Assassin’s Creed III
Assassin’s Creed III — კომპიუტერული მოქმედებით-სათავგადასავლო მულტიპლატფორმული თამაში, რომელსაც ქმნის Ubisoft Montereal-ი პლატფორმებისთვის: Xbox 360, Play Station 3, PC. თამაშის გამოსვლა დაგეგმილია 2012 წლის 30 ოქტომბერს[1][2]. წინა ნაწილებისგან განსხვავებით აქ გვხვდება ახალი მთავარი გმირი და მოქმედების ადგილი — ამერიკის შეერთებული შტატები[3]. ახალი პერსონაჟის ისტორია მთავრდება ამავე ნაწილში, ამის გარდა ამ ნაწილში მთავრდება დესმონდის ისტორიაც. Ubisoft-მა აგრეთვე განაცხადა, რომ თამაში იქნება უფრო დიდი (მრავალ მხრივ; სიუჟეტი, თამაშის სივრცე და სხვა). მოქმედება მიდის XVIII საუკუნეში.
Assassin’s Creed III | |
---|---|
დეველოპერ(ებ)ი | Ubisoft |
გამომცემელი | Ubisoft |
სერია | Assassin's Creed |
ძრავა | Anvil 2.0 |
პლატფორმ(ებ)ი | Xbox 360, Play Station 3, PC |
გამოსვლის თარიღი | 30 ოქტომბერი, 2012 |
ჟანრ(ებ)ი | მოქმედებით-სათავგადასავლო |
რეჟიმ(ებ)ი | ერთმომხმარებლიანი, მრავალმომხმარებლიანი |
საიტი | ოფიციალური საიტი |
თამაშის პროცესი[4][5]
რედაქტირებასიახლეები ამ ნაწილში
რედაქტირება- წინა ნაწილებთან შედარებით აქ უფრო ნაკლები დავალებები იქნება, უფრო სწორედ თამაში იქნება უფრო ღია და არ იქნება დამოკიდებული მხოლოდ სიუჟეტზე.
- მოთამაშე კონნორის პერსონაჟით თამაშს იწყებს პატარა ბიჭით.
- ქალაქებს შორის მოგზაურობა იქნება ცხენებით, ასევე დამატებულია სწრაფი მოგზაურობა, როგორც ეს პირველ ნაწილში იყო.
- შესაძლებელი იქნება ცხოველებზე ნადირობა.
- შეიძლება მონადირებული ცხოველების ტყავის მაღაზიებში გაყიდვა.
- დღე-ღამე თამაშზე გავლენას მოახდენს მაგალითად ღამე, როცა აცივდება მდინარეები გაიყინება.
- დაემატა წლის სეზონები (ზამთარი, გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა).
- დესმონდი გამოიყენებს ანიმუსის განახლებულ ვარიანტს — ანიმუს 3.0-ს.
- შესაძლებელი ხდება ხეებზე/ში ძრომა (და ხეებში მალვა, ჩასაფრება)
- პერსონაჟების 80% რომელთანაც მოთამაშეს მოუწევს ზემოქმედება იქნება რეალური, ისტორიული პირი.
- გაუმჯობესებული მართვა.
- გაუმჯობესდა ბრძოლის სისტემა[6].
ვრცლად თამაშზე
რედაქტირება- თამაშის მთავარ გმირს ჰქვია კონორ რაგუდხენგაიდუ (კენუი).
- თამაშის მოქმედება ხდება ამერიკის რევოლუციის პერიოდში 1753-1783 წლებში.
- იქნება ისტორიული ბრძოლები, და სხვა ისტორიული მოვლენები მაგალითად ნიუ იორკის ხანძარი.
- ჩნდება მრავალფეროვანი იარაღები, მაგალითად ტომაჰავკი.
- სხვადასხვა ქალაქგარეთი ხდება უფრო მრავალფეროვანი, სიცოცხლით სავსე, მაგალითად დიდი მდინარეები, გორები, ხეები, ცხოველები.
- მთავარი პერსონაჟით (კონორით) თამაში გრძელდება 30 წელი, ასევე შეიძლება დესმონდით თამაში.
- Assassin's Creed III-ის სიუჟეტი იქნება 20% უფრო დიდი ვიდრე Assassin’s Creed II-ის (აქამდე ამ სერიის ყველაზე გრძელ სიუჟეტიან თამაშდ სწორედ II ითვლებოდა)
- თამაშში აღარ იქნება ტკივილგამაყუჩებლები ან წამლები, ამიტომ მოთამაშეს მოუწევს აირჩიოს უფრო ფარული ტაქტიკა.
- თამაშში არ გამომჟღავნდება ფრაქციათა ხასიათი, უფრო სწორედ არ გამოჩნდება ვინ იქნება "კეთილი" და ვინ "ბოროტი".
- კონორი რეაგირებს ყველა წვრილმანზე: კენჭებზე, ტოტებზე და სხვა.
სიუჟეტი
რედაქტირებადესმონდ მაილსი იკვლევს ტაძრებს, რომელიც ააშენეს წინა ცივილიზაციებმა, ამით კი ცდილობს 2012-ში სამყაროს დასასრულის არიდებას. ეს ნაწილი დაასრულებს დესმონდის ისტორიას. თამაშის მიხედვით მის მშობლიურ სოფელს ანადგურებენ ბრიტანელები, თუმცა ის არ იქნება შურის მაძიებელი როგორც ეს იყო ეციო, წინა ნაწილებიდან, კონორი იბრძვის ამერიკის შეერთებული შტატების თავისუფლებისათვის[7].
გალერეა
რედაქტირება-
მკვლელი ქალაქში
-
მკვლელი ბრძოლისას
-
მკვლელი მუშკეტით ხელში
-
მკვლელი მშვილდისრით ხელში ნადირობისას
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ http://www.xboxgamezone.co.uk/2012/02/15/assassins-creed-3-confirmed-for-october-30th-release/.განცხადება[მკვდარი ბმული] თამაშის გამოსვლი შესახებ (ინგლისურად).
- ↑ განცხადება Playground-ზე (რუსულად).http://news.playground.ru/35430/
- ↑ http://www.computerandvideogames.com/300974/assassins-creed-3-will-be-about-another-character/. პერსონაჟი შეიცვლება (განცხადება ინგლისურად)
- ↑ განცხადება www.computerandvideogames.com-ზე.http://www.computerandvideogames.com/338316/assassins-creed-3-first-details-new-hero-is-connor-not-all-english-are-evil/
- ↑ მეტი ინფორმაცია თამაშის შესახებ. http://www.assassins-creed.ru/news-106-novie-podrobnosti-assassins-creed-iii.html
- ↑ გეიმფლეის თრეილერი.http://www.youtube.com/watch?v=EiVJG_mrtFo&feature=related
- ↑ Assassins Creed III ანოსი: თავისუფლება და სიკვდილი. http://www.assassins-creed.ru/page-181-anons-assassins-creed-iii-ch1.html