ყველაფერი კარგად იქნება (2009 წლის ფილმი)
„ყველაფერი კარგად იქნება“ — 2009 წლის ქართული კომედიური ფილმი, რომლის რეჟისორი ავთანდილ ვარსიმაშვილია. ფილმი აწარმოა კომპანია ვარს-სტუდიომ. მონაწილეობენ ნიკო გომელაური, შორენა ბეგაშვილი, ლარისა რეშეტკო, სანდრო მარგალიტაშვილი, გოგა ბარბაქაძე, ირაკლი აფაქიძე, დუტა სხირტლაძე, აპოლონ კუბლაშვილი და სხვები.
„ყველაფერი კარგად იქნება“ | |
---|---|
ჟანრი | კომედია |
დამდგმელი რეჟისორი | ავთანდილ ვარსიმაშვილი |
პროდიუსერი | ირაკლი ჩაკვაიძე |
სცენარის ავტორი | ავთანდილ ვარსიმაშვილი |
როლებში | |
კომპოზიტორი | ზაზა კორინთელი |
ხმის ოპერატორი |
სანდრო მაზიაშვილი დავით ჩოკოლაშვილი |
ოპერატორი | მიხეილ მაღალაშვილი |
მონტაჟი | დიმიტრი ლობჟანიძე |
სტუდია | „ვარს-სტუდიო“ |
გამოსვლის თარიღი | 2009 |
ხანგრძლივობა | 94 წთ |
ქვეყანა | საქართველო |
ენა | ქართული |
სიუჟეტი
რედაქტირებასიუჟეტის მიხედვით საქართველოს პრეზიდენტი (დუტა სხირტლაძე) გზავნის საქართველოს ერთ-ერთ მინისტრს (ნიკო გომელაური) ინდოეთში ქეთევან დედოფლის ნეშტის ჩამოსასვენებლად. მას უთვალთვალებენ რუსეთის სპეცსამსახურებისა და სომეხთა მასონური ლოჟის აგენტები. თბილისის აეროპორტში მან გაიცნო ახალგაზრდა გოგონა ანი (შორენა ბეგაშვილი), რომელიც კიევში მიემგზავრებოდა, მაგრამ ვერ წავიდა, რადგან მეუღლემ პასპორტი წაართვა. იქვე გადაწყდა, რომ ანი მინისტრს წაჰყვება „საიდუმლო საქმეზე“ გოას მიმართულებით.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- „ყველაფერი კარგად იქნება“ — ეროვნული ფილმოგრაფია
- „ყველაფერი კარგად იქნება“: შთაბეჭდილებები — რადიო თავისუფლება