ქოჩორა კარიამა
(გადამისამართდა გვერდიდან Cariama cristata)
ქოჩორა კარიამა (ლათ. Cariama cristata) — ფრინველი კარიამასებრთა ოჯახისა. აქვს გრძელი, ძლიერი, წითელი ფერის ფეხები, ყვითელი თვალები და მოკლე ალისფერი ნისკარტი. მისი სხეულის სიგრძე კუდთან ერთად 75–90 სმ აღწევს, წონა დაახლოებით 1,5 კგ-ს. მამალი და დედალი ერთმანეთს ჰგვანან. აქვს წაგრძელებული სხეული, პატარა თავი და გრძელი კისერი. თვალების ირგვლივ ლურჯი რგოლები დაჰკრავს. თავი, კისერი და მკერდი მომკრთალო-მოყავისფროა, მუცელი მთლიანად თეთრი. კუდზე შავი ხაზები გასდევს, ბოლო — თეთრი ფერისაა.[1] იკვებება ძირითადად მწერებით, წვრილი ხვლიკებითა და გველებით. გავრცელებულია აღმოსავლეთ და სამხრეთ ბრაზილიაში, აღმოსავლეთ ბოლივიაში, პარაგვაიში, ჩრდილო-აღმოსავლეთ არგენტინასა და ურუგვაიში.[2] დარბის სწრაფად, სისწრაფე 25 კმ საათში.[3] მონოგამური ფრინველია.
ქოჩორა კარიამა | |||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||
| |||||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||||
Cariama cristata (Linnaeus, 1766) | |||||||||||||||
დაცვის სტატუსი | |||||||||||||||
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ IUCN 3.1 Least Concern : 22692205 | |||||||||||||||
|
სქოლიო რედაქტირება
- ↑ Сериема или хохлатая кариама
- ↑ InfoNatura: Animals and Ecosystems of Latin America. Cariama cristata. 2007.
- ↑ Journal of Field Ornithology