ჰულუსი აქარი (თურქ. Hulusi Akar; დ. 1 იანვარი 1952, კაისერი, თურქეთი) — თურქი ჯარისკაცი და თურქეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის 29-ე უფროსი.[1]

ჰულუსი აქარი
Hulusi Akar
თურქეთის დროშა თურქეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრი
მმართ. დასაწყისი: 10 ივლისი, 2018
მმართ. დასასრული: 5 ივნისი, 2023
პრეზიდენტი: რეჯეფ თაიფ ერდოღანი
ვიცე-პრეზიდენტი: ფუატ ოქტაი
წინამორბედი: ნურეტინ ჯანიქლი
მემკვიდრე: იაშარ გიულერი
თურქეთის დროშა თურქეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი
მმართ. დასაწყისი: 18 აგვისტო, 2015
მმართ. დასასრული: 9 ივლისი, 2018
პრეზიდენტი: რეჯეფ თაიფ ერდოღანი
წინამორბედი: ნეჯდეთ იოზელი
მემკვიდრე: იაშარ გიულერი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 1 იანვარი, 1952 (1952-01-01) (72 წლის)
დაბ. ადგილი: კაისერი თურქეთის დროშა თურქეთი
მეუღლე: შულე აქარი
შვილები: 2
რელიგია: სუნიტური ისლამი
ხელმოწერა:
სამხედრო კარიერა
მეტსახელი: "Seri Paşa"
ეროვნება: თურქი
კუთვნილება: თურქეთის დროშა თურქეთი
ჯარის სახეობა: თურქეთის სახმელეთო ჯარები
მოღვაწეობა: 1972-2018
წოდება: გენერალი
მეთაურობდა: SFOR
ბრძოლები/ომები: ბოსნიის ომი
ISAF
გადატრიალების მცდელობა
ევფრატის ფარი
ზეთისხილის რტო
ჯილდოები: აშშ ღირსების ორდენი

ბიოგრაფია

რედაქტირება

წარმოშობით აქარი ბალიქესირიდანაა, მაგრამ მამის სამხედრო სამსახურის გამო იგი დაიბადა კაისერიში. 1972 წელს დაამთავრა სამხედრო აკადემია, ხოლო 1973 წელს დაამთავრა ქვეითი სამხედრო სკოლა. 1980 წლამდე თურქეთის სახმელეთო ჯარების სხვადასხვა ერთეულებში მსახურობდა, ასევე იყო ასეულის მეთაური. 1982 წელს, სამხედრო აკადემიის დასრულების შემდეგ, მე-7 ქვეითი პოლკის ასეულის მეთაური გახდა. ამის შემდეგ მუშაობდა: მე-12 ქვეითი დივიზიის ლოჯისტიკის სამმართველოში, გენერალური შტაბის გენერალური სამდივნოს დაგეგმვის ოფიცრად, ეროვნული სამხედრო აკადემიის ლექტორად, სამხრეთ ევროპის მოკავშირეთა ძალების სარდლობის დაზვერვაში, არმიის გენერალური სამდივნოს დაგეგმვის ოფიცრად, ასევე ბოსნია და ჰერცეგოვინაში თურქული ძალების მეთაურობაში.

დაოჯახებულია დიეტოლოგ შულე აქარზე და ჰყავთ ორი შვილი. იცის ინგლისური ენა.

სამხედრო კარიერა

რედაქტირება

1998 წელს დაწინაურდა ბრიგადის გენერლამდე. ბრიგადის გენერლად 51-ე ქვეითი ბრიგადის უსაფრთხოების მეთაური გახდა, სადაც სამხრეთ ევროპის სარდლობის მოკავშირეთა ძალების დაგეგმვისა და პოლიტიკის დეპარტამენტის ეხმარებოდა. 2002 წელს დააწინაურეს გენერალ-მაიორის წოდებამდე. გენერალ-მაიორად მეთაურობდა სამხედრო აკადემიის სარდლობას. 2007 წელს დააწინაურეს გენერალ-ლეიტენანტის წოდებამდე. როგორც გენერალ-ლეიტენანტი მეთაურობდა სახმელეთო ჯარების ლოგისტიკური სარდლობას და მე-3 კორპუსის სარდლობას.

2011 წელს დააწინაურეს გენერლის წოდებამდე. გენერლის წოდებით 2011–2013 წლებში გენერალური შტაბის უფროსის მოადგილედ მუშაობდა. 2013 წლის აგვისტოში თურქეთის სახმელეთო ჯარების სარდლობის მეთაურად დაინიშნა.[2]

2015 წლის აგვისტოში თურქეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსად დაინიშნა. თურქულ-ქურთული დაპირისპირებაში აქტიურ მონაწილეობას იღებს და აგრეთვე პირადად ხელმძღვანელობს სპეცოპერაციებს. 2016 წლის 1 მაისს ჩავიდა მარდინის პროვინციაში, სადაც აქტიური სამხედრო ოპერაციები მიმდინარეობს ქურთების წინააღმდეგ და თვითონ ჩაატარა სპეცოპერაცია.[3][4]

2016 წლის 15 ივლისს, სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის დროს, მეამბოხეებმა მძევლად აიყვანეს და შემდეგ აქინჯის ავიაბაზაზე გადაიყვანეს. სახელმწიფო ძალების მიერ ჩატარებული ოპერაციის დროს, 2016 წლის 16 ივლისს, დილით გაათავისუფლეს. მისი მძევლად ყოფნის დროს, მის მოვალეობის შემსრულებლად უმით დიუნდარი დაინიშნა.[5]

ჯილდოები

რედაქტირება
ლენტი ჯილდო ქვეყანა თარიღი ქალაქი შენიშვნა სქოლიო
ეროვნული უშიშროების ღირსების ორდენი   სამხრეთი კორეა 2012 სეული ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავეებისთვის გაწეული სამსახურისთვის. [6][7]
შეიარაღებული ძალების ღირსების ორდენი   აშშ 2015 ვაშინგტონი ჰულუსი აქარის თურქული სახმელეთო ჯარების მეთაურობის დროს გაცემული ჯილდო, რომელიც ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავეებისთვის გაწეული სამსახურისთვის გადაეცა. [8]
სამხედრო თანამშრომლობის საპატიო მედალი   აზერბაიჯანი 2015 ბაქო ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავეებისთვის გაწეული სამსახურისთვის. [9][10]