დონჯაკი
დონჯაკი, იგივე დონჯაკგუ (კორ. 동작구?, 銅雀區?) — რაიონი სეულის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში. აქვს თვითმმართველი სტატუსი.
დონჯაკი | |
ქვეყანა | სამხრეთი კორეა |
---|---|
შიდა დაყოფა | Daebang-dong, Heukseok-dong, Noryangjin-dong, Sadang-dong, Sangdo-dong და Sindaebang-dong |
კოორდინატები | 37°30′45″ ჩ. გ. 126°56′21″ ა. გ. / 37.51250° ჩ. გ. 126.93917° ა. გ. |
ფართობი | 16.35 კვადრატული კილომეტრი |
მოსახლეობა |
397 317 (2010), 379 186 (2023)[1] |
ოფიციალური საიტი | http://english.dongjak.go.kr/ |
ეტიმოლოგია
რედაქტირებატერიტორიის სახელწოდება მდინარე ჰანგანზე არსებული დონჯეგის გადაკვეთის ადგილის (კორ. 동 재기 나루터) სახელიდან მომდინარეობს და მისი მთელი ისტორია პირდაპირ კავშირშია ჰანგანგთან. აღნიშნული ადგილი იონსანიდან სუვონისკენ მიმავალ გზაზე ხალხისა და საქონლის გადასაყვანად გამოიყენებოდა. რაიონის სახელი[2] პირველად ჩოსონის დინასტიის დროს გაჩნდა.
მდებარეობა ქალაქის რუკაზე
რედაქტირებადონჯაკგუ მდებარეობს ჰანგანგის სამხრეთ ნაპირზე. დასავლეთით ესაზღვრება იონდინპჰოგუს ტერიტორია, სამხრეთ-დასავლეთით - გეუმჩჰონგუ, სამხრეთით - გვანაგგუ, აღმოსავლეთით - სოჩჰოგუ.[3] ჰანგანგის ჩრდილოეთ სანაპიროზე კი მაპოგუ და იონსანგუა განლაგებულია.
ისტორია
რედაქტირებაგაერთიანებული სილა
რედაქტირებაგაერთიანებული სილას სახელმწიფოს დროს, ადმინისტრაციული სტრუქტურის განხორციელება დაიწყო ჩუგუნჰიონის (კორ. 주 군현) სისტემის მიხედვით, ამასთან დაკავშირებით დღევანდელი დონჯაკგუს მცირე ტერიტორიები გაერთიანდა ორ დიდ ადმინისტრაციულ ერთეულში, რომლებსაც ეწოდათ კოგიანჰიონი (კორ. 곡 양현) და იულჩინკუნი (კორ. 율 진군).
კორიო
რედაქტირებაკორიოს სამეფოს პერიოდში რაიონების სახელები კვლავ შეიცვალა. ვანმა ტჰეჯომ შეცვალა გოგიანჰიონი კიმჯუდ (კორ. 금주) და იულჩინკუნი - კვაჯუდ (კორ. 과주). შემდეგმა ვანმა ჰიონჯონმა კიმჯუს ანამტოჰობუ (კორ. 안남 도호부) დაარქვა.
შემდგომში, დღევანდელი დონჯაკის ტერიტორიასა და მის ცალკეული ნაწილებს არაერთხელ გადაერქვა სახელები და გადაეცა სხვადასხვა ადმინისტრაციულ ერთეულებს, სანამ 1069 წელს იგი გახდებოდა კიონგიდოს ტერიტორიის ნაწილი, რომელმაც, თავის მხრივ, 1413 წელს მიიღო პროვინციის სტატუსი. ამავდროულად, გიმჯუს ტერიტორიას ეწოდა გიმჩჰონი (კორ. 금천), ხოლო გვაჯუს - გვაჩჰონი (კორ. 과천).
1795 წელს „გიუმჩჰონი“ სამუდამოდ გაქრა და ტერიტორიამ მიიღო ახალი სახელი, რომელიც დღემდე შემორჩა - სიჰინო (კორ. 시흥).
კორეის რესპუბლიკა
რედაქტირება1963 წელს გვანაგგუს რაიონი, რომელიც მოიცავდა დონჯაკგუსაც, მიერთებულ იქნა სეულის ტერიტორიაზე, ხოლო ათი წლის შემდეგ, 1973 წლის 1 ივლისს, პრეზიდენტმა პაკ ჩონ ჰიმ თავისი ბრძანებულებით გვანაგგუ გამოყო იონდინპჰოგუსგან.
1980 წლამდე სეულს ჰქონდა ოლქებისა და რაიონების მართვის რეორგანიზაციის გეგმა, რომლის მიხედვითაც ახალ რაიონს შეეძლებოდა გამოყოფოდა უფრო დიდი ოლქს, როცა მისი მოსახლეობა 1 მილიონ ადამიანს გადააჭარბებდა. ეს შანსი გამოიყენეს სონბუგგუსა და იონდინპჰოგუს ოლქის შემადგენელმა ნაწილებმა: სონბუგგუს გამოეყო დობონგუ, ხოლო გვანაგგუ გამოეყო იონდინპჰოგუს.
1980 წლის 1 აპრილს, როდესაც გვანაგგუს მოსახლეობა მილიონ ადამიანს მიუახლოვდა, იგი გახდა დამოუკიდებელი რაიონი და იქცა სეულიდ რიგით მე-16 რაიონად, ხოლო დონჯაკგუ მე-17. მიუხედავად იმისა, რომ დონჯაკის რაიონს გვანაგგუს ადმინისტრაცია აღარ მართავდა, მან თვითმმართველი სტატუსი მხოლოდ 1988 წლის 1 მაისს მიიღო.
საერთო მახასიათებლები
რედაქტირებაამჟამად დონჯაკის რაიონი ოცი ტონისგან შემდგება.[4]
რაიონის ცენტრად ითვლება მეტროსადგურ ნორიანჯინთან (노량진) მიმდებარე ტერიტორია, რომელიც ოდესღაც სეულ-ინჩხონის სარკინიგზო ხაზის გამგზავრების სადგურს წარმოადგენდა. ამჟამად, მეტროსა და საქალაქო ავტობუსების სერვისის განვითარების გამო, ნორიანჯინის სადგური დიდ გადაჯდომის ადგილად იქცა.
ადრე, დონჯაკის ტერიტორიაზე უმეტესად ღარიბი ადამიანები სახლობდნენ და ინფრასტრუქტურის ხარისხიც დაბალი იყო. ზოგადად, კორეის ეკონომიკისა და კონკრეტულად სეულის განვითარებასთან ერთად, ამ ტერიტორიამ თანდათან ცვლილება განიცადა. ახლა რაიონში არსებული შენობების დაახლოებით 54% მაღალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსებია.
ჰანგანგ-ტეგეს ხიდი (კორ. 한강 대교) უძველესია მდინარე ჰანგანზე არსებულთაგან და იგი დონჯაკგუს აკავშირებს ჩრდილოეთით იონსანგუსთან (კორ. 용산구). მთლიანობაში, სეულში, ჰანგანგზე 21 ხიდია აშენებული.
რაიონში მდებარეობს ორი უნივერსიტეტი (ჩუნანის უნივერსიტეტი და სუნსილის უნივერსიტეტი) და 81 სკოლა.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- რაიონის შესახებ დაარქივებული 2021-11-29 საიტზე Wayback Machine.
- დონჯაკის რაიონი
- ტურისტული ცნობარი