ჰელენ ადოლფი (ინგლ. Helen Adolf, დ.31 დეკემბერი, 1895, ვენა — გ. 13 დეკემბერი, 1998, სტეიტ-კოლეჯი, პენსილვანიის შტატი ) — ავსტრიელ - ამერიკელი ენათმეცნიერი და ლიტერატურათმცოდნე.

ჰელენ ადოლფი
ინგლ. Helen Adolf
დაბ. თარიღი 31 დეკემბერი, 1895(1895-12-31)[1] [2] [3] [4]
დაბ. ადგილი ვენა[2] [3] [4]
გარდ. თარიღი 13 დეკემბერი, 1998(1998-12-13)[1] [2] [4] (102 წლის)
გარდ. ადგილი State College[2] [4]
მოქალაქეობა  ავსტრია
 აშშ
ცისლეიტანია
საქმიანობა პოეტი, მწერალი, ლიტერატურის ისტორიკოსი, კულტუროლოგი და მთარგმნელი
მუშაობის ადგილი პენსილვანიის შტატის უნივერსიტეტი და Reclam
ალმა-მატერი ვენის უნივერსიტეტი და პენსილვანიის უნივერსიტეტი
ჯილდოები ავსტრიის საპატიო ნიშანი „მეცნიერებისა და ხელოვნებისთვის“ და commemorative publication
ჰელენ ადოლფის წიგნის სათაური 1932

ადრეული წლები და განათლება რედაქტირება

ჰელენ ადოლფი დაიბადა 1895 წელს ვენაში, ავსტრია-უნგრეთი, ებრაულ ოჯახში. მისი დედა, ჰედვიგ (დაბ. შპიცერი) ადოლფი, მხატვარი იყო, ხოლო მამა, იაკობ ადოლფი — იურისტი. ადოლფს ჰყავდა უფროსი და, ანა ადოლფ შპიგელი. იგი იყო მწერლის, ლეონ ადელ შპიცერის ბიძაშვილი.

ჰელენი სწავლობდა ვენის უნივერსიტეტში, რომელიც დაამთავრა 1923 წელს და მიიღო ლიტერატურის დოქტორის ხარისხი. ასევე მიიღო სამედიცინო ხარისხი ვენის უნივერსიტეტიდან. იმის გამო, რომ ვერ იშოვა სამსახური ვენაში, იძულებული გახდა სამუშაოს საძიებლად გერმანიაში, კერძოდ ქალაქ ლაიფციგში გამგზავრებულიყო.

კარიერა ევროპაში რედაქტირება

ჰელენმა ლაიფციგში მუშაობა დაიწყო საგამომცემლო სახლში — Reclam-ში პუბლიკაციების შექმნაზე, რომელიც ეძღვნებოდა გერმანიის ისტორიას პირველი მსოფლიო ომის დაწყებამდე. გამომცემლობაში მუშაობის გარდა, ადოლფი ასევე წერდა ლექსებს, სწავლობდა რელიგიას და ფსიქოლოგიას, ასევე დაკავებული იყო ლოტერატურული თარგმანებით. მის თარგმანებს შორის აღსანიშნავია ჯენი გალზის Sainte Thérèse d'Avila ("წმინდა ტერეზა ავილიელი") 1923-1938 წლებში მსახურობდა რელიგიის ფსიქოლოგიის საერთაშორისო საზოგადოების მდივნად.

გამგზავრება ამერიკის შეერთებულ შტატებში რედაქტირება

 
ჰელენ ადოლფის წიგნის სათაური, 1937

ანშლუსის გამო ადოლფმა ევროპიდან წასვლა გადაწყვიტა. იგი გაემგზავრა ამერიკის შეერთებულ შტატებში 1939 წლის აპრილში, გადავიდა ფილადელფიაში, პენსილვანია, სადაც მისი და ცხოვრობდა. მან დახმარება მიიღო ორგანიზაციიდან ამერიკის მეგობართა კომიტეტი საზოგადოების სამსახურში . ჰელენი შვიდა პენსილვანიის უნივერსიტეტში ესპანური ენის შესასწავლად. იგი მუშაობდა ვირჯინიაში და კოლორადოში საშუალო სკოლებში, სადაც ასწავლიდა უცხო ენებს. ჰელენი ფილადელფიაში 1943 წელს დაბრუნდა. იმავე წელს მან დაიწყო მუშაობა პენსილვანიის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

1946 წელს მან დაიწყო მუშაობა Penn State University Park-ში, სადაც 1953 წელს გახდა პროფესორი.

ჰელენ ადოლფი წერდა გერმანულად. ძირითადად პოეზიით იყო დაკავებული. მან საფუძვლიანად შეისწავლა წმინდა გრაალის საკითხი და 1961 წელს გამოსცა წიგნი Visio Pacis: Holy City and Graal . წიგნს მიენიჭა ლუის ჰ. მემორიალური პრიზი. მისი ნაშრომი გამოიცა ავსტრიაში 1964 წელს.

1968 წელს მის შესახებ გამოქვეყნდა Festschrift (ფესტშრიფტი). 1987 წელს დაჯილდოვდა მეცნიერებისა და ხელოვნების პირველი ხარისხის საპატიო ჯვრით. ჰელენ ადოლფი პენსიაზე გავიდა 1979 წელს.

გარდაცვალება რედაქტირება

ჰელენ ადოლფი გარდაიცვალა 1998 წლის 13 დეკემბერს 102 წლის ასაკში პენსილვანიის შტატის სტეიტ- კოლეჯში. [5]

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 SNAC — 2010.
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 Maas U., Hödl P. Biografien bedeutender österreichischer Wissenschafterinnen. »Die Neugier treibt mich, Fragen zu stellen« / Hrsg.: I. Korotin, N. StupnickiBöhlau Verlag, 2018. — S. 16–20. — ISBN 978-3-205-20238-7doi:10.7767/9783205205883
  3. 3.0 3.1 Wall R. Verbrannt, verboten, vergessen: kleines Lexikon deutschsprachiger Schriftstellerinnen 1933 bis 1945 — 2 — Kn: Pahl-Rugenstein Verlag, 1989. — S. 11. — ISBN 978-3-7609-1310-0
  4. 4.0 4.1 4.2 4.3 Wall R. Lexikon deutschsprachiger Schriftstellerinnen im Exil 1933 bis 1945Freiburg/Breisgau: Kore. — ტ. 1. — S. 13–14. — ISBN 978-3-926023-48-3
  5. Profile დაარქივებული 2023-05-28 საიტზე Wayback Machine. , encyclopedia.com. Accessed October 24, 2022.