ასფოდელინე (ლათ. Asphodeline) — მცენარეთა გვარი ასფოდელოსებრთა ოჯახისა. სახელი ეწოდება ასფოდელოსთან (Asphodelus) მსგავსების გამო,[1] თუმცა ქართული წყაროების დიდ ნაწილში ამ გვარის მცენარეებსაც ასფოდელო ეწოდება.[1][2][3] უმეტესად მრავალწლიანი ბალახებია, აქვთ სქლად შეფოთლითი, ზოგჯერ დატოტვილი ღერო. ფოთლები ხაზურია. ყვავილები თეთრი ან ყვითელი, შეკრებილია მტევნისებრ ყვავილედში. ცნობილია 15–16 სახეობა. გავრცელებული არიან აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში, ყირიმში, დასავლეთ აზიაში. იზრდებიან მთებსა და ვაკეებზე, მშრალ ქვიან ან ღორღიან ადგილებში, სტეპის ფერდობებზე, მშრალ ნათელ ტყეებში.[4] საქართველოში გვხვდება სამი სახეობა, განსაკუთრებით აღსანიშნავია ყვითელი (A. lutea) და ყირიმული (A. taurica).[1] კარგი თაფლოვანი მცენარეებია. ყვითელი ასფოდელო გამოიყენება როგორც დეკორატიული მცენარე.[4] ყირიმული ასფოდელო შეტანილი იყო საქართველოს „წითელ ნუსხაში“ (2003 წლის რედაქცია).[5]
- ↑ 1.0 1.1 1.2 ბიძინაშვილი როზა, გვარი ასფოდელოს (Asphodeline Reichenb.) წარმომადგენლები საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში // საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მოამბე №1 (43), : აგრო, 2020. — გვ. 115.
- ↑ ბაკურიძე ა., ბერაშვილი დ., სამკურნალო მცენარეული ნედლეულის დამზადების საფუძვლები, , 2016. — გვ. 285.
- ↑ სამცხე-ჯავახეთი : ცნობარი, : ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 2016. — გვ. 248.
- ↑ 4.0 4.1 Северова Е. Э. Асфоделина // Большая российская энциклопедия. т. 2. — , 2005. — стр. 431.
- ↑ გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების ჩამონათვალის (წითელი ნუსხის) დამტკიცების შესახებ. საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (5 აგვისტო, 2003). ციტირების თარიღი: 31 მაისი, 2021