სუვონი
სუვონი (კორ. 수원시?, 水原市) — კიონგიდოს პროვინციის დედაქალაქი და უდიდესი ქალაქი, სამხრეთი კორეა. მოსახლეობა დაახლოებით 1,2 მილიონია. ქალაქი სეულიდან სამხრეთით 30 კილომეტრში მდებარეობს. ზოგჯერ ქალაქს კორეული ფეხბურთის დედაქალაქად მოიხსენიებენ - სწორედ იქაა ყველაზე ცნობილი კორეული საფეხბურთო გუნდი სუვონის სამსუნგ ბლიუინგზი. სუვონშივე მდებარეობს სამსუნგის წამყვანი კვლევითი ცენტრები.
ქალაქი | |||
---|---|---|---|
სუვონი კორ. 수원 კორ. 水原 | |||
| |||
ქვეყანა | სამხრეთი კორეა | ||
პროვინცია | კიონგიდო | ||
შიდა დაყოფა | Gwonseon-gu, Yeongtong-gu, Jangan-gu და Paldal-gu | ||
კოორდინატები | 37°17′09″ ჩ. გ. 127°00′36″ ა. გ. / 37.28583° ჩ. გ. 127.01000° ა. გ. | ||
მერი | იომ ტჰეიონი | ||
ფართობი | 121.1 კმ² | ||
ცენტრის სიმაღლე | 66 მეტრი | ||
კლიმატის ტიპი | მუსონური | ||
მოსახლეობა | 1 234 300 (2020)[1] | ||
სასაათო სარტყელი | UTC+09:00 | ||
ოფიციალური საიტი | http://www.suwon.go.kr | ||
ისტორია
რედაქტირებასამი სამეფოს დროს, თანამედროვე სუვონის ტერიტორიაზე იყო დასახლება მოსუ, შემდგომში ცნობილი, როგორც მეჰოლი. სუვონმა თანამედროვე სახელი 1413 წელს მიიღო, ხოლო ქალაქის სტატუსი 1949-ში.
გეოგრაფია
რედაქტირებაქალაქი მდებარეობს კიონგიდოს ცენტრალურ ნაწილში. ჩრდილოეთით ესაზღვრება იივანი, დასავლეთით - ანიანი, აღმოსავლეთით - იონინი, ხოლო სამხრეთით - ჰვასონი. ლანდშაფტი უმტესად მთაგორიანია. ვხვდებით რამდენიმე ტბას, რომელთაგან უდიდესია ვანჩხონი. უმაღლესი წერტილი კი მთა კვანგიოსანია.
ეკონომიკა
რედაქტირებასუვონი კორეის ერთ-ერთი უდიდესი სამრეწველო ცენტრია. ეკონომიკის ძირითადი დარგებია: ელექტრონიკა, ტესქტილის მრეწველობა, ქიმიური მრეწველობა, მეტალურგია და სხვა. ქალაქის ბიუჯეტი წელიწადში 1 მილიარდ აშშ დოლარს აღწევს.
ცნობილი მაცხოვრებლები
რედაქტირება- პაკ ჩი-სონი – მანჩესტერ იუნაიტედის მეხბურთელი.
- ჩან ჰან-ნა - ცნობილი ვიოლონჩელისტი.
- ჩჰვე კი-სუ – k-pop ჯგუფ 24K-ს სოლისტი.
სიმბოლოები
რედაქტირება- ხე: ფიჭვი
- ყვავილი: აზალია
- სიმბოლო-თილისმა: განასახიერებს სიწმინდესა და ქალაქის სილამაზეს.
დაძმობილებული ქალაქები
რედაქტირება- იაპონია ასაჰიკავა, იაპონია (1989)
- ჩინეთი ძინანი, ჩინეთი (1993)
- ავსტრალია ტაუნსვილი, ავსტრალია (1997)
- ინდონეზია ბანდუნგი, ინდონეზია (1997)
- გერმანია ბერლინი, გერმანია (1997)
- რუმინეთი კლუჟ-ნაპოკა, რუმინეთი (1999)
- მექსიკა ტოლუკა, მექსიკა (1999)
- თურქეთი იალოვა, თურქეთი (1999)
- მაროკო ფესი, მაროკო (2003)
- ვიეტნამი ჰეიზიონგი, ვიეტნამი (2004)
- კამბოჯა სიემრეაპი, კამბოჯა (2004)
- ინდოეთი ჰაიდარაბადი, ინდოეთი (2005)
- რუსეთი ნიჟნი-ნოვგოროდი, რუსეთი (2005)
- ბრაზილია კურიტიბა, ბრაზილია (2006)
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ქალაქის საიტი
- ნიჟნი-ნოვგოროდთან დაძმობილებული ქალაქი სუვონი დაარქივებული 2017-05-03 საიტზე Wayback Machine.