Assassin's Creed: Brotherhood
Assassin’s Creed: Brotherhood — მოქმედებითი ჟანრის ვიდეო თამაში, რომელიც გამოუშვა Ubisoft-მა 2010 წლის19 ნოემბერს. ეს არის მესამე ნაწილი Assassin's Creed-ის სერიიდან. თამაშში ჩნდება ახალი შესაძლებლობა — ასასინების აყვანა.
Assassin's Creed: Brotherhood | |
---|---|
დეველოპერ(ებ)ი | Ubisoft Montreal |
გამომცემელი | Ubisoft |
სერია | Assassin's Creed |
პლატფორმ(ებ)ი | Microsoft Windows, Xbox 360, PlayStation 3, iOS, Android, Java (მობილური) |
გამოსვლის თარიღი | 19 ნოემბერი, 2010 |
ჟანრ(ებ)ი | Action, სათავგადასავლო |
რეჟიმ(ებ)ი |
ერთმომხმარებლიანი, მრავალმომხმარებლიანი |
შეფასება | USK: 16+ |
საიტი | ოფიციალური საიტი |
სიახლეები
რედაქტირება- მომხმარებელს აქვს საკუთარი ბიზნესი, ყიდის და ხსნის სამჭედლოებს, აფთიაქს, სამკერვალოებს და სამხატვრო მაღაზიებს. აქედან მას პერიოდულად შემოსავალი შესდის. მას შეუძლია კოლიზეუმის მსგავსი შენობების შეძენაც.
- დამატებულია ხალხის გადარჩენა ჯარისკაცებისგან, ისევე, როგორც ეს Assassin Creed-ში იყო, ოღონდ იმ განსხვავებით რომ ეს ხალხი იქცევა ასასინებად და მომხმარებელს შეუძლია ბრძოლისას მათი დახმარების გამოყენება. შეიძლება მათი დავალებებზე გაგზავნაც, რის შედეგადა ემატებათ დონე, ხოლო დონის მატებასთან ერთად - იარაღები და ბრძოლისუნარიანობა. შესაძლებელი ხდება მათი ვიზუალური დეტალების შეცვლაც.
- ზოგიერთი იარაღისა და აბჯრის შესაძენად აუცილებელია მისიების შესრულება და საჭირო პროდუქტის შოვნა, რომელსაც მომხმარებელი მკვდარი ჯარისკაცების გაჩხრეკით და ყუთების გახსნით პოულობს
- გაიზარდა დამატებითი მისიების რაოდენობა, სადაც მომხმარებელს ისეთ იარაღთან და გადასაადგილებელ საშუალებასთან აქვს საქმე, რაც ჩვეულებრივ თამაშში არ არის.
- გაზრდილია იარაღის რაოდენობა და მისი გამოყენების საშუალება, დამატებულია არბალეტი, იარაღის გადაუცვლელად შეიძლება მეორე იარაღის გამოყენება, რამდენიმე ისრის ერთდროულად სროლა და ა.შ.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება