ჰოლოკოსტი ალბანეთში
ჰოლოკოსტი ალბანეთში — ებრაელთა დევნა და თვალთვალი ალბანეთის ტერიტორიაზე ნაცისტებისა და მისი მოკავშირეების მიერ ებრაელთა საკითხის საბოლოოდ გადასწაყვეტად პოლიტიკის ცარჩოებში ჰოლოკოსტის პერიოდში. თავდაპირველად იტალიის, შემდეგ კი გერმანიის მიერ ალბანეთის და მისი მიმდებარე ტერიტორიების ოკუპაციისას ასობით ებრაელი იქნა დეპორტირებული სიკვდილის ბანაკებში და მოკლული.
ებრაელები ალბანეთში მეორე მსოფლიო ომამდე
რედაქტირება1930 წლის აღწერის მონაცემების მიხედვით, ალბანეთში ცხოვრობდა 34 ებრაელი. 1937 წელს დარეგისტრირებული იყო ებრაელთა თემი 300 ადამიანის რაოდენობით.
ალბანეთი ებრაელების მიმართ გამოირჩეოდა ტოლერანტობით. 1934 წელს აშშ-ს ელჩი ალბანეთში ჰერმან ბერნშტეინი წერდა: - ალბანეთში ებრაელთა დისკრიმინაციის კვალიც კი არ არის, სადაც არ არსებობს რელიგიური შეზღუდვები და სიძულვილი, თუმცა თავად ალბანეთი სამი რელიგიის ქვეყანაა.
კატასტროფების ენციკლოპედიის თანახმად, მეორე მსოფლიო ომის წინ ალბანეთში ცხოვრობდა დაახლოებით 600 ადგილობრივი და 400 ლტოლვილი ებრაელი გერმანიიდან და ავსტრიიდან. მათი ნაწილი ცდილობდა ალბანეთის გავლით პალესტინაში მოხვედრას. ალბანეთის საელჩო გერმანიაში 1938 წლამდე აგრძელებდა ებრაელებისათვის ვიზის გაცემას.
სერბეთისა და ხორვატიის ზოგიერთი ებრაელი, ასევე, გარბოდა ალბანეთში, სადაც იტალიური ხელისუფლების კონტროლის ქვეშ იმყოფებოდა ადგილობრივ ებრაელებთან ერთად. დანიელ რომანოვსკის შემდეგი ციფრები მოჰყავს: უკანასკნელად ჩატარებული აღწერის მიხედვით ალბანეთში ცხოვრობდა 204 ებრაელი, რომელსაც რომანოვსკი დაუზუსტებლად თვლის და დაახლოებით 500 ებრაელი, ლტოლვილთა ჩათვლით, ალბანეთთან მიერთებულ ოლქებში. ამას გარდა, იყვნენ ებრაელი-ლტოლვილები ჩამოსულები უშუალოდ თავად ალბანეთში. ამრიგად, ე.წ. «დიდი ალბანეთის» ებრაელთა საერთო რაოდენობა შეადგენდა დაახლოებით 1000 კაცს.
1927 წელს ალბანელი ებრაელების დიდი ნაწილი ცხოვრობდა ქალაქ კორჩაში, ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში. 1938 წლის შემდეგ გერმანიიდან და ავსტრიიდან ლტოლვილი ებრაელები დასახლდნენ ტირანასა და დურესში.
იტალიელთა ოკუპაცია
რედაქტირება1930-იან წლებში ალბანეთი იმყოფებოდა იტალიის ძლიერი ზეგავლენის ქვეშ. 1939 წლის 25 მარტს იტალიელმა დიქტატორმა ბენიტო მუსოლინიმ ალბანეთის მეფე ზოგუ I-ს წაუყენა ულტიმატუმი - მიეღო იტალიის სამხედრო პროტექტორატი. მეფის უარის შემდეგ, 1939 წლის 7 აპრილს იტალიის ჯარები შეიჭრნენ ალბანეთში და მოახდინეს მისი ოკუპაცია. ამ სახით იტალიამ აღადგინა პირველი მსოფლიო ომის დროს არსებული პროტექტორატი ალბანეთზე. იტალიის ოკუპაციის შემდეგ 1941 წელს იუგოსლავიის ალბანელებით დასახლებული ნაწილები მიუერთეს პროტექტორატს „დიდ ალბანეთს“, კერძოდ კოსოვო.
ლტოლვილთა ნაწილი და დაახლოებით 200-მდე ადგილობრივი ებრაელი გადაიყვანეს კავაიეს ბანაკში, თუმცა ისინი არ გადასცეს გერმანელებს. ზოგიერთი ალბანელი ჩინოვნიკი დაეხმარა ებრაელებს ყალბი პირადობის მოწმობის აღებაში.
1941—1942 წლებში სერბეთიდან გამოქცეული ებრაელები (ძირითადად, ბელგრადიდან), აგრეთვე ლტოლვილები გერმანიიდან, ავსტრიიდან, პოლონეთიდან ცხოვრობდნენ პრიშტინაში, პრიზრენსა და უროშევაცში - იტალიელთა ბატონობის ქვეშ. კოსოვოში დაახლოებით 150 ებრაელი დაექვემდებარა პრევენციულ დაკავებას. იტალიური ოკუპაცია ალბანეთში გრძელდებოდა 1943 წლამდე, სანამ თავად იტალია ომიდან არ გამოვიდა საერთოდ. ამ დრომდე იტალიელი სამხედროები ებრაელ ტყვეებს არ გადასცემდნენ გერმანელებს, როგორც გამონაკლისი, არსებობს ერთი შემთხვევა, როცა 1942 წლის 14 მარტის იტალიელმა კარაბინერებმა, სხვადასხვა მონაცემებით 51-60 ებრაელამდე ლტოლვილი გადასცეს გერმანელებს, რომლებიც შემდეგში მოკლული იქნენ საიმიშტეს ტყვეთა ბანაკში.
გერმანელთა ოკუპაცია
რედაქტირებაიტალიის ომიდან გამოსვლის შემდეგ 1943 წლის სექტემბერში გერმანულმა ჯარებმა მოახდინეს თითქმის მთელი ალბანეთის ოკუპაცია.
1944 წლის აპრილში დაპატიმრებულ იქნა 281 ებრაელი პრიშტინაში ეს-ესის ალბანური დივიზია „სკანდერბეგის“ ჯარისკაცთა მიერ. ისინი გერმანელებმა გადაიყვანეს ბერგენ-ბელზენის ბანაკში. სულ ალბანეთიდან დაახლოებით 400 ებრაელი იქნა დეპორტირებული ბერგენ-ბელზენში. ცოცხალი გადარჩა მხოლოდ 100-მდე ალბანელი ებრაელი. არსებობს მოსაზრება, რომ ალბანელებმა გადაარჩინეს თითქმის ყველა ებრაელი. თუმცა დანიელ რომანოვსკი მიუთითებს, რომ ე.წ. „დიდი ალბანეთის“ ტერიტორიაზე მოვედრილი ებრაელების საერთო რაოდენობის 2/3 დაიღუპა. გერჰარდ გრიმის შეფასებით, გერმანელთა ოკუპაციის თითქმის 14 თვის მანძილზე „დიდი ალბანეთიდან“ დეპორტირებულ იქნა 591 ებრაელი.
ებრაელთა ნაწილი წავიდა პარტიზანულ შენაერთებში და ებრძოდა ოკუპანტებს. პეპე ბირო კანტოსი მსახურობდა ადგილობრივ პარტიზანულ შენაერთში, ომის შემდეგ კი ის გახდა ალბანეთის არმიის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი რანგის ოფიცერი. ასევე, პარტიზანთა შორის იბრძოდნენ დარიო ჟაკ არტიტი, დავით კოენი, რუბენ ჟაკი, იოზიფ ბივასი და სხვები.
ებრაელთა გადარჩენა
რედაქტირებამრავალმა ალბანელმა დაეხმარა ებრაელებს და გადაარჩინა დეპორტაციის საფრთხეს. სტუდენტი რეფიკ ვესელი დაეხმარა ებრაელი ლტოლვილების - მანდელების ოჯახს, იუგოსლავიიდან. მოშე მანდელმა ალბანეთში გახსნა ფოტომაღაზია და დაიქირავა 16 წლის რეფიკი. როდესაც 1943 წელს გერმანელთა ოკუპაციის პერიოდში მანდელების ოჯახს, მის მეუღლეს და შვილებს დაემუქრა დეპორტაციის საფრთხე, ვესელმა გადამალა უფროსები, ხოლო ბავშვები გადასცა მუსლიმებს აღსაზრდელად ომის დასრულებამდე. რეფიკის მშობლები მალავდნენ თავის სოფელში არა მხოლოდ უფროს მანდელებს, არამედ სხვა ებრაელებსაც. ებრაელებს ეხმარებოდა თვით მარიონეტული ხელისუფლების პრემიერ-მინისტრი, მუსტაფა მერლიკა კრუიაც კი. 2016 წლის 1 იანვრისათვის ალბანეთში 75 ადამიანს ისრაელის კატასტროფისა და გმირობის ინსტიტუტის - იად ვა-შემ-ის მიერ მიენიჭა მსოფლიო წმინდანის სახელი ებრაელთა გადარჩენისათვის. მკვლევარები ალბანელთა დამოკიდებულებას ებრაელების მიმართ ხსნიან ღირსების კოდექსით - „ბესა“, რომელიც მოითხოვს დახმარების აღმოჩენას სტუმრისათვის - არ დაუშვან მისი გადაცემა მტრისათვის.
ხსოვნა ჰოლოკოსტის შესახებ
რედაქტირება1990 წლამდე ალბანეთის პოლიტიკური და კულტურული კარჩაკეტილობის გამო აქ არანაირი კვლევა არ მიმდინარეობდა ებრაელთა ისტორიის შესახებ. პირველი სამეცნიერო სტატია ებრაელ-ალბანელთა ურთიერთობებზე ომის პერიოდში გამოქვეყნდა 1990 წელს ისტორიკოს აპოსტოლ კოტანის (ინგ. Apostol Kotani) მიერ, ხოლო მისი მონოგრაფია ამ თემაზე გამოვიდა მხოლოდ 1995 წელს.
2008 წელს ტირანაში ჩატარადა ბარ-ილანის უნივერსიტეტთან არსებული ფინკლერის სახელობის ჰოლოკოსტის კვლევის ინსტიტუტის, ტირანის უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტის და ჰოლოკოსტის მემორიალ იად-ვა-შემის” შემსწავლელი საერთაშორისო ინსტიტუტის მიერ ორგანიზებული სამეცნიერო კონფერენცია ალბანელების მიერ ებრაელთა გადარჩენის ისტორიის შესახებ. 2010 წლის დასაწყისისსათვის ეუთოს არ ჰქონდა ინფორმაცია ალბანეთში ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის დღისადმი.
2007 წელს იერუსალიმის მემორიალ «იად-ვა-შემში» - გაიხსნა რამდენიმე ათეული ალბანელ „მსოფლიოს მართალთა“ შესახებ მიძღვნილი ექსპოზიცია., რომლის საფუძველი გახდა ამერიკელი ფოტოგრაფის ნორმან გერშმანის ნამუშევრები. ანალოგიური გამოფენა ჩატარდა 2013 წელს ნიუ-ჯერსიში (აშშ). გერშმანი რეგულარულად გამოდის თავისი ნამუშევრების პრეზენტაციით ალბანეთის სხვადასხვა აუდიტორიაში.
ლიტერატურა
რედაქტირება- Norman Gershman. „Muslims Who Saved Jews in World War II“
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ჰოლოკოსტის მასალები ნიუ-იორკის გამოფენაზე დაარქივებული 2016-03-05 საიტზე Wayback Machine.
- ალბანელებმა იხსნეს ებრაელები
- მუსლიმებმა იხსნეს ებრაელები
- მუსლიმთა დახმარება
- გადარცენა ალბანეთში
- ალბანეთი მეორე მსოფლიო ომში და ებრაელები
- სიმართლე ალბანეთის ჰოლოკოსტზე (დოკუმენტური ფილმი)
- სიმართლე ალბანეთის ჰოლოკოსტზე (დოკუმენტური ფილმი)