950-იანები
ათწლეული
950-იანი (ცხრაას ორმოცდაათიანი) წლები, ასევე ცნობილი, როგორც 950-იანები — გრიგორიანული კალენდრის ათწლეული, რომელიც დაიწყო 950 წლის 1 იანვარს და დასრულდა 959 წლის 31 დეკემბერს.
ათასწლეული: | I |
საუკუნე: | IX – X – XI |
ათწლეული: | 920-იანები 930-იანები 940-იანები
– 950-იანები – |
წლები: | 950 · 951 · 952 · 953 · 954 955 · 956 · 957 · 958 · 959 |
მოვლენები
სარჩევი: 950 951 952 953 954 955 956 957 958 959
- ჩამოყალიბდა დანიის სამეფო, გამეფდა ჰორნ მოხუცი.
- გერმანელები იპყრობენ ლომბარდიას.
- გიორგი მერჩულემ დაწერა „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება“.
- ლუდოლფი და კონრად წითელი აუჯანყდნენ გერმანიის მეფე ოტო I-ს.
- უნგრელები ბავარიაში შეიჭრნენ.
- შოტლანდიის მეფე მაელ კოლიუმ I ბრძოლაში მოკლეს ჰაილენდერებმა. იგი ტახტზე ინდულფ I-მა შეცვალა.
- ერიკ ბლუდაქსის გარდაცვალების შემდეგ ედრედი სრულიად ინგლისის პირველი მეფე ხდება.
- მადჰია-პრადეშში დაიწყო ქაჯურაჰოს ტაძრების კომპლექსის მშენებლობა.
- 10 აგვისტო : ლეხფელდის ბრძოლა — საღვთო რომის იმპერერატორმა ოტო I-მა დაამარცხა მადიარები, რითაც მადიართა 50 წლიან თარეშს მოეღო ბოლო დასავლეთში.
- აფხაზთა მეფემ გიორგი II-მ კახეთის დასაპყრობად ლაშქარი გაგზავნა თავისი შვილის ლეონის წინამძღოლობით, მაგრამ გიორგი II გარდაიცვალა და ლეონი და კახეთის მთავარი კვირიკე II დაზავდნენ.
- ლეონ III აფხაზთა მეფე გახდა.
- კიევის დიდი მთავრის, იგორის მეუღლემ ოლღა მოციქულთასწორმა ქრისტიანობა მიიღო. იგი გახდა რუსეთის პირველი ქრისტიანი მმართველი.
- ბაგრატ II ქართველთა მეფე გახდა.
- ომი დაიწყო ხაზარებსა და კიევის რუსეთს შორის.