ედუარდი (ინგლ. Lake Edward) — ტბა აღმოსავლეთ აფრიკაში, უგანდასა და კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში. მდებარეობს მდინარე ნილოსის აუზში, აღმოსავლეთ აფრიკის რიფტული სისტემის დასავლეთ განშტოებაზე არსებულ ტექტონიკურ ღრმულში, ზღვის დონიდან 912 მ სიმაღლეზე. ფართობი — 2325 კმ², მაქსიმალური სიღრმე — 112 მ. სიგრძე — 77 კმ, სიგანე — 40 კმ. ჩრდილოეთი და სამხრეთი ნაპირები დაბალია. ტბიდან გამოდის მდინარე სემლიკი და ერთვის ალბერტის ტბას. ჩრდილო-აღმოსავლეთით უერთდება ჯორჯის ტბას. ტბის აკვატორია შედის ვირუნგისა და კუინ-ელიზაბეთის ეროვნულ პარკებში. ბინადრობენ ბეჰემოთები.

ედუარდი
ინგლ. Lake Edward
ედუარდის ტბა
ედუარდის ტბა
კოორდინატები: 0°20′ ს. გ. 29°36′ ა. გ. / 0.333° ს. გ. 29.600° ა. გ. / -0.333; 29.600
მდებარეობა უგანდის დროშა უგანდა
კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის დროშა კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა
სიმაღლე ზღვის დონიდან 912 
სიგრძე 77 კმ
სიგანე 40 კმ
ფართობი 2325 კმ²
მოცულობა 39,5 კმ³
საშუალო სიღრმე 17 
მაქსიმალური სიღრმე 112 
აუზის ფართობი 12 096 კმ²
ედუარდი — უგანდა
ედუარდი
ედუარდი — კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა
ედუარდი

1973-1979 წლებში, უგანდის დიქტატორის იდი ამინის პატივსაცემად ეწოდებოდა იდი-ამინ-დადა. ტბას სახელი „ედუარდი“ უწოდა ჰენრი მორტონ სტენლიმ, ედუარდ VII-ის პატივსაცემად. მდიდარია თევზით. განვითარებულია თევზჭერა.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება