ჰანგანი (მდინარე)

მდინარე სამხრეთ კორეაში

ჰანგანი (კორ. 한강 [漢江] — „Han-gang“) — ყველაზე მნიშვნელოვანი მდინარე სამხრეთ კორეაში. იგი წარმოიქმნება მდინარე ნამჰანგანისა (სამხრეთ ჰანი) და მდინარე ბუგჰანგანის (ჩრდილოეთი ჰანი) შეერთებით, ტჰებექსანისა და კიმგანსანის მთებში. იგია მიედინება სეულში, რის შემდეგაც მასში ჩაედინება მდინარე იმჯინი.

ჰანგანი
한강
ქვეყანა სამხრეთი კორეა, ჩრდილოეთი კორეა
ტერიტორიული ერთეულები კიონგიდოს პროვინცია, ინჩხონი, სეული, კესონის ინდუსტრიული რეგიონი, სამხრეთ ჰვანჰეს პროვინცია
სიგრძე 514 კმ
ჰანგანი ვიკისაწყობში

ჰანგანი ჩაედინება კანჰვამანის ყურეში, ყვითელი ზღვის ჩრდილო-აღმოსავლეთით. მდინარის ქვედა დინება წარმოადგენს საზღვარს სამხრეთ კორეასა და კორეის სახალხო დემოკრატიულ რესპუბლიკას შორის.

მდინარის სიგრძე - 514 კილომეტრია, სიგანე სეულის საზღვრებში ერთ კილომეტრს აღწევს. აუზის ფართობია 34,5 ათასი კმ². წყლის საშუალო მოხმარებაა 670 მ³/წმ. მინიმალური და მაქსიმალური ნაკადი განსხვავდება თანაფარდობით 1:318.

მდინარე ჰანის მთავარი დინება ჩრდილოეთ კორეაში ჰყოფს კუნძულ განჰვანდოს ქალაქ კესონისგან.

წყალმცენარეები მდინარეს მწვანე შეფერილობას აძლევენ

ეკოლოგია და თევზჭერა

რედაქტირება

ზამთარში მდინარე ნაწილობრივ დაფარულია ყინულით. ზაფხულში ხდება „წყლის აყვავება“, ანუ მიკროსკოპული წყალმცენარეების სწრაფი გამრავლება მდინარის ზედაპირზე.

KBS World Radio-ს ცნობით, 2012 წლისთვის მდინარე ჰანგანგში, მის ნაპირებსა და კუნძულებზე, დარეგისტრირებულია 1835 სახეობის ცხოველი და მცენარე, მათ შორის 420 სახეობის მწერი, იშვიათი ცხოველები, როგორიცაა პალეარქტიკული პეპელა, მონღოლური ხვლიკი, თეთრკუდა ფსოვი.

მდინარეში ცხოვრობენ წავები.[1][2] ჰანგანზე არსებული კუნძულები გადამფრენი ფრინველების ჰაბიტატი ხდება.

2000 წლის თებერვალში აშშ-ს სამხედრო ბაზამ სეულის კანალიზაციის სისტემაში ჩაყარა ფორმალდეჰიდი, რომელიც ჩაედინება ჰანგანგში. სამხრეთ კორეის მთავრობა ცდილობდა ამერიკელი თანამშრომლის გასამართლებას, მაგრამ ამერიკელმა სამხედროებმა უარი თქვეს მის სამხრეთ კორეის მართლმსაჯულებისთვის გადაცემაზე. მოგვიანებით, სამხრეთ კორეელმა მოსამართლემ ის დამნაშავედ ცნო, მაგრამ თავად მსჯავრდებული სასამართლო პროცესს არც ესწრებოდა. საზოგადოება გაბრაზდა იმით, რომ მთავრობამ ვერ აღასრულა კანონი საკუთარ ქვეყანაში. 2005 წელს ბრალდებული სასამართლოში წარსდგა; თუმცა, მას სასჯელი ფაქტობრივად არც მოუხდია.

2013 წელს ძლიერი წვიმის შედეგად გამოწვეულმა წყალდიდობამ ჩინელი მუშის დაღუპვა გამოიწვია, რომელიც არემონტებდა ქალაქის წყლის სისტემას, სეულის მუნიციპალიტეტში, დონჯაკის რაიონში.

 
მდირე ჰანგანის პარკის ხედი

კალაპოტისა და რელიეფის ცვლილება

რედაქტირება

ისტორიულად, მდინარე ჰანის სიღრმე სამ მეტრამდე აღწევდა, მის არხში ჩნდებოდა და უჩინარდებოდა ქვიშის ნაპირები და კუნძულები. მდინარის ნაპირებზე მდებარე ქალაქები და სოფლები ხშირად განიცდიდნენ წყალდიდობას მუსონური წვიმების სეზონზე. ერთ-ერთი ყველაზე დიდი წყალდიდობა 1925 წელს იყო. მდინარეზე აშენდა რამდენიმე კაშხალი და ჰიდროელექტროსადგური, რის შედეგადაც ქვემო წელზე წყლის დონე შესამჩნევად გაიზარდა და დასტაბილურდა. მდინარეზე ასევე არის რამდენიმე წყალმიმღები და გამწმენდი სადგური; მდინარიდან წყალი შედის სეულის წყალმომარაგების სისტემაში. წყალმომარაგების მარეგულირებელი ახალი წესების მიღებისა და სეულის ქალაქის წყალმომარაგების სისტემის რეკონსტრუქციის შემდეგ, მერმა ო სე ჰუნმა მოუწოდა ქალაქის ყველა მაცხოვრებელს დაელიათ ონკანის წყალი და საკუთარი მაგალითით დაარწმუნა დედაქალაქის მრავალი მცხოვრები.

ნაოსნობა

რედაქტირება

1888 წლის აგვისტოში ორთქლმავალმა დაიწყო სამგზავრო მარშრუტები, ჰანგანგის გასწვრივ.

მდინარე ჰანი სანაოსნოა, მაგრამ დღეს ნაოსნობა რთულია პოლიტიკური მიზეზების გამო: მის ქვედა წელზე გადის საზღვარი კორეის რესპუბლიკასა და ჩრდილოეთ კორეას შორის. თუმცა, ქალაქის შიგნით მოკლე მანძილზე ნაოსნობა მაინც პოპულარულია.

2009 წელს კორეის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ლი მიონ ბაკმა განაცხადა, რომ სამხრეთ კორეის ტერიტორიაზე, ინჩხონის მახლობლად, მდინარე ჰანისა და ყვითელი ზღვის დამაკავშირებელი არხი გაითხრებოდა. 18 კმ სიგრძის არხის მშენებლობა 2012 წელს დასრულდა.

მიუხედავად ხიდების სიმრავლისა, რამდენიმე ათეულ რვაადგილიან ნავებს მდინარის გასწვრივ მგზავრები გადაჰყავს, ეს მარშრუტები განსაკუთრებით პოპულარულია პიკის საათებში, როცა ქალაქში საცობებია. ასევე შესაძლებელია წყლის ტაქსის გამოძახება.

2016 წელს მდინარე ჰანზე სასეირნო ნავი ჩაიძირა, თუმცა მგზავრებმა და ეკიპაჟმა გადარჩენა შეძლეს.[3]

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Ланьков А. Н. Истории сеульских мостов // «Быть корейцем…» — АСТ, Восток-Запад, 2006.
  • Ланьков А. Н. Новый старый Ханган // Указ. соч.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. В Сеуле впервые замечена выдра. KBS World Radio (2016-03-22). ციტირების თარიღი: 2020-08-19.
  2. В Сеуле впервые замечена выдра. по материалам KBS (2016-03-22). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-08-31. ციტირების თარიღი: 2020-08-19.
  3. ნავის ჩაძირვის შესახებ