Clairo

(გადამისამართდა გვერდიდან Clairo (მუსიკოსი))
ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

კლერ ელიზაბეთ კოტრილი, ცნობილი როგორც Clairo (ინგლ. Claire Elizabeth Cottrill; დ. 18 აგვისტო, 1998, ატლანტა, ჯორჯია, აშშ) — ამერიკელი მომღერალი და სიმღერების ავტორი. დაიბადა ატლანტაში და გაიზარდა კარლაილში, მასაჩუსეტსი. მუსიკის წერა და მისი ინტერნეტ პლატფორმებზე განთავსება 13 წლის ასაკში დაიწყო.[2]

Clairo
ინგლ. Claire Elizabeth Cottrill

ბიოგრაფია
ნამდვილი სახელი კლერ ელიზაბეთ კოტრილი
დაბ. თარიღი 18 აგვისტო, 1998 (1998-08-18) (26 წლის)[1]
დაბ. ადგილი ატლანტა
წარმოშობა ატლანტა, ჯორჯია, აშშ
ჟანრ(ებ)ი Bedroom pop, lo-fi, electropop, indie rock, indie pop, soft rock
საქმიანობა მუსიკოსი, სიმღერების
ინსტრუმენტ(ებ)ი
აქტიური 2012 - დღემდე
ლეიბლ(ებ)ი
  • Fader
  • Republic
საიტი clairo.com
Clairo ვიკისაწყობში

მუსიკოსმა პოპულარობა მოიპოვა 2017 წელს, როდესაც გამოუშვა სინგლი „Pretty Girl".[3][4] შემდგომში მან ხელი მოაწერა კონტრაქტს მუსიკალურ, ხმის ჩამწერ ლეიბლთან. ამის შემდეგ, მან გამოუშვა თავისი სადებიუტო EP Diary 001 (2018).[5] მუსიკოსის სადებიუტო სტუდიურმა ალბომმა Immunity (2019) კრიტიკოსებისგან დიდი მოწონება დაიმსახურა. ალბომთან ერთად მომღერალმა გამოუშვა სინგლები — „Bags" და „Sofia", ეს უკანასკნელი კი გახდა მუსიკოსის პირველი სინგლი, რომელიც მოხვდა Billboard Hot 100-ში.[6]

Clairo-ს მეორე სტუდიური ალბომი, Sling, გამოვიდა 2021 წელს. გამოსვლისთანავე ალბომმა კრიტიკოსების მოწონება დაიმსახურა და კომერციული წარმატება ხვდა წილად. იგი აშშ-ის ალბომების ჩარტში, Billboard 200, ტოპ 20-ში მოხვდა.

ცხოვრება და კარიერა

რედაქტირება

კლერ ელიზაბეთ კოტრილი დაიბადა ატლანტაში, ჯორჯია და გაიზარდა კარლაილში, მასაჩუსეტსი.

ცნობილი კომპოზიციების ქავერების ჩაწერა 13 წლის ასაკში დაიწყო. ხშირად ასრულებდა სიმღერებს ადგილობრივ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, მათ შორის Blue Dry Goods-ში. სწორედ ამ დროს, MTV დაუკავშირდა მუსიკოსს და სიმღერის ჩაწერა სთხოვა შოუსთვის.[7] მან დაიწყო თავისი ნამუშევრების გამოქვეყნება Bandcamp-ზე, ფსევდონიმებით Clairo და DJ Baby Benz. ამ დროს სწავლობდა Concord-Carlisle-ის სკოლაში. ასევე აქვეყნებდა SoundCloud-სა და YouTube-ზე ცნობილი კომპოზიციების ქავერებს.[8][9]

 
Clairo ასრულებს სიმღერას El Rey Theatre-ში, 2019

მან გამოუშვა თავისი EP Do U Wanna Fall in Love? 2013 წელს. რამდენიმე დამატებითი EP, მათ შორის Aquarius Boy, Late Show, Moth Girl, Metal Heart და Have a Nice Day მოვიდა 2015 წელს.

მუსიკოსის პოპულარობა გაიზარდა 2017 წლის ბოლოს, როდესაც მისი სიმღერის „Pretty Girl" ვიდეო ვირუსულად გავრცელდა YouTube-ზე.

"Pretty Girl"-ის წარმატებამ გამოიწვია გავლენიანი ლეიბლების დაინტერესება მუსიკოსის მიმართ, როგორიცაა Capitol, RCA და Columbia. ჯონ კოენმა, The Fader-ის თანადამფუძნებელმა ხელი მოაწერინა Clairo-ს ჟურნალის ასოცირებულ ლეიბლთან Fader Label.

2018 წლის 25 მაისს Fader Label-მა გამოუშვა Clairo-ს სადებიუტო ჩანაწერი, სახელწოდებით Diary 001.[10]

2018 წლის ოქტომბერში მუსიკოსმა თავისი სიმღერები შეასრულა მუსიკალურ ფესტივალზე Lollapalooza.[11] ის ასევე გამოვიდა Coachella-ზე 2019 წელს.[12]

2020 წლის აპრილში მუსიკოსმა განაცხადა, რომ დაიწყო მუშაობა თავის მეორე სტუდიურ ალბომზე. იმავე წლის ოქტომბერში მუსიკოსმა ჩამოაყალიბა ახალი ჯგუფი სახელად Shelly ინდი-პოპ მომღერლებთან — კლოდთან და მათ ორ მეგობართან ერთად სირაკიუსის უნივერსიტეტიდან, ჯოშ მეჰლინგთან და ნოა ფრენსის გეტცუგთან. ჯგუფმა 2020 წლის 30 ოქტომბერს გამოუშვა ორი ახალი სიმღერა, „Steeeam" და „Natural". 2021 წლის 11 ივნისს Clairo-მ გამოუშვა „Blouse", პირველი სინგლი თავისი მეორე სტუდიური ალბომიდან Sling.[13][14]

პირადი ცხოვრება

რედაქტირება

კარიერის დასაწყისში Clairo ხვდებოდა ჯეიკ პასმორს, რომელიც ლონდონში დაფუძნებული ჯგუფის SCORS-ის წევრია.[15][16]

2017 წელს მუსიკოსმა დაიწყო სირაკიუსის უნივერსიტეტში სწავლა.

მუსიკოსს არასრულწლოვანთა იდიოპათიური ართრიტის დიაგნოზი 17 წლის ასაკში დაუსვეს.

2020 წლის ივლისში ხელი მოაწერა ღია წერილს, რომელიც გაიგზავნა გაერთიანებული სამეფოს თანასწორობის მინისტრ ლიზ ტრასთან. წერილით მოქალაქეები მოითხოვდნენ აკრძალულიყო ლგბტ+ის წარმომადგენლების მიმართ საუბრის თერაპიის ყველა ფორმა.[17]

აქტივიზმი

რედაქტირება

2022 წლის მაისში გამოქვეყნდა დასკვნის პროექტი, სადაც ნათქვამი იყო, რომ აშშ-ის უზენაესი სასამართლო გეგმავდა აბორტის უფლებების გაუქმებას, რომელიც დადგენილი იყო საქმეში Roe v. Wade. მუსიკოსმა, სხვა მომღერლებთან ერთად, როგორიცაა Lorde, ოლივია როდრიგო და ფიბი ბრიჯერსი, ხელი მოაწერა სრულ გვერდიან განცხადებას The New York Times-ში, რომელიც გმობდა უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას.[18][19] 2022 წლის ივნისში გლასტონბერიში გამოსვლისას მუსიკოსს ეცვა მაისური წარწერით „Bans Off Our Bodies“ პროტესტის ნიშნად აშშ-ს უზენაესი სასამართლოს Dobbs v. Jackson Women's Health Organization-ის საბოლოო გადაწყვეტილების გამო, რომელმაც გააუქმა აბორტის უფლება.[20]

დისკოგრაფია

რედაქტირება

სტუდიური ალბომები

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Ting, Jasmine (August 18, 2019). „Clairo Gets a Sesame Street Surprise from Khalid“. Paper (ინგლისური). ციტირების თარიღი: October 10, 2019.
  2. Clairo Biography, Songs, & Albums en. ციტირების თარიღი: March 6, 2022
  3. Clairo - Pretty Girl. Claire Cottrill. August 4, 2017. https://www.youtube.com/watch?v=mngtcfcaVrI.
  4. Coscarelli, Joe (May 23, 2018). „Clairo's 'Pretty Girl' Went Viral. Then She Had to Prove Herself“. The New York Times (ინგლისური). ISSN 0362-4331. ციტირების თარიღი: March 6, 2022.
  5. Kaplan, Ilana (2019-06-28). „Why Clairo Passed on Major Label Offers And Built Her Own Team“. Billboard (ინგლისური). ციტირების თარიღი: 2022-03-06.
  6. Zellner, Xander (October 20, 2020). „Clairo Scores First Career Billboard Hot 100 Hit With 'Sofia'. Billboard (ინგლისური). ციტირების თარიღი: March 6, 2022.
  7. Moreland, Quinn (January 16, 2018). Meet Clairo, the YouTube Star Turning Teenage Awkwardness Into Viral Gold, Pitchfork
  8. Moreland, Quinn (January 16, 2018). Meet Clairo, the YouTube Star Turning Teenage Awkwardness Into Viral Gold, Pitchfork
  9. Alumni Writers. (2014-04-14) WIQH Brings Musical Talent from CCHS! en-US. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-08-21. ციტირების თარიღი: 2019-08-21
  10. Clairo Announces Debut EP, Shares New Song: Listen (April 27, 2018).
  11. Legaspi, Althea; Klinkenberg, Brendan (4 August 2018). „Lollapalooza 2018: Tyler the Creator, Bruno Mars, Lizzo Highlight Day Two“. Rolling Stone. ციტირების თარიღი: 22 January 2019.
  12. Meet Clairo, the Carlisle native who's playing Coachella (January 4, 2019).
  13. Bloom, Madison. (June 11, 2021) Clairo Announces New Album Sling, Shares New Song "Blouse" en-US. ციტირების თარიღი: June 11, 2021
  14. Martoccio, Angie (June 11, 2021). „Clairo Drops Crushing Ballad 'Blouse' With Backing Vocals by Lorde“. Rolling Stone (ინგლისური). ციტირების თარიღი: June 11, 2021.
  15. cake in england. Claire Cottrill. April 22, 2017. https://www.youtube.com/watch?v=cEWBMNwfFZY.
  16. Graves, Shahlin. (October 8, 2020) Listen: Clairo covers The Strokes' 'I'll Try Anything Once' with Scors' Jake Passmore.. ციტირების თარიღი: August 27, 2022
  17. თარგი:Cite instagram
  18. Campbell, Erica. Billie Eilish, Phoebe Bridgers, and Halsey sign letter against US Supreme Court's overturn of abortion rights (May 13, 2022). ციტირების თარიღი: July 13, 2022
  19. Hatfield, Amanda. 160 artists condemn Supreme Court's Roe v. Wade plans ahead of rallies & marches on Saturday (May 13, 2022). ციტირების თარიღი: July 13, 2022
  20. Daly, Rhian. Clairo live at Glastonbury 2022: a vitally soothing set from a first-class star (June 26, 2022). ციტირების თარიღი: July 13, 2022
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/Clairo“-დან