Assassin’s Creed IV: Black Flag — კომპიუტერული თამაშების სერიის მეცხრე ნაწილი, მულტიპლატფორმული თამაში მოქმედებით-სათავგადასავლო ჟანრში, რომელსაც ქმნის Ubisoft Montreal-ი.

Assassin’s Creed IV: Black Flag
დეველოპერ(ებ)ი Ubisoft
გამომცემელი Ubisoft
ძრავა Anvil Next
პლატფორმ(ებ)ი Microsoft Windows, PlayStation 3, PlayStation 4, Xbox 360, Xbox One, Wii U
გამოსვლის თარიღი 21 ნოემბერი, 2013
ჟანრ(ებ)ი მოქმედებით-სათავგადასავლო
რეჟიმ(ებ)ი ერთმომხმარებლიანი, მრავალმომხმარებლიანი
საიტი ოფიციალური საიტი

თამაში არის Assassin’s Creed III-ის ისტორიის გაგრძელება, სადაც მთავარი გმირი არის „აბსტერგოს“ ანალიტიკოსი, რომელიც იკვლევს დესმონდ მაილსის გენეტიკურ მეხსიერებას[1]. ისტორიული პერიოდის გმირი კი ედვარდ კენვეია (ინგლ. Edward Kenway), ჰეითემ კენვეის მამა, და კონორის პაპა. თამაშის მოქმედება მიმდინარეობს პირატობის ოქროს ხანაში, კარიბის ზღვაში, რამდენიმე კუნძულზე როგორიცაა იამაიკა, კუბა, ბაჰამის კუნძულები და სხვა.[2]

პროექტის სლოგანია „ახალი ერა, ახალი მკვლელი, ახალი წესები“.

თამაშის პროცესი

რედაქტირება

2013 წლის 4 მარტს ინტერნეტში გაჩნდა დაწვრილებითი ინფორმაცია თამაშის შესახებ, რომელიც იყო წარმოდგენილი Ubisoft-ის მიერ დახურულ პრეზენტაციაზე, გახდა ცნობილი რომ ამ ნაწილს დაემატება სრულიათ გახსნილი მსოფლიო, შედგენილი 50 ადგილით რომელიც თავისში შეიცავს დიდ ქალაქებს, პატარა დასახლებებს, მაიას ნანგრევები, ჯუნგლები, ჭაობები და გამოქვაბებულები. თამაში დიდ ყურადღებას აქცევს საზღვაო ბრძოლას, აქ ასევე არის სხვადასხვა კლასები გემებისთვის. მოთამაშესთვის ხელმისაწვდომი იქნება საკუთარი გემი სახელად „გალკა“, რომელზედაც შესაძლებელი იქნება მოდიფიკაციების დაყენება.[3]

  • მოქმედება ხდება 1715 წელს კარიბებში;
  • ჩნდება შესაძლებლობა რომ მოთამაშემ საკუთრად აირჩიოს მეზღვაურთა ეკიპაჟი;
  • საყვინთავი ზარის მეშვეობით შესაძლებელი იქნება წყალში ჩასვლა და ჩაძირულები გემების/საგანძურების გამოკვლევა;
  • შეიცვალა აბორდაჟის პროცესი;
  • თანამედროვე სიუჟეტის მოქმედებები შესრულდება კანადა, მონრეალში;
  • თამაშის პროცესი თანამედროვე ერაში მარტო გამოკვლევითი ხასიეთი აქვს და არ იქნება არანაირი საბრძოლო სიტუაცია;
  • შესაძლებელი ხდება ვეშაპებზე ნადირობა;
  • თამაშის 60% მოხვდება ხმელეთზე, დანარჩენი 40% კი ზღვაში;
  • შეაიარაღებების სახეობები იმატებს სხვა ნაწილებთან შედარებით;
  • ახლა მტერს შეუძლია წყალში ცურვა;
  • შეიძლება პირატული სიმღერების პოვნა, რომელსაც ეკიპაჟის წევრები იმღერებენ მოგზაურობის დროს;
  • "არწივის მხედველობა" გაუმჯობესდა, შეიძლება მტრის მონიშვნა და კედლის იქით ხედვა;
  • საკონტროლო პუნქტის გასვლის შემდეგ სხვადასხვა ადგილებში შესაძლებელი იქნება სწრაფი მოგზაურობა;
  • როდესაც ედუარდი შეხვდება მკვლელებს ის სრულად არ იქნება დარწმუნებული რომ მათ დაეხმაროს;
  • როდესაც მოთამაშე ჩავა შემთხვევით კუნძულზე, დაეწერება რისი პოვნა და შესრულება შეიძლება;
  • პლანტაციებზე შესაძლებელია მფლობელისგან გასაღების მოპარვა და არსებული პლანტაციის ქონების გაძარცვა;
  • სრულ თამაშის გავლას სჭირდება 70 საათი.
#სახელწოდებახანგრძლივობა
1.„Assassin's Creed IV Black Flag Main Theme“2:13
2.„Pyrates Beware“3:16
3.„On the Horizon“3:01
4.„The High Seas“2:44
5.„The Fortune of Edward Kenway“1:57
6.„In This World or the One Below“2:49
7.„Under the Black Flag“3:21
8.„The Ends of the Earth“2:53
9.„Stealing a Brig“1:52
10.„Fare Thee Well“5:14
11.„The Buccaneers“4:05
12.„Marked for Death“3:21
13.„Last Goodbyes“2:24
14.„Take What Is Ours!“3:15
15.„I'll Be with You“6:04
16.„Lay Aboard Lads“2:24
17.„A Pirate's Life“2:02
18.„Men of War“2:57
19.„Order of the Assassin“3:10
20.„In the Midst“3:05
21.„The British Empire“3:08
22.„Batten Down the Hatches“1:37
23.„Modernity“2:14
24.„A Merry Life and a Short One“1:16
25.„Queen Anne's Revenge“4:42
26.„Confrontation“3:15
27.„Prizes Plunder and Adventure“2:12
28.„Meet the Sage“3:36
29.„Into the Jungle“1:46
30.„The Spanish Empire“3:57
31.„The Islands of the West Indies“3:06
32.„Ships of Legend“2:02
33.„Secrets of the Маya“3:24
34.„Life at Sea“3:10
  1. პირველი შთანბეჭდილება თამაშზე. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-08-22. ციტირების თარიღი: 2013-11-11.
  2. პირველი სქრინ შოთი და სტატია. http://www.examiner.com/article/first-screenshot-of-assassin-s-creed-black-flag-surfaces
  3. თრეილერები და მეტი ინფორმაცია. http://www.playground.ru/news/assassin_s_creed_4_black_flag_novie_podrobnosti_skrinshoti_i_vtoroy_treyler-39071/