თათული ედიშერაშვილი

თათული ედიშერაშვილი (დ. 14 ივნისი, 1981, თბილისი) ― ქართველი თეატრისა და კინოს მსახიობი.

თათული ედიშერაშვილი
დაბადების სახელი თათული ედიშერაშვილი
დაბადების თარიღი 14 ივნისი, 1981 (1981-06-14) (43 წლის)
თბილისი, საქართველოს სსრ
მეუღლე(ები) მიხეილ ჩიმჩიური (2009-2014)

2002 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი, დრამისა და კინოს სამსახიობო ფაკულტეტი. 2003 წელს თავისუფალ თეატრში ითამაშა სპექტაკლებში: ბიუხნერის „ვოიცეკი“ (ანდრო ენუქიძე) და მოლიერის „დონ-ჟუანი“ (ალექსი ჯაყელი).

2009 წელს მონაწილეობა მიიღო ავთო ვარსიმაშვილის ფილმში „ყველაფერი კარგად იქნება“. ფართო მაყურებლისათვის ცნობილია ასევე პოპულარული ტელე სერიალით „შუა ქალაქში“.

2009-2014 წლებში დაქორწინებული იყო ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომელ მიხეილ ჩიმჩიურზე.[1][2] ქორწინებიდან ჰყავს ორი ქალიშვილი: ნანუკი (2010) და სესე (2012).[3]

ფილმოგრაფია

რედაქტირება

სერიალები

რედაქტირება

ნათამაშები როლები

რედაქტირება

თავისუფალი თეატრი

რედაქტირება
  • „ვოიცეკი“ რეჟ. ანდრო ენუქიძე
  • „დონ-ჟუანი“ რეჟ. ალექს ჯაყელი

სანდრო ახმეტელის სახელობის სახელმწიფო თეატრი

რედაქტირება
  • „იმერული რეკვიემი“ — რეჟ. ირაკლი გოგია;
  • „ორი ვოდევილი სიყვარულზე“ — რეჟ. კლავ კადუ;
  • „ხელის თხოვნა“ -ნატალიას როლში, რეჟ. კლავ კადუ;
  • „რომეო და ჯულიეტა“ რეჟ. ირაკლი გოგია.

სოხუმის მოზარდმაყურებელთა თეატრი „თეთრი ტალღა“

რედაქტირება
  • აკაკი წერეთლის ნაწარმოებების მიხედვით „სიყვარული ძნელია“ — ალექსანდრას როლში, რეჟ. ნუგზარ ლორთქიფანიძე.