ჰენრი მორტონ სტენლი
ჰენრი მორტონ სტენლი (ინგლ. Henry Morton Stanley; დ. 28 იანვარი, 1841 — გ. 10 მაისი, 1904) — ბრიტანელ-ამერიკელი ჟურნალისტი, აფრიკის მკვლევარი. 17 წლისა წავიდა ემიგრაციაში დიდი ბრიტანეთიდან აშშ-ში. 1871-1872 წლებში აფრიკაში გაემგზავრა დეივიდ ლივინგსტონის საძებნელად, იპოვა ის ტანგანიიკის ტბასთან და მასთან ერთად გამოიკვლია ეს ტბა. 1874-1877 წლებში ხელმძღვანელობდა ინგლის-ამერიკის ექსპედიციას, რომელმაც გადაკვეთა აფრიკა აღმოსავლეთიდან დასავლეთის მიმართულებით. სტენლიმ დაადგინა ვიქტორიას ტბის მოხაზულობა, აღმოაჩინა რუვენზორის მთის მასივი და ედუარდისა და ჯორჯის ტბები; გამოიკვლია მდინარე კაგერა, შემოუარა ტანგანიიკის ტბას, გაუყვა მდინარე კონგოს ლუალაბიდან შესართავამდე და რუკაზე გამოსახა მისი შუაწელი. 1879-1884 წლებში მსახურობდა ბელგიის მეფე ლეოპოლდ II-სთან. მონაწილეობა მიიღო მდინარე კონგოს აუზის დაპყრობაში. გზადაგზა აღწერა კონგოს რამდენიმე შენაკადი, აღმოაჩინა ტბები ლეოპოლდ II (ახლანდელი მაი-ნდომბე) და ტუმბა. 1887–1889 წლებში ხელმძღვანელობდა ინგლისურ ექსპედიციას, ხელახლა გადაკვეთა აფრიკა, ამჯერად — დასავლეთიდან აღმოსავლეთის მიმართულებით. გამოიკვლია მდინარე არუვიმი, დაადგინა, რომ ედუარდის ტბა მიეკუთვნება ნილოსის სისტემას. სტენლის სახელი ეწოდება ჩანჩქერებს კონგოს ზემოთში.
ჰენრი მორტონ სტენლი | |
---|---|
ჰენრი მორტონ სტენლი | |
დაბადების სახელი | ჯონ როულენდზი |
დაბადების თარიღი |
28 იანვარი 1841 დენბი, უელსი |
გარდაცვალების თარიღი |
10 მაისი 1904 ლონდონი, დიდი ბრიტანეთი |
პროფესია |
ჟურნალისტი მოგზაური |
თხზულებები
რედაქტირება- Through the dark continent..., v. 1—2, L., 1878;
- In darkest Africa...,v. 1—2, L., 1890.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „ჰენრი მორტონ სტენლი“ ვიკისაწყობში.
- ჰენრი მორტონ სტენლი — სტატია დიდი რუსული ენციკლოპედიიდან (რუსული)
- ჰენრი მორტონ სტენლი — სტატია ენციკლოპედია ბრიტანიკიდან (ინგლისური)