას მაკიაჟს კონწერტებზე. დატოვა ჯგუფი საკუთარი სურვილით.[6]
შემოქმედება და კოლექციები
რედაქტირებაHaus of Gaga არის ლედი გაგას ყველა არაორდინალური კოსტიუმის ავოტი. მათ პირველად შექმნეს გაგასთვის კოსტიუმი თავის პირველ მუსიკალური ვიდეოსთვის სიმღერაზე "Just Dance" და "Poker Face" რომელიც შესულია მომღერლის სადებიუტო ალბომში The Fame. მას შემდეგ კომპანია ზრუნავს გაგას და მისი მოცეკვავეების ჩაცმულობაზე.[7]
ცოცხალი წარმოდგენები
რედაქტირება- 2008
- LED T-Shirt
- ორიგამის კაბა[A]
- 2009
- სარკეებიანი კაბა
- ბუშტებიანი კაბა
- ბუშტებიანი ფორტეპიანო
- Vespa S 150 (მოტოციკლი)
- ორბიტა
- თავის ორბიტა
- Full Body Orbit
- Monster Ball Tour-ის ორბიტა
- დამწვარი ფორტეპიანო
- რაპუნცელის თმა
- 2010
- ზღვის ურჩხული
- დისკო ჩირაღდანი
- Emma
- სამარადისო შადრევანი
- LED T-Shirt
- ცხოვრების კაბა
- ორიგამის კაბა [A]
A^ ორიგამი - არის ტრადიციული, იაპონური ხელოვნება, ქაღალდისაგან სხვადასხვა ფიგურების, ან სხვა საგნების გაკეთების..
მედია
რედაქტირებაHaus of Gaga App
რედაქტირება2009 წლის 23 თებერვალს, Haus of Gaga-მ გამოუშვა პროგრამა iPhone და iPod Touch-ისთვის.[9] ეს იყო უფასო პროგრამა რომლის გადმოწერა ნებისმიერ შეეძლო. აპლიკაციაში შესაძლებელი იყო გაგას ვებეპიზოდების ყურება რომელსაც შემდგომ ეწოდა "Transmission Gagavision" რომელშიც გაგა განიხლილავდა თავის ტანსაცმელს რომელიც შექმნილი იყო Haus of Gaga-ს მიერ. ვებეპიზოდები გამოდიოდა ყოველკირეულად 2008 წლის 24 ივნისიდან, 2009 წლის 31 მარტამდე. 2011 წლის 30 მარტს, გაგამ განაცხადა რომ ვებეპიზოდების გამოშვება განახლდებოდა აპრილის პირველ კვირას.[10] 6 აპრილს, მან გამოუშვა ახალი ვებეპიზოდის რიგით ორმოცდამეერთე სერია. აპლიკაციაში ასევე შესაძლებელი იყო ტურის თარიღების და ახალი ამბების ნახვა და ფანებს საშუალება ჰქონდათ უფასოდ ესაუბრათ ერთმანეთთან. აპლიკაცია შევიდა ჟურნალ ბილბორდის მიერ გამოქვეყნებულ ტოპ ხუთი ცნობილი სახის აპლიკაციების რეიტინგში.[11]
Haus of Gaga Blog
რედაქტირებაHaus of Gaga ბლოგი შეიმნა ლედი გაგას ახალი სადებიუტო ალბომის "The Fame" ის პრომო აქციისთვი. ბლოგი განთავსებული იყო მომღერლის ოფიციალურ საიტზე LadyGaga.com. ბლოგზე განიხილებოდა გაგას ყველა გამოჩენას სხვადასხვა შოუებში და ძჟურნალის გარეკნებზე. ბლოგზე ასევე განიხილებოდა მოდა, ცნობილი ადამიანები, მომღერლები და ფანების ვიდეოები.[12]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Germanotta, Stefani. :Lady Gaga Burning Up Album Charts. ციტირების თარიღი: 24 April 2011.
- ↑ nicolaformichetti.com/celebrity დაარქივებული 2011-05-10 საიტზე Wayback Machine. and nicolaformichetti.blogspot.com
- ↑ Carter, Troy. Industry Profile: Lady Gaga. ციტირების თარიღი: 24 April 2011.
- ↑ Williams, Mathew. Lady Gaga’s Stylist Demystifies the Most Amazing Job Ever. ციტირების თარიღი: 7 April 2011.
- ↑ Akerlund, Bea. Lady Gaga’s Stylist Demystifies the Most Amazing Job Ever. ციტირების თარიღი: 10 April 2011.
- ↑ Ciemny, Angela. Angela Ciemny: Lady Gaga's former assistant. დაარქივებულია ორიგინალიდან — 9 მარტი 2012. ციტირების თარიღი: 6 April 2011.
- ↑ Garcia, Cathy. Lady Gaga Burning Up Album Charts. ციტირების თარიღი: 23 April 2011.
- ↑ Goodman, Lizzy (2010). Lady Gaga: Critical Mass Fashion. Macmillan. ISBN 0312668406.
- ↑ "Haus of Gaga" iPhone Application Available Now!. ციტირების თარიღი: 9 April 2011.
- ↑ Lady GaGa To Headline Radio One's Big Weekend. დაარქივებულია ორიგინალიდან — 5 აგვისტო 2012. ციტირების თარიღი: 9 April 2011.
- ↑ Bruno, Anthony (April 4, 2009). „Top Five Artist iPhone Apps“. Billboard: 26.
- ↑ Haus of Gaga. ციტირების თარიღი: 17 April 2011.