ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ჰირანია ვ. პეირისი ― ბრიტანელი ასტროფიზიკოსი. მუშაობს ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯსა და სტოკჰოლმის უნივერსიტეტში. ყველაზე მეტად ცნობილია კოსმოსური მიკროტალღური ფონის შესახებ ნაშრომით. ერთ-ერთია 27 მეცნიერთაგან, რომლებმაც 2018 წელს „ადრეული სამყაროს დეტალური რუკის“ შექმნისთვის ფუნდამენტურ ფიზიკაში გარღვეევისთვის პრემია მიიღეს.

ჰირანია პეირისი

დაბ. თარიღი 1974
დაბ. ადგილი შრი-ლანკა
მოქალაქეობა  გაერთიანებული სამეფო
საქმიანობა ასტროფიზიკოსი
მუშაობის ადგილი ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯი და სტოკჰოლმის უნივერსიტეტი
ალმა-მატერი კემბრიჯის უნივერსიტეტი და პრინსტონის უნივერსიტეტი[1]
ჯილდოები Max Born Prize, Göran Gustafsson Prize for physics[2] , ედინგტონის მედალი და Fred Hoyle Medal and Prize[3]
საიტი ucl.ac.uk/cosmoparticle/hiranya-peiris
iris.ucl.ac.uk/iris/browse/profile?upi=HVPEI01[4]

განათლება და კარიერა

რედაქტირება

ჰირანია პეირისი 1974 წელს შრი-ლანკაში დაიბადა. 1998 წელს კემბრიჯის უნივერსიტეტის ბუნებისმეტყველების მიმართულება დაამთავრა.[5][6][7] ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი პრინსტონის უნივერსიტეტის ასტროფიზიკურ მეცნიერებათა დეპარტამენტში მიიღო დევიდ სპერჯელის ხელმძღვანელობით.[8][9]

დოქტორის ხარისხის მოპოვების შემდეგ ჩიკაგოს უნივერსიტეტში კოსმოლოგიური ფიზიკის კავლის ინსტიტუტში მუშაობდა, როგორც ჰაბლის წევრი.[8] 2007 წელს პეირისი კემბრიჯის უნივერსიტეტში დაბრუნდა, სადაც სამეცნიერო და ტექნიკური დაწესებულებების საბჭოს მოწინავე წევრი იყო და 2008 წელს კემბრიჯის მეფის კოლეჯის ახალგაზრდა მკვლევრის წევრობითაც დააჯილდოვეს. 2009 წელს პეირისმა Leverhulme Trust-ის პრემია მიიღო კოსმოლოგიაში და ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯში დაიწყო მუშაობა.[10]

2012 წელს პეირისმა სხვებთან ერთად გრუბერის კოსმოლოგიური პერმია მიიღო „დიდი აფეთქების თეორიაში კოსმორუსი მიკროტალღური ფონის რელიქტური რადიაციის ანისოტროპების დახვეწილი გაანგარიშებისთვის“.[11] ჯგუფის საქმიანობაში პეირისმა დიდი წვლილი შეიტანა კოსმოსური ინფლაციის კვლევაში, რომელიც სტივენ ჰოკინგმა აღწერა როგორც „პეირისის კარიერის განმავლობაში ფიზიკის განვითარებაში ყველაზე აღმაფრთოვანებელი მიგნება“.[12]

2018 წელს დიდი ბრიტანეთის ფიზიკის ინსტიტუტმა პეირისი ჰოილის მედლითა და პრემიით დააჯილდოვა „კოსმოსური სტრუქტურის წარმოშობისა და ევოლუციის გაგებაში შეტანილი წამყვანი წვლილისთვის“.[13]

2020 წელს პეირისი შვედეთის მეცნიერებათა სამეფო აკადემიამ და გორან გუსტავსონის ფონდმა გორან გუსტავსონის პრემიით დააჯილდოვა „ადრეული სამყაროს დინამიკის შესახებ მისი ინოვაციური კვლევისთვის, რომელიც კოსმოლოგიურ დაკვირვებებს საწყის ფიზიკასთან აკავშირებს“.[14] ის აგრეთვე აირჩიეს სამეცნიერო და ტექნიკურ დაწესებულებათა საბჭოს წევრად, რომელიც მკვლევართა საბჭოს სტრატეგიული მრჩეველთა ორგანოა და გაერთიანებულ სამეფოში ფიზიკისა და ასტრონომიის ნაწილაკების კვლევას აფინანსებას.[15]

2021 წელს ჰირანია პეირისი ფიზიკის გერმანულმა საზოგადოებამ მაქს ბრონის მედლითა და პრემიით დააჯილდოვა, ხოლო სამეფო ასტრონომიულმა საზოგადოებამ ― ედინგტონის მედლით, კოსმოსის შესწავლაში შეტანილი წვილისთვის.[16][17]

ამჟამად ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯში პროფესორად[18] და სტოკჰოლმში კოსმონაწილაკების ფიზიკის ოსკარ კლეინის ცენტრის დირექტორად მუშაობს.[19]

საზოგადოებრივი ჩართულობა

რედაქტირება

გარდა კვლევებისა, ჰირანია პეირისი კითხულობს ლექციებს კოსმოლოგიის შესახებ.[20][21] აქვეყნებს სტატიებსა და ინტერვიუებს როგორც რადიოში, ისე ბეჭდურ მედიაში. ხშირად მონაწილებს პოდკასტებსა და სატელევიზიო პროგრამებში.[22] 2013 წელს TEDxCERN-ზე მოხსენებით „მრავალჯერადი განზომილებები“ წარსდგა.[23] ამავე წელს Astronomy Magazine-მა 10 საუკეთესო ამომავალ ვარსკვლავს შორის დაასახელა.[24]

2017 წელს პეირისი მხატვარ პენელოპე როუზ ქროულისთან თანამშრომლობდა ხელოვნების ნიმუშის „კოსმონაწილაკი“ შესაქმნელად.[25] 2018 წელს პერისი გოშკა მაკუგასთან თანამშრომლობდა, ვისი ნამუშევარიც 2019 წელს შვედეთში, უმეოს ვიზუალური ხელოვნების მუზეუმში გამოფინეს. გამოფენაზე 14 საერთაშორისო ხელოვანის ნამუშევრები იყო გამოფენილი, რომლებიც ნაწილაების ფიზიკით იყო შთაგონებული.[26][27]

ჯილდოები და წოდებები

რედაქტირება

2007 წელს პეირისი მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრად აირჩიეს. ამავე წელს ჰალიდეის პრემიით დაჯილდოვდა.[28] 2009 წელს ფილიპ ლევერულმის პრემია გადაეცა.[29] 2012 წელს სამეფო ასტრონომიური საზოგადოებისგან ფაულერის პრემიით[30] და გრუბერის ფონდისგან კოსმოლოგიის დარგში გრუბერის პრემით დაჯილდოვდა.[11] 2014 წელს ბუქალტერის კოსმოლოგიის პრემია გადაეცა.[31] 2018 წელს პეირისმა 26 მეცნიერთან ერთად ფუნდამენტურ ფიზიკაში გარღვევისთვის პრემია მიიღო.[32] 2018 წელს ფიზიკის ინსტიტუტმა პეირისს ფრედ ჰოილის მედალი და პრემია გადაეცა.[13] 2020 წელს გორან გუსტავსონის ფონდმა და შვედეთის მეცნიერებათა სამეფო აკადემიამ პეირისს ფიზიკის დარგში გორან გუსტავსონის პრემია გადასცა.[14] 2021 წელს მეცნიერს ფიზიკის ინსტიტუტისა და ფიზიკის გერმანული საზოგადოებისგან მაქს ბრონის მედალი და პრემია გადაეცა.[16] ამავე წელს სამეფო ასტრონომიულმა საზოგადოებამ ედინგტონის მედლით დააჯილდოვა.[17]

  1. Mathematics Genealogy Project — 1997.
  2. https://gustafssonsstiftelser.se/hiranya-peiris/
  3. https://www.iop.org/about/awards/silver-subject-medals/fred-hoyle-medal-and-prize-recipients
  4. ORCID Public Data File 2020 — 2020. — doi:10.23640/07243.13066970.V1
  5. Thompson, Michael T J (2005). Advances In Astronomy: From The Big Bang To The Solar System. World Scientific, გვ. 122. ISBN 178326019X. 
  6. Career Path: Exploring fingerprints from the Big Bang en (2015-11-19). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-02-15. ციტირების თარიღი: 2019-02-15
  7. UCL. (2018-01-26) Hiranya Peiris en. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-08-01. ციტირების თარიღი: 2019-02-15
  8. 8.0 8.1 Iris View Profile en. ციტირების თარიღი: 2017-12-12
  9. Thompson J Michael T (26 October 2005). Advances In Astronomy: From The Big Bang To The Solar System. World Scientific, გვ. 99–. ISBN 978-1-78326-019-5. 
  10. The Leverhulme Trust, 2009 Award Winners. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-04-26. ციტირების თარიღი: 2017-12-12
  11. 11.0 11.1 2012 Gruber Cosmology Prize Citation | The Gruber Foundation en. ციტირების თარიღი: 2017-12-12
  12. „2013 Smart Guide: New maps to rein in cosmic inflation“. New Scientist (ინგლისური). ციტირების თარიღი: 2017-12-12.
  13. 13.0 13.1 Physics, Institute of. 2018 Fred Hoyle Medal and Prize en-GB. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-07-02. ციტირების თარიღი: 2021-02-19
  14. 14.0 14.1 Physics Department, Stockholm University. Göran Gustafsson Prize en-GB. ციტირების თარიღი: 2020-03-18
  15. Research and Innovation, UK. STFC Council member en-GB. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-03-18. ციტირების თარიღი: 2020-03-18
  16. 16.0 16.1 2021 en. ციტირების თარიღი: 2020-11-21
  17. 17.0 17.1 Eddington Medal 2021 – Professor Hiranya Peiris. Royal Astronomical Society. ციტირების თარიღი: 2021-01-11
  18. Prof Hiranya Peiris en. ციტირების თარიღი: 2018-01-25
  19. People en. ციტირების თარიღი: 2017-12-12[მკვდარი ბმული]
  20. The Royal Institution (2016-08-10), Cosmology: Galileo to Gravitational Waves – with Hiranya Peiris, https://www.youtube.com/watch?v=5HXOfIwl9Jo. წაკითხვის თარიღი: 2017-12-12
  21. Hiranya Peiris | In the Dark en. ციტირების თარიღი: 2017-12-12
  22. Cross Section: Hiranya Peiris – Science Weekly podcast en. ციტირების თარიღი: 2021-02-19
  23. TEDxCERN | TED en. ციტირების თარიღი: 2017-12-12
  24. Astronomy Magazine names "Rising Stars of Astronomy" en-US. ციტირების თარიღი: 2017-12-12
  25. COSMOPARTICLE. ციტირების თარიღი: 2017-12-12
  26. Imaginative intersection. ციტირების თარიღი: 2021-02-19
  27. Entangled Realities: Minding the Gap by Ariane Koek. ციტირების თარიღი: 2021-02-19
  28. Dr Hiranya Peiris – Research Councils UK en. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-07-14. ციტირების თარიღი: 2021-02-19
  29. „Young researchers win Philip Leverhulme Prizes“. Astronomy & Geophysics (ინგლისური). 50 (6): 6.08. 2009-12-01. Bibcode:2009A&G....50f...8.. doi:10.1111/j.1468-4004.2009.50604_16.x. ISSN 1366-8781.
  30. Massey, Robert. RAS honours leading astronomers and geophysicists en-gb. ციტირების თარიღი: 2017-12-12
  31. Cosmoparticle Physicists awarded share in Buchalter Cosmology Prize en-US. ციტირების თარიღი: 2022-01-17
  32. Breakthrough Prize – Fundamental Physics Laureates – Norman Jarosik and the WMAP Science Team en. ციტირების თარიღი: 2017-12-12