დობლოუგის პრემია
ლიტერატურული პრემია
დობლუგის პრემია (შვედ. Doblougska priset, ნორვ. Doblougprisen) — ლიტერატურული პრემია მხატვრული ლიტერატურისთვის, რომელიც ნორვეგიელი ბიზნესმენისა და ქველმოქმედის ბირგერ დობლუგის (1881–1944) სახელს ატარებს.[1] დობლოუგის პრემიას 1951 წლიდან, ყოველწლიურად, ივნისის დასაწყისში ანიჭებს შვედეთის აკადემია ორ (შვედურ და ნორვეგიულ) ლიტერატურულ ნაწარმოებს.[2] 1985 წლიდან პრემია ორ შვედურ და ორ ნორვეგიულ ნაწარმოებს ენიჭება.