10 წლის შემდეგ (ტელესერიალი)

„10 წლის შემდეგ“ — ქართული სიტკომის ჟანრის სერიალი, რომელიც არის სერიალ „შუა ქალაქშის“ გაგრძელება. როგორ განვითარდა პერსონაჟების ცხოვრება 10 წლის შემდეგ თბილისში (ვაკეში). სერიალზე დიდი მოთხოვნა იყო, როგორც წარსულში ასევე ახლაც და შემოქმედებითმა ჯგუფმა გადაწყვიტა სერიალი დაებრუნებინათ. სერიალი პირველად TV 11-ის ეთერში გავიდა 2014 წლის 13 ოქტომბერს, ტელეკომპანია მაესტროს დაკვეთით სერიალის სერიები გადიოდა განმეორებით მაესტროს ეთერშიც, თუმცა ტელეკომპანია იმედმა ფანების თხოვნით და სერიალის დიდი რეიტინგიდან გამომდინარე გადაწყვიტა სერიალი თავის არხზე დაებრუნებინა. სერიალის ბოლო, მე-7 სეზონის მე-10 სერია, 2017 წლის 25 მარტს გავიდა ეთერში. ტელეკომპანია იმედმა სერიალი დახურა.

10 წლის შემდეგ
ჟანრი სიტკომი
ავტორი დათო გოგიჩაიშვილი
ირაკლი ვახტანგიშვილი
ეფუძნება მეგობრები სატელევიზიო სერიალი
სცენარი თამარ ნიკოლეიშვილი
გიორგი ჯანელიძე
გიორგი გოჩაშვილი
გიორგი აფხაზავა
გიორგი ჯაფარიძე
რეჟისორი გოჩა კორხელაური
მონაწილეობენ ოთარ ტატიშვილი
მაია დობორჯგინიძე
გოგა ბარბაქაძე
თათული ედიშერაშვილი
თამუნა ნიკოლაძე
ბაჩო ქაჯაია
თემის კომპოზიტორი გიგა მიქაბერიძე
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ენა ქართული
სეზონი 6
სერია 121
წარმოება
აღმასრულებელი პროდიუსერ(ებ)ი ირაკლი კაკაბაძე
მონტაჟი აჩიკო ცუცქირიძე
სანდრო ღაღანიძე
ოპერატორი ბექა შაკაშვილი
ხანგრძლივობა 40 წუთი
კომპანია ღამის შოუს სტუდია
ეთერი
ორიგინალური არხი ტელეკომპანია იმედი
ეთერში 2014 13 ოქტომბერი2017 25 მარტი
დაკავშირებული შოუები შუა ქალაქში
[ოფიციალური საიტი საიტი]

გადაღება

რედაქტირება

ღამის შოუს სტუდია სპეციალურად სერიალისთვის ამზადებდა დეკორაციას და გადაღებები მიმდინარეობდა სამ სხვადასხვა პავილიონში: ირაკლისა და მარიკას სახლში, ქეთევანისა და ლაშას სახლში და ბარში, სხვადასხვა სახის დეკორაცია მზადდებოდა ეპიზოდური სერიებისთვის. სტუდიის დიზაინზე მუშაობდნენ: ვანო ჭელიძე, ეკა ამაშუკელი და თიკო გუჯაბიძე. დეკორაციას ამზადებდა:გელა გელაშვილი, დათო მაისურაძე, იმედი მეშველიანი და ჯემალ ვერულეიშვილი. განათება: ბექა შაკაშვილი, ზურაბ სამადაშვილი. სტუდიის ინჟინერი: გიორგი ციცქიშვილი.

სერიალისთვის მუსიკა შექმნა გიგა მიქაბერიძემ. სერიალის დაწყებიდან დღემდე ის არის ქუდის მუსიკის კომპოზიტორი. ქუდის გრაფიკა:ვახო კაკაურიძე, დავით ჭაბაშვილი.

სერიალი გადაღებულია სიტკომის ფორმატში.ღამის შოუ სტუდიამ გამოიყენა ამერიკული სატელევიზიო სერიალის მეგობრების ჟანრის ფორმატი და პირველად დააფუძვნა ეს ფორმატი საქართველოში. 2007 წლის ზაფხულში ღამის შოუ სტუდია გაემგზავრა ამერიკაში, შეხვდა პოპულარული სიტკომების პროდიუსერებს და სცენარისტებს: მიჩ სემელს, ბილ პერსკის,ჯონ მარკუსს, ნორმ გუნზერჰაუზერს, ბრუს ფერბერსა და ქრეგ კნაიზეკს დაესწრო ჩაწერების პროცესს. გარდა ამისა, გაიარა ტრენინგი “Warner Brothers Studios”-ში და მოიპოვა ამ ფორმატის კეთების უფლება.

მსახიობი გმირი აღწერა
ოთარ ტატიშვილი ირაკლი ჩხეიძე პროფესორი და წარმატებული ექიმი, რომელსაც საკუთარი "ირაკლი ჩხეიძის სახელობის" კლინიკა აქვს გახსნილი. არის საფეხბურთო კლუბ "ბარსელონას" გულშემატკივარი, ძალიან უყვარს მეგობრებთან ერთად ქეიფი. არის ორი ტყუპი გოგონას მამა და საამაყო ქმარი
მაია დობორჯგინიძე მარიკა ჩხეიძე დიასახლისი, ცოტა ხნით მუშაობდა პარლამენტში. კერძების გაკეთება ცუდად გამოსდის, ცდილობს მაგრამ მაინც. მშვიდი და გაწონასწორებული პიროვნებაა, დამოუკიდებელია, უყვარს როდესაც ანებივრებენ. არის ორი ტყუპი გოგონას დედა და ექიმის ცოლი
გოგა ბარბაქაძე დათო ალექსიძე მხატვარი, ცხოვრებაში არ გაუმართლა ორჯერ იყო დაქორწინებული და ორივე ქორწინება კრახით დასრულდა, ჰყავს ერთი ქალიშვილი ანანო პირველი ქორწინებიდან. ბევრს სამსახურში მუშაობდა და ხშირად ათავისუფლებდნენ. დიდი ხანია ცხოვრობს თავისი ბიძაშვილის მარიკას სახლში, ქვაზე ხატავდა თუმცა ამასაც დაანება თავი.
თათული ედიშერაშვილი თამარ ღლონტი წარმატებული ბიზნესლედი, აქირავებს კომერციულ ფართებს . განქორწინებულია, ბევრჯერ სცადა ურთიერთობის დაწყება სხვა მამაკაცებთან თუმცა უშედეგოდ, ცდილობს თავის ყოფილ მეუღლეს ვახოს შეურიგდეს. ძალიან უყვარს მისი ერთადერთი და ქეთევანი.
თამუნა ნიკოლაძე ქეთევან ღლონტი მცხობელი, კარგად გამოსდის კერძების კეთება, აქვს საცხობი სადაც სხავადსხა სახეობის "ხაჭაპურს" აცხობს, დროებით ცხოვრობდა ამერიკაში, ჩამოსვლის შემდეგ შეურიგდა ლაშას, ჰყავს ორი ბიჭი პირველი გიორგი, რომელიც იშვილეს, ხოლო მეორე მიშიკო.
ბაჩო ქაჯაია ლაშა ტორონჯაძე სტომატოლოგი, ამჟამად უმუშევარი. ჰყავდა ხუთი ცოლი, ქეთევანთან განშორების შემდეგ ისევ იქორწინა, თუმცა ქეთევანი ძალიან უყვარდა და ისევ მას დაუბრუნდა. ჰყავს ორი შვილი მიშიკო (ნაშვილები) და გიორგი
ჯაბა კილაძე სანდრო მახარაძე იურისტი, წარსულში განათლება მიიღო ლონდონში და ხშირად ამაყობდა ამით, პარტია ჩამოაყალიბა სახელწოდებით "მახარაძე-მახარაძე" თუმცა არჩევნებში, რომ ვერ გაიმარჯვა გააუქმა. ჰყავს შვილი ლუკა თუმცა არ იცის ვისგან. მიუხედავად მისი განათლებისა ხშირად სულელურ სიტყვებს და წინანდადებებს ამბობს.
მარიამ ჯოლოგუა ანანო ფლორისა და ფაუნის პირველი დამცველი, არასდროს ყოფილა გათხოვილი თუმცა ჰქონდა რომანები, ყველაზე გამორჩეული რომანი დათოსთან ჰქონდა, დიდი ხანი მუშაობდა კომპანია "იუ-ენ-ჯი-ეფ-ში" თუმცა გაკოტრების შემდეგ გამოუშვეს სამსახურიდან. მარტოხელა და მხიარულია.
გიორგი აფხაზავა გოგი დიდი გოგის შვილიშვილი, პედიატრი, სამსახური ირაკლიმ დააწყებინა თავის კლინიკაში, არის მექალთანე და უყვარს ფლირტის გაბმა გოგონებთან.
მაია ხორნაული ნონა ხომერიკი დირექტორის მოადგილე, მუშაობს "ირაკლი ჩხეიძის კლინიკაში" სამი ქმარი ჰყავდა და სამივე გარდაეცვალა. ჰყავს შვილი.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება

10 წლის შემდეგ — ინტერნეტარქივის შენახული ბმული