ასფოდელო
ასფოდელო (ლათ. Asphodelus) — ბალახოვანი, უმთავრესად მრავალწლოვანი მცენარეების გვარი ასფოდელოსებრთა ოჯახისა. ქართულ ენაში „ასფოდელო“ ასევე ეწოდება გვარ Asphodeline-ს და მის სახეობებს.[1]
ასფოდელინე | |||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
თეთრი ასფოდელო (Asphodelus albus) | |||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||
| |||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||
Asphodelus L., 1754 | |||||||||||||
სინონიმები | |||||||||||||
|
აერთიანებს 10 სახეობას. გავრცელებულია ხმელთაშუა ზღვის რაიონში, აგრეთვე მასკარენის კუნძულებზე და აზიაში.
ბოლქვები შეიცავს სახამებელსა და სხვა ნახშირწყლებს. იყენებენს საჭმელად, სპირტის გამოსახდელად და წებოს დასამზადებლად. ზოგი სახეობა დეკორატიულია.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 663.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ ბიძინაშვილი როზა, გვარი ასფოდელოს (Asphodeline Reichenb.) წარმომადგენლები საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში // საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მოამბე №1 (43), თბ.: აგრო, 2020. — გვ. 115.