ორიგამი
ამ სტატიას ან სექციას ვიკიფიცირება სჭირდება ქართული ვიკიპედიის ხარისხის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად. იმ შემთხვევაში, თუ არ იცით, თუ რა არის ვიკიფიცირება, იხ. დახმარების გვერდი. სასურველია ამის შესახებ აცნობოთ იმ მომხმარებლებსაც, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით სტატიის შექმნაში. გამოიყენეთ: {{subst:ვიკიფიცირება/info|ორიგამი}} |
ორიგამი — ქაღალდისაგან სხვადასხვა ფიგურების ან სხვა საგნების კეთების ტრადიციული, იაპონური ხელოვნებაა. ხელოვნების მიზანია შეიქმნას წარმოდგენა საგნის, გეომეტრიული ნაკეცების, ძირითადად, წებოს და ქაღალდის გაჭრის გარეშე, მხოლოდ ერთი ფურცლის გამოყენებით.
ორიგამიში გამოიყენება ცოტა ნაკეცი, მაგრამ შეიძლება მათი გაერთიანება ბევრი გზით, რათა მივიღოთ ქაღალდის ჩახლართული დიზაინი. მისი ყველაზე ცნობილი ფორმაა იაპონური „რუხი წეროს“ ფორმა.
ჩვეულებრივად, ეს დიზანი იწყება ოთხკუთხედი ფურცლით, რომლის გვერდები შეიძლება იყოს სხვადასხვა ფერის ან ამონაბეჭდის. ყველაზე პოპულარული ნდობის მიუხედავად, ტრადიციული ორიგამი, რომელიც ხორციელდება ედო (1603-1867) ეპოქიდან, ზოგჯერ ნაკლებად მკაცრი იყო ამ კონვენციების მიმართ და ზოგჯერ, დიზაინის შექმნის დროს, ფურცელს ჭრიდნენ.
ორიგამი პირდაპირ დაკავშირებულია ქაღალდის გამოგონებასთან. როგორც ცნობილია ქაღალდი ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე გამოიგონეს ჩინეთის იმპერიაში. VI-VII საუკუნემდე ქაღალდის დამზადება მკაცრად იყო გასაიდუმლებული. VII საუკუნეში მოგზაურმა, ბუდისტმა, მონარქმა დან-ხომ მიაღწია იაპონიამდე და იქ საიდუმლოც გაამხილა. ის შესანიშნავად ფლობდა ქაღალდის ტექნოლოგიას. ეს მოხდა 610 წელს, 100 წლის შემდეგ კი იაპონელებმა იმდენად დახვეწეს ქაღალდის წარმოება, რომ ჩინელებსაც აჯობეს. ორიგამი, სათავეს იაპონიაში მე-8 საუკუნიდან იღებს. ამ დროს ხელნაკეთი ქაღალდი ძალიან ძვირფასი იყო, ამიტომ მას მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში იყენებდნენ. თავიდან მას რელიგიური დანიშნულება ჰქონდა. ქაღალდის კოლოფებში აწყობდნენ ცოტაოდენ თევზს, ბოსტნეულს და შინტოისტურ ტაძრებში მიჰქონდათ. ასეთ ყუთებს სანდო ეწოდებოდა. XVI-XVII საუკუნიდან ორიგამი გასართობ საშუალებად იქცა. მისი კლასიკური მოდელი იაპონური წერო-ცურუ ბედნიერების და დღეგრძელობის სიმბოლო გახდა.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებავიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: ორიგამი
- History of Origami დაარქივებული 2015-03-17 საიტზე Wayback Machine. . Origami Resource Center (ინგლისური)