მაპო
მაპო, იგივე მაპოგუ (კორ. 마포구?, 麻浦區?) — სამხრეთ კორეის დედაქალაქ სეულის ერთ-ერთი რაიონი.[3] აქვს თვითმმართველობის სტატუსი.
მაპო | |
ქვეყანა | სამხრეთი კორეა |
---|---|
კოორდინატები | 37°33′49″ ჩ. გ. 126°54′30″ ა. გ. / 37.5638139° ჩ. გ. 126.9084083° ა. გ. |
ფართობი | 23.87 კვადრატული კილომეტრი |
მოსახლეობა |
371 890 (თებერვალი, 2022)[1] , 363 862 (2023)[2] |
ოფიციალური საიტი | http://www.mapo.go.kr |
სახელწოდება
რედაქტირებაუძველესი დროიდან მოყოლებული, თანამედროვე მაპოს სანაპიროზე არსებობდა წყლის ბარიერი მაპო, რომლისგანაც რაიონმა მიიღო სახელი. „მაპოგუ“ სიტყვასიტყვით ასე ითარგმნება: „მა“ (კორ. 마) - „კანაფი“, „პო“ (კორ. 포) - „სანაპირო“, „გუ“ (კორ. 구) - „არეალი“. ფაქტობრივად ეს არის - „კანაფის სანაპირო რეგიონი“.
მდებარეობა ქალაქის რუკაზე
რედაქტირებამაფოგუ მდებარეობს მდინარე ჰანგანის ჩრდილოეთ ნაპირზე, რომელიც გადის, აღმოსავლეთიდან დასავლეთით, სეულის გავლით. დასავლეთით ესაზღვრება ქალაქ კოიანის ტერიტორიას, ჩრდილოეთით - ინპჰიონგუს და სოდემუნგუს რეგიონებს, ჩრდილო-აღმოსავლეთით - ჩუნგუს, აღმოსავლეთით - იონსანგუს. სამხრეთ სანაპიროზე მას ესაზღვრება კანსოგუ და იონდინპჰოგუ.
ისტორია
რედაქტირებაჩოსონის დინასტიის დასაწყისიდან მოყოლებული, თანამედროვე მაპოგუს მთელი ტერიტორია ეკუთვნოდა დედაქალაქ ჰანიანს (მოგვიანებით ცნობილი როგორც ჰანსონი, ახლა სეული).
ჩოსონის გვიან პერიოდში (1910 წელს იაპონიის მიერ კორეის ნახევარკუნძულის ოკუპაციამდე) გამოიყენებოდა ძველი ადმინისტრაციული სისტემა, რომელშიც არ არსებობდა რაიონების ტერიტორიული ერთეული „გუ“. რაიონები, რომლებიც ზომით სეულის თანამედროვე უბნებს ჰგავდა, ეწოდებოდა „ბანი“ (კორ. 방), რაც ნიშნავს სოფელს. 1910 წლამდე დღევანდელი მაპოგუს მთელი ტერიტორია იონსანბანისა (კორ. 용산 방) და სოგანბანის (კორ. 서강 방) ნაწილი იყო.
1910 წლის ოქტომბერში, იაპონიის კოლონიური მმართველობის პერიოდში, ჰანსონს ეწოდა კიონსონი (იაპონური ვერსია - კეიჯო) და გადაეცა კიონგიდოს პროვინციის მმართველ ადმინისტრაციას. მომდევნო წელს იაპონელებმა შემოიღეს ახალი სისტემა, რომლის მიხედვითაც იონსანბანს და სოგანბანს ეწოდა იონსანმიონი (კორ. 용산면) და სოგანმიონი (კორ. 서강 면). იონსანმიონი შედგებოდა 31 ტონისგან, სოგანმიონი - 10 ტონისგან.
1913 წლის დეკემბერში იონსანმიონის ნაწილი გახდა კეიჯოს (სეული) დასავლეთი ტერიტორიების ნაწილი, ხოლო სოგანმიონი მიერთებულ იქნა კოიანისთვის, კიონგიდოს პროვინცია.
მაპოგუ ჩამოყალიბდა 1944 წლის 23 ოქტომბერს თანამედროვე სოდემუნგუსა და იონსანისგან გამოყოფით.
1945 წლის 16 ოქტომბერს, კორეის ნახევარკუნძულის იაპონური ყოფნისაგან განთავისუფლების შემდეგ, რაიონებსა და კვარტალებს მიენიჭათ თანამედროვე სახელები: გუ და ტონ.
1955 წლის 18 აპრილს განხორციელდა რაიონის შემადგენლობის რეორგანიზაცია: ტონების რაოდენობა შემცირდა ცხრამეტამდემდე, თუმცა რაიონის ფართობი არ შეცვლილა.
1964 წლის 1 ივნისს მაპოგუმ და სოდემუნგუმ გაცვალეს თავიანთი ტერიტორიების ნაწილები: სოდემუნგუმ მიიღო აჰიონდონის (კორ. 아현동) ნაწილი, ხოლო მაპოგუმ მიიღო ნოგოსანდონის (კორ. 노고산동) და ტეჰიონდონის (혙ne-to돌) ნაწილი. ამრიგად, მაპოგუს შემადგენლობაში მე-20 ტონი გამოჩნდა.
1970 წლის 18 მაისს რაიონის სტრუქტურის ახალი რეორგანიზაცია მოხდა და ტონების რაოდენობა ისევ 20-დან 18-მდე შემცირდა. 1973 წლის 12 მარტს და 1975 წლის 1 ოქტომბერს მაპოგუმ და სოდემუნგუმ კვლავ გაცვალეს რამდენიმე ტონის ნაწილები. 1975 წელს გაცვლის შედეგად ტონების რაოდენობა 18-დან 21-მდე გაიზარდა.
1977 წლის 1 სექტემბერს მოხდა შიდა სტრუქტურის კიდევ ერთი რეფორმა - ტონების რაოდენობა 22-მდე გაიზარდა.
საერთო მახასიათებლები
რედაქტირებამაპო იკავებს 23,88 კმ² ტერიტორიას, რაც შეადგენს ქალაქის მთლიანი ფართობის 3,94%-ს (605,25 კმ²). რაიონის ტერიტორიის 42% ანუ 10,05 კმ² გამოყოფილია მწვანე ზონებისთვის, ხოლო კომერციული, სამრეწველო მიზნებისთვის - რაიონის ტერიტორიის მხოლოდ 4% ანუ 1,03 კმ².
რაიონი მაღალსიჩქარიანი ინტერნეტით უზრუნველყოფა 73,3%-ს აღწევს.
ღირსშესანიშნაობები
რედაქტირებასეულის მსოფლიო ჩემპიონატის სტადიონი, ცნობილი ღირსშესანიშნაობა სეულში, მდებარეობს სანგამში, ჩრდილო-დასავლეთ მაპოში.