სოდემუნი
სოდემუნი, იგივე სოდემუნგუ (კორ. 서대문구?, 西大門區?) — სამხრეთ კორეის დედაქალაქ სეულის ერთ-ერთი რაიონი, ოცდახუთიდან. აქვს თვითმმართველობის სტატუსი.
სოდემუნი | |
ქვეყანა | სამხრეთი კორეა |
---|---|
კოორდინატები | 37°34′45″ ჩ. გ. 126°56′12″ ა. გ. / 37.5792167° ჩ. გ. 126.9366667° ა. გ. |
პირველი ხსენება | 1940 |
ფართობი | 17.61 კვადრატული კილომეტრი |
მოსახლეობა | 313 814 (2010) |
ოფიციალური საიტი | https://www.sdm.go.kr |
ისტორია
რედაქტირებათანამედროვე სოდემუნგუს ტერიტორია ადამიანებით ჯერ კიდევ ქვის ხანაში იყო დასახლებული. სამი სახელმწიფოს პერიოდის დასაწყისში ტერიტორია ეკუთვნოდა პექჩეს სამეფოს, 475 წელს გადაეცა კოგურიოს, ხოლო 553 წელს იგი გახდა სილას სამმეფოს ნაწილი.
1940 წლის 1 ივლისს, იაპონიის კოლონიური მმართველობის პერიოდში, შეიქმნა კეიძეს დასავლეთის ადმინისტრაციული რეგიონი, სეულში. 1943 წლის 1 აპრილს ტერიტორიას ოფიციალურად ეწოდა „სოდემუნი“.
1949 წლის 13 აგვისტოს კოიანის ოლქის ტერიტორიის ნაწილი, რომელიც შედიოდა კიონგიდოს პროვინციაში, გადაეცა სეულს. 1955 წლის 18 აპრილს, ადმინისტრაციული რეფორმის შემდეგ (რაიონის დაყოფა გუ შეიცვალა ტონებად) სოდემუნგუს სტრუქტურაში 53 ტონა იყო.
1962-დან 2008 წლამდე რაიონმა რამდენჯერმე შეიცვალა შიდა სტრუქტურა და ტონების რაოდენობა მერყეობდა 54-დან (1962 წლიდან) 21-მდე (2008 წლის დასაწყისში).
1979 წლის 1 ოქტომბერს სოდაემუნგუდან 16 ტონა გამოიყო, რომელმაც შექმნა ინპჰიონგუს ტერიტორია.
2008 წლის 6 მაისს განხორციელდა ტონების კიდევ ერთი რეორგანიზაცია და მათი რიცხვი შემცირდა 14-მდე (სოდემუნგუს არეალის შეცვლის გარეშე).
საერთი მახასიათებლები
რედაქტირებარაიონის ტერიტორიაზე სრულად ან ნაწილობრივ განლაგებულია ხუთი მთა: ანსანი (კორ. 안산), ინვანსანი (კორ. 인왕산), კუნდონსანი (კორ. 궁 동산), პუგჰანსანის მთის ფერდობების ნაწილი (კორ. 북 한산).
სოდემუნგუ იკავებს სეულის მთლიანი ფართობის 2,9%-ს (17,6 კმ²), ხოლო ტერიტორიის 87,2% (15,35 კმ²) საცხოვრებელ ადგილებს წარმოადგენს, რაც სოდემუნგუს აქცევს სეულის ტიპურ საცხოვრებელ ზონად, მიუხედავად მისი ქალაქთან სიახლოვისა. რაიონის ტერიტორიის 11,1% ანუ 1,96 კმ² არის გამოყოფილი მწვანე ზონისთვის, ხოლო 1,7% ანუ 0,29 [[კმ²] კომერციული და სამრეწველო მიზნებისთვის.
განათლება
რედაქტირებარაიონში ფუნქციონირებს 46 საგანმანათლებლო დაწესებულება, საიდანაც 5 უნივერსიტეტია, 3 კოლეჯი, 38 სკოლა,[1] რომლებიდანაც ორი უცხოელებისთვისაა.[2]
სოდემუნში მდებარე უნივერსიტეტებია:
- იონსეს უნივერსიტეტი (კორ. 연세대 학교)
- იჰვას ქალთა უნივერსიტეტი (კორ. 이화 여자 대학교)
- კიონგის უნივერსიტეტი (კორ. 경기 대학교)
- მიონჯის უნივერსიტეტი (კორ. 명지대 학교)
- ჩჰუგეს ხელოვნების უნივერსიტეტი (კორ. 추계 예술 대학교)
- მეთოდისტური სასულიერო სემინარია (კორ. 감리교 신학 대학교)
ტრანსპორტი
რედაქტირებარაიონში სამი მეტრო ხაზის რვა სადგურია.[3]
სამხრეთ-აღმოსავლეთიდან ჩრდილო-დასავლეთის მიმართულებით ტერიტორიას კვეთს შიდასაქალაქო რგოლური გზატკეცილი (კორ. 내부 순환 도로), რომელიც გადაჭიმულია 40 კილომეტრზე მეტ მანძილზე მაპჰოგუდან სონდონგუმდე, ვრცელდება სამეფო სასახლეებისა და პრეზიდენტის რეზიდენციის ირგვლივ ჩონნოგუში და გადის სონბუკუს და ტონდემუნგუს ტერიტორიებზე.
ღირსშესანიშნაობები
რედაქტირებაპონვონსას ბუდისტური ტაძარი (კორეული 봉원사) - მდებარეობს ანსანის მთაზე. ის თავდაპირველად 889 წელს აშენდა, მაგრამ 1592 წელს, იმჯინის ომის დროს, იაპონიის ჯარებმა გადაწვეს. 1748 წელს ტაძარი ანსანის მთაზე გადაიტანეს და მდებარეობს ტონიპმუნისა და მუაკჩეს სადგურებთან ახლოს.
იონინმუნის კარიბჭის ორი ქვის სტელა (კორ. 영은문 주초) - იონინმუნის კარიბჭე აშენდა 1407 წელს პეკინიდან სეულისკენ მიმავალ გზაზე, რათა შეხვედროდა ჩინეთის მინის და ცინის დინასტიების დესპანებს. 1895 წელს ჩინეთმა და იაპონიამ ხელი მოაწერეს შიმონოსეკის ხელშეკრულებას, რომლის მიხედვითაც ჩინეთმა აღიარა კორეის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა, ხოლო მომდევნო წელს იონინმუნის კარიბჭე დაიშალა ქვის ქვედა ნაწილამდე. იმავე წელს იქვე აშენდა დამოუკიდებლობის კარიბჭე ტონიპმუნი.