უმით დიუნდარი (თურქ. Ümit Dündar; დ. 1955, მანისა, თურქეთი) — თურქი ჯარისკაცი და თურქეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე 2016 წლის 28 ივლისიდან 2018 წლის 10 ივლისამდე. 2016 წლის 15-16 ივლისს, თურქეთის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის დროს, გენერალური შტაბის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის რანგში დიდი როლი ითამაშა ამბოხის ჩახშობაში.[1]

უმით დიუნდარი
Ümit Dündar
თურქეთის დროშა თურქეთის სახმელეთო ჯარების მეთაური
მმართ. დასაწყისი: 10 ივლისი, 2018
პრეზიდენტი: რეჯეფ თაიფ ერდოღანი
წინამორბედი: იაშარ გიულერი
თურქეთის დროშა თურქეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე
მმართ. დასაწყისი: 28 ივლისი, 2016
მმართ. დასასრული: 10 ივლისი, 2018
წინამორბედი: იაშარ გიულერი
მემკვიდრე: მეთინ გიურაქი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 1 თებერვალი, 1955 (1955-02-01) (69 წლის)
დაბ. ადგილი: მანისა თურქეთის დროშა თურქეთი
მეუღლე: საადეთ თიულაჰ დიუნდარი
შვილები: 2
რელიგია: სუნიტური ისლამი
სამხედრო კარიერა
ეროვნება: თურქი
კუთვნილება: თურქეთის დროშა თურქეთი
ჯარის სახეობა: თურქეთის სახმელეთო ჯარები
მოღვაწეობა: 1975-დან
წოდება: გენერალი
ბრძოლები/ომები: გადატრიალების მცდელობა

დაოჯახებულია და ჰყავს ორი შვილი, ასევე იცის ინგლისური ენა.

სამხედრო კარიერა

რედაქტირება

1975 წელს ლეიტენანტის წოდებით სამხედრო აკადემია, ხოლო ამავე წელს სამხედრო-საინჟინრო აკადემია უფროსი ლეიტენანტის წოდებით დაამთავრა. 1983 წლამდე მსახურობდა სახმელეთო ჯარების სხვადასხვა რაზმის მეთაურად. 1985 წელს დააწინაურეს შტაბის ოფიცრამდე. შტაბის ოფიცრის რანგში მუშაობდა: მე-4 მექანიზებული ქვეითი დივიზიის სარდლობის ბრიგადის შტაბში და ლოგისტიკის ნაწილში, გენერალური შტაბის გენერალური სამდივნოს უფროსად, სტრატეგიისა და სამხედრო დაგეგმვის დეპარტამენტში, 41-ე მექანიზირებული ქვეითი ბრიგადის მეთაურად, ლონდონში ატეშედ.

2001 წელს დააწინაურეს ბრიგადის გენერალის წოდებამდე. ამ რანგში მსახურობდა თავდაცვის სამინისტროსა და ნატოს ინფრასტრუქტურის და მშენებლობის დეპარტამენტში.

2005 წელს დააწინაურეს გენერალ-მაიორის წოდებამდე. ამ რანგში საბრძოლო საინჟინრო სკოლის და სასწავლო ცენტრის მეთაური გახდა, ასევე გენერალური შტაბის სამხედრო-საინჟინრო დეპარტამენტის უფროსის მოვალეობაც შეასრულა. 2009 წელს გენერალ-ლეიტენანტის წოდებამდე დაწინაურდა და დაევალა 5 არმიის მეთაურობა. 2011 წელს დაინიშნა თავდაცვის სამინისტროს სამდივნოს თავმჯდომარედ.

2013 წელს დააწინაურეს გენერლის წოდებამდე და დაევალა მე-3 არმიის მეთაურობა. 2015 წელს დაინიშნა 1 არმიის მეთაურობა.

2016 წელს თურქეთის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის დროს, დროებით დაევალა გენერალური შტაბის უფროსის მოვალეობის შემსრულება.[2][3]

2016 წლის 28 ივლისის უმაღლესი სამხედრო საბჭოს სხდომაზე გადაწყდა უმით დიუნდარის გენერალური შტაბის უფროსის მოადგილეთ დანიშვნა.[4][5]

წოდებები

რედაქტირება
წელი წოდება დავალება
2001   ბრიგადის გენერალი MSB მშენებლობის და უძრავი ქონების დეპარტამენტი
ნატო-ს ინფრასტრუქტურის დეპარტამენტი
28. სამშვიდობო ბრიგადის მეთაურობა
2005   გენერალ-მაიორი Genelkurmay İstihkâm Daire Başkanlığı
İstihkâm Okulu ve Eğitim Merkezi Komutanlığı
2009   გენერალ-ლეიტენანტი მე-5 კორპუსის მეთაურობა
2013   გენერალი მე-3 კორპუსის მეთაურობა
1 კორპუსის მეთაურობა
გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე