ჰელიკოპრიონი
გადაშენებული ცხოველების გვარი
ჰელიკოპრიონი (ბერძ. helix, ლათ. Helicoprion) — ნამარხი ცხოველების გვარი ზვიგენების რიგისა. ცნობილი არიან განსაკუთრებული ორგანოებით, რომლებიც წარმოადგენენ ერთმანეთისაგან განცალკევებულ 3 – 3,5 ხვეულისაგან შემდგარ ორმხრივსიმეტრიულ სპირალს. სპირალის ძირითად ღერძზე ერთმანეთან მჭიდროდ მიჯრილი კბილები, რომელთა ზომა თანდათან მატულობს შიდა ხვეულიდან გარეთასაკენ. ჰელიკოპრიონის სპირალები პირველად ურალის, ხოლო შემდეგ იაპონიის, ინდოჩინეთის, ჩრდილოეთ ამერიკისა და ავსტრალიის ძველ პერმულ ნალექებში აღმოჩნდა.
ჰელიკოპრიონი | |||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
ჰელიკოპრიონი სხეულის განამარხებული ნაწილი | |||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||
| |||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||
Helicoprion | |||||||||||||
|
ლიტერატურა
რედაქტირება- გ. მჭედლიძე, ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 615.