გიორგი გოჩაშვილი — XVII საუკუნის I ნახევრის ქართლის პოლიტიკური მოღვაწე, გოჩა ბატონიშვილის ძე.

მონაწილეობა მიიღო ქართლის მეფის, როსტომის წინააღმდეგ მოწყობილ ერთ-ერთ შეთქმულებაში 1636 წელს, რისთვისაც როსტომმა შეიპყრო და თვალები დათხარა.

ლიტერატურა რედაქტირება

  • ეგნატაშვილი ბ., ქართლის ცხოვრების გაგრძელება, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 2, თბ., 1959.
  • ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, იქვე, ტ. 4, თბ., 1973.