ჰენრი მორტონ სტენლი

ჰენრი მორტონ სტენლი (ინგლ. Henry Morton Stanley; დ. 28 იანვარი, 1841 — გ. 10 მაისი, 1904) — ბრიტანელ-ამერიკელი ჟურნალისტი, აფრიკის მკვლევარი. 17 წლისა წავიდა ემიგრაციაში დიდი ბრიტანეთიდან აშშ-ში. 1871-1872 წლებში აფრიკაში გაემგზავრა დეივიდ ლივინგსტონის საძებნელად, იპოვა ის ტანგანიიკის ტბასთან და მასთან ერთად გამოიკვლია ეს ტბა. 1874-1877 წლებში ხელმძღვანელობდა ინგლის-ამერიკის ექსპედიციას, რომელმაც გადაკვეთა აფრიკა აღმოსავლეთიდან დასავლეთის მიმართულებით. სტენლიმ დაადგინა ვიქტორიას ტბის მოხაზულობა, აღმოაჩინა რუვენზორის მთის მასივი და ედუარდისა და ჯორჯის ტბები; გამოიკვლია მდინარე კაგერა, შემოუარა ტანგანიიკის ტბას, გაუყვა მდინარე კონგოს ლუალაბიდან შესართავამდე და რუკაზე გამოსახა მისი შუაწელი. 1879-1884 წლებში მსახურობდა ბელგიის მეფე ლეოპოლდ II-სთან. მონაწილეობა მიიღო მდინარე კონგოს აუზის დაპყრობაში. გზადაგზა აღწერა კონგოს რამდენიმე შენაკადი, აღმოაჩინა ტბები ლეოპოლდ II (ახლანდელი მაი-ნდომბე) და ტუმბა. 1887–1889 წლებში ხელმძღვანელობდა ინგლისურ ექსპედიციას, ხელახლა გადაკვეთა აფრიკა, ამჯერად — დასავლეთიდან აღმოსავლეთის მიმართულებით. გამოიკვლია მდინარე არუვიმი, დაადგინა, რომ ედუარდის ტბა მიეკუთვნება ნილოსის სისტემას. სტენლის სახელი ეწოდება ჩანჩქერებს კონგოს ზემოთში.

ჰენრი მორტონ სტენლი

ჰენრი მორტონ სტენლი
დაბადების სახელი ჯონ როულენდზი
დაბადების თარიღი 28 იანვარი 1841
დენბი, უელსი
გარდაცვალების თარიღი 10 მაისი 1904
ლონდონი, დიდი ბრიტანეთი
პროფესია ჟურნალისტი
მოგზაური

თხზულებები

რედაქტირება
  • Through the dark continent..., v. 1—2, L., 1878;
  • In darkest Africa...,v. 1—2, L., 1890.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება