ჰარი მარტინსონი

(გადამისამართდა გვერდიდან ჰარი მანტინსონი)

ჰარი მარტინსონი (შვედ. Harry Edmund Martinson; დ. 6 მაისი, 1904 — გ. 11 თებერვალი, 1978) — შვედი მწერალი და პოეტი. 1974 წელს ეივინდ იუნსონთან ერთად მიენიჭა ნობელის პრემია ლიტერატურაში „პოეტური შემოქმედებისათვის, რომელიც ნამის წვეთებს ატყვევებს და კოსმოსის ანარეკლია“.[21] მათი ნობელიანტობა მძაფრი დავის საგანი გახდა, რადგან იმ დროს ორივე მწერალი შვედეთის აკადემიის წევრი იყო.[22]

ჰარი მარტინსონი
შვედ. Harry Martinson
დაბადების თარიღი 6 მაისი, 1904(1904-05-06)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] [12] [13] ან 1904[14]
დაბადების ადგილი Jämshög church parish[10]
გარდაცვალების თარიღი 11 თებერვალი, 1978(1978-02-11)[1] [2] [3] [4] [5] [6] [8] [15] [9] [11] [12] [13]
გარდაცვალების ადგილი სტოკჰოლმი[16]
დასაფლავებულია Silverdals cemetery[17] [18]
საქმიანობა მწერალი[9] [13] , პოეტი[13] , რომანისტი და სამეცნიერო ფანტასტიკოსი მწერალი
ენა შვედური ენა
მოქალაქეობა  შვედეთი
ჯილდოები ნობელის პრემია ლიტერატურაში[19] [20] , დობლუგის პრემია[9] , Samfundet De Nio's Grand Prize, Bellman Prize და Sveriges Radio's Poetry Prize
მეუღლე მოა მარტინსონი
საიტი harrymartinson.org

მარტინსონს „XX საუკუნის შვედური პოეზიის დიად რეფორმატორსა და ყველაზე ორიგინალურ 'პროლეტარ' მწერალს უწოდებენ“.[23] მწერალს საერთაშორისო აღიარება მოუტანა სიმბოლურ-ფანტასტიკურმა პოემამ „ანიარა“ (1956).

ბიოგრაფია

რედაქტირება
 
ჰარი მარტინსონის საფლავი სტოკჰოლმში

მარტინსონი 1904 წელს სამხრეთ-აღმოსავლეთ შვედეთის ქალაქ ბლეკინგეში ვაჭრის ოჯახში დაიბადა.[24][25] ადრეულ ასაკშივე დაობლდა მამით, რომელიც ტუბერკულოზით გარდაიცვალა, რის შემდეგაც მისმა დედამ შვილები მიატოვა და აშშ-ში გადავიდა. მარტინსონმა ბავშვობის წლები ბავშვთა სახლებში გაატარა. თექვსმეტი წლის ასაკში გაიქცა და გემზე მეზღვაურად მოეწყო. მომდევნო რამდენიმე წელი ზღვაზე გაატარა, მოიარა სხვადასხვა ქვეყნები, მათ შორის ბრაზილია და ინდოეთი.[24]

რამდენიმე წლის შემდეგ მარტინსონი ფილტვებთან დაკავშირებულმა ჯანმრთელობის პრობლემამ აიძულა სამშობლოში დაბრუნებულიყო. შვედეთში იგი მოგზაურობდა, არ ჰქონდა სტაბილური სამსახური და საცხოვრებელი ადგილი.[24]

მარტინსონმა 1929 წელს რადიარდ კიპლინგის „შვიდი ზღვის“ გავლენით დაწერილი ლექსების კრებული „Spökskepp“ (მოჩვენებების გემი) გამოაქვეყნა, რითაც მისი პოეტური დებიუტი შედგა. თანამედროვე შვედ მწერლებთან მარტინსონის თანაავტორობით დაიწერა ანთოლოგია „ხუთი ახალგაზრდა“[26] რითაც შვედურ მოდერნიზმს ჩაეყარა საფუძველი.

მარტინსონის პოეზიას ახასიათებს ლინგვისტური ინოვაციები, მეტაფორების ხშირი გამოყენება, ბუნების სიყვარული, ღრმა ჰუმანიზმი, მისი სტილი ხშირად რეალისტური და ექსპრესიონისტულია.[25][27][28] 1935 წელს მან, როგორც რომანისტმა აღიარება მოიპოვა ნახევრად ავტობიოგრაფიული რომანით „Nässlorna blomma“ (აყვავებული ჭინჭრები), რომელიც დღესდღეობით ოცდაათზე მეტ ენაზეა თარგმნილი.

1929-1940 წლებში დაქორწინებული იყო მწერალ მოა მარტინსონზე, რომელიც სტოკჰოლმის ანარქისტულ გაზეთში Brand გაიცნო.[23] 1934 წელს მარტინსონმა სსრკ-ში იმოგზაურა, რის შემდეგაც მისი პოლიტიკური პასიურობის კრიტიკა გახდა მისი და მოას განქორწინების მიზეზი.[23] 1942 წელს მწერალმა ცოლად ინგრიდ ლინდკრანცი შეირთო, რომელთანაც ორი შვილი შეეძინა.[23][24]

1949 წელს მარტინსონი შვედეთის აკადემიის პირველი პროლეტარი მწერალი წევრი გახდა.[23]

მარტინსონის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნაშრომია პოეტური ციკლი „ანიარა“, რომელიც 1956 წელს გამოქვეყნდა. კომპოზიტორმა კარლ ბინგერ ბლუმდალმა 1959 წელს „ანიარას“ მიხედვით ოპერა დაწერა.[29][30]

მგრძნობიანე ბუნების მარტინსონისთვის რთული აღმოჩნდა იმ კრიტიკასთან გამკლავება, რომელიც მის ნობელიანტობას მოჰყვა. 1978 წლის 11 თებერვალს მან სიცოცხლე თვითმკვლელობით, სეპუკუს რიტუალით დაასრულა.[31][32]

ბიბლიოგრაფია

რედაქტირება

რომანები

რედაქტირება
  • Vägen till Klockrike (გზა)
  • Nässlorna blomma (აყვავებული ჭინჭრები)
  • Vägen ut (უკან გასაბრუნებელი გზა)
  • Svärmare och harkrank
  • Midsommardalen (შუა ზაფხულის ველი)
  • Det enkla och det svåra (ადვილი და ძნელი)
  • Utsikt från en grästuva
  • Verklighet till döds (რეალობა სიკვდილს)
  • Den förlorade jaguaren (დაკარგული იაგუარი)
  • Resor utan mål (უმიზნო მოგზაურობანი)
  • Spökskepp
  • მომთაბარე
  • Passad (ქარი)
  • Cikada
  • ანიარა
  • Gräsen i Thule
  • Vagnen
  • Dikter om ljus och mörker
  • Tuvor

რადიო დადგმები

რედაქტირება
  • გრინგო
  • Salvation (ხსნა)
  • Lotsen från Moluckas

სასცენო დადგმები

რედაქტირება
  • Tre knivar från Wei

ფსალმუნები

რედაქტირება
  • De blomster som i marken bor

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  2. 2.0 2.1 Harry E Martinson — 1917.
  3. 3.0 3.1 Encyclopædia Britannica
  4. 4.0 4.1 SNAC — 2010.
  5. 5.0 5.1 NooSFere — 1999.
  6. 6.0 6.1 Internet Speculative Fiction Database — 1995.
  7. Discogs — 2000.
  8. 8.0 8.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  9. 9.0 9.1 9.2 9.3 Martinson, Harry
  10. 10.0 10.1 Jämshögs kyrkoarkiv, Födelse- och dopböcker. Huvudserien, SE/LLA/13196/C I/10 (1895-1912), bildid: 00104804_00221, sida 222
  11. 11.0 11.1 Gran Enciclopèdia CatalanaGrup Enciclopèdia, 1968.
  12. 12.0 12.1 GeneaStar
  13. 13.0 13.1 13.2 13.3 The Fine Art Archive — 2003.
  14. Czech National Authority Database
  15. Vegetti Catalog of Fantastic Literature
  16. Deutsche Nationalbibliothek Record #118865854 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  17. https://www.svenskagravar.se/gravsatt/bc9ae61b-811d-4dc1-8cdb-7650a6c03fa2Svenskagravar.se.
  18. Find a Grave — 1996.
  19. https://www.nobelprize.org/nobel_prizes/literature/laureates/1974/
  20. https://www.nobelprize.org/nobel_prizes/about/amounts/
  21. The Nobel Prize in Literature 1974. Nobel Foundation.
  22. Örjan Lindberger "Människan i tiden. Eyvind Johnsons liv och författarskap 1938–1976" Bonniers 1990, pp. 445–447
  23. 23.0 23.1 23.2 23.3 23.4 Harry Martinson French. დაარქივებულია ორიგინალიდან — 19 თებერვალი 2012. ციტირების თარიღი: 27 March 2012.
  24. 24.0 24.1 24.2 24.3 Holm, Ingvar. „Harry Martinson“. Svenskt biografiskt lexikon. National Archives of Sweden.
  25. 25.0 25.1 Harry Martinson – Biographical. Nobel Media AB (2014). ციტირების თარიღი: 4 March 2015.
  26. Kumm, Björn (12 December 1991). „Obituary: Artur Lundkvist“. The Independent. London. p. 13.
  27. Harry Martinson. Albert Bonniers Förlag.
  28. Harry Martinson – Britannica. ციტირების თარიღი: 29 June 2020.
  29. Johansson, Stefan. (31 May 2009) 50-åring ur kurs når ännu fram. Svenska Dagbladet. ციტირების თარიღი: 14 February 2014.
  30. Liukkonen, Petri. Harry Martinson. Kuusankoski Public Library. დაარქივებულია ორიგინალიდან — 9 April 2003.
  31. Hansson, Anita. Martinson begick harakiri. Aftonbladet (31 August 2000). ციტირების თარიღი: 21 December 2015.
  32. Gyllensten, Lars (2000). Minnen, bara minnen (Swedish). Stockholm: Albert Bonniers Förlag. ISBN 91-0-057140-7.