სამკურნალო ძაღლის ენა
სამკურნალო ძაღლის ენა (სინ. ოსერო) (ლათ. Cynoglossum officinale) — ორ- ან მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარე ლაშქარასებრთა ოჯახისა. მისი სიმაღლე მერყეობს 30-80 სმ-მდე. ფოთლები ღეროზე მორიგეობით განლაგებული, ნაცრისფრად შებუსვილი, გრძელი, ლანცეტური; ქვედა ტოტები ფუძესთან ვიწრო და წაგრძელებული. ყვავილის გვირგვინი ძაბრისებრი. ყვავილობას იწყებს მაისში და გრძელდება ივლისის ჩათვლით. ყვავილი ჯერ მუქი იისფერია, შემდეგ მოყავისფრო-წითელ შეფერილობას იღებს.
სამკურნალო ძაღლის ენა | |||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
გადაღებულია რაჭაში, შქმერში | |||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||
| |||||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||||
Cynoglossum officinale L., 1753 | |||||||||||||||
სინონიმები | |||||||||||||||
სია
| |||||||||||||||
|
სამკურნალო ძაღლის ენა ცნობილია საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში. გავრცელებულია კავკასიაში, ჩრდილოეთ, ცენტრალურ და სამხრეთ ევროპაში, მცირე, შუა და აღმოსავლეთ აზიაში, ირანში.[1] იზრდება ზომიერ სარტყელში და ტროპიკულ მთიანეთში, იზრდება მზიან ადგილებში, სარეველა ბალახებში, გზისპირებსა და ნაგავსაყრელებთან. მცენარის თესლი შეიცავს პიროლიციდინის რიგის ალკოლოიდებს.
ხალხურ მედიცინაში იყენებდნენ როგორც ტკივილგამაყუჩებელ საშუალებას ძლიერი ხველების დასაწყნარებლად და ა.შ. ცივსისხლიან ცხოველებში მცენარის შხამის მცირე დოზაც კი იწვევს დამბლას, რის გამოც მას იყენებდნენ მღრღნელების წინააღმდეგ საბრძოლველად.
ლიტერატურა
რედაქტირება- Herbert Weymar, Lehrnt Planzen kennen, Leipzig-Radebeul, 1972, გვ. 441
სქოლიო
რედაქტირება- ↑ სუხიტაშვილი კახაბერ, საქართველოს ყვავილოვანი მცენარეები, თბ.: კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი, 2018. — გვ. 98.