ძინანი
ძინანი — სუბპროვინციული მნიშვნელობის ქალაქი აღმოსავლეთ ჩინეთში. შანდუნის პროვინციის მთავრობის ადგილსამყოფელი. მდებარეობს მდინარე ხუანხეს ნაპირზე, შანდუნის პროვინციის დასავლეთ ნაწილში, ჩინეთის დედაქალაქ პეკინიდან დაახლოებით 400 კილომეტრში. შანდუნის პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი. სარკინიგზო და საავტომობილო გზების კვანძი, დიდი გადასატვირთავი პუნქტი. რეზინის ნაწარმის დამზადების ერთ-ერთი მთავარი ცენტრი ჩინეთში.
ქალაქი | |
---|---|
ძინანი | |
ქვეყანა | ჩინეთი |
შიდა დაყოფა | Lixia District, Shizhong District, Huaiyin District, Tianqiao District, Licheng District, Changqing District, Pingyin County, Jiyang District, Shanghe County, Zhangqiu District, Q10926062?, Laiwu District და Gangcheng District |
კოორდინატები | 36°40′00″ ჩ. გ. 116°59′00″ ა. გ. / 36.66667° ჩ. გ. 116.98333° ა. გ. |
ფართობი | 10244.45 კმ² |
ცენტრის სიმაღლე | 23±1 მეტრი |
მოსახლეობა | 7,067,900 კაცი (2014) |
სასაათო სარტყელი | UTC+8 |
სატელეფონო კოდი | 0531 |
საფოსტო ინდექსი | 250000 |
ოფიციალური საიტი | jinan.gov.cn |
განლაგებულია შანდუნის პროვინციის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, მდინარე ხუანხეს ნაპირზე. ძინანის რელიეფი წარმოადგენს გადასასვლელ ზონას სამხრეთით ტაიშანის მასივიდან ჩრდილოეთით მდინარე ხუანხეს ხეობისაკენ. კირქვულ წარმონაქმნებში კარსტული წყლიანი ჰორიზონტები ჩამოდიან სამხრეთიდან ჩრდილოეთისაკენ და გამოსასვლელს აძლევენ მრავალრიცხოვან არტეზიულ წყაროებს, როგორც საკუთრივ ქალაქში, ისე მის მიდამოებში.
ქალაქი განლაგებულია გარდამტეხ ზონაში ნოტიო სუბტროპიკული კლიმატიდან კონტინეტურისაკენ. წელიწადში მკვეთრად არის გამოხატული ოთხი სეზონი. ძინანისთვის დამახასიათებელია მშრალი გაზაფხული, ცხელი და წვიმიანი ზაფხული, გრილი შემოდგომა, მშრალი და ცივი ზამთარი. საშუალოწლიური ტემპერატურა უდრის 14,6°С; ატმოსფერული ნალექების საშუაო წლიური რაოდენობა შეადგენს 670 მმ-ს. ნალექების დიდი ნაწილი მოდის ზაფხულის პერიოდში. ყველაზე ცივი და აგრეთვე მშრალი თვეა იანვარი, რომლის საშუალო ტემპერატურაა −0,4°C, ხოლო ატმოსფერული ნალექების საშუალო რაოდენობა 5,7 მმ. ზოგჯერ თოვს, თუმცა ჩვეულებრივ მეტად იშვიათად. ივლისი ყველაზე ცხელი და წვიმიანი თვეა, რომლის ტემპერატურაა 27,5 °C, ხოლო ნალექების რაოდენობა 201,3 მმ. მდინარე ხუანხეს გარდა, ძინანის ტერიტორიაზე გაედინება მრავალი პატარა მდინარე, რომელთა შორის უდიდესია მდინარე სიაოცინხე.
2005 წლის მონაცემებით, ძინანის საქალაქო ოლქის მოსახლეობა შეადგენდა 5,69 მილიონ ადამიანს, ამასთან ერთად, საქალაქო მოსახლეობა ითვილდა 2,54 მილიონ ადამიანს. 2010 წლის მოსახლეობის აღწერის მიხედვით, მოსახლეობა უდრიდა 6,81 მილიონს ადამიანს, რომელთა შორის 3,25 მილიონი საქალაქოა. ჩინელები (ხანი) შეადგენდნენ ქალაქის მოსახლეობის 98,3 %-ს. დარჩენილი ნაწილი წარმოადგენდა ხუეის და მანჯურიელებს. მოსახლეობის უმეტესი ნაწილი საუბრობს ძინანის დიალექტზე. გავრცელებულია აგრეთვე სტანდარტიზებული პუტუნხუა.
ქალაქიდან ჩრდილოეთით 1852 წელს მდინარე ხუანხეს ახალ კალაპოტში გადასვლის შემდეგ და მსხვილი სარკინიგზო კვანძის შემქნის შედეგად ძინანი გახდა სასოფლო-სამეურნეოს პროდუქციის წამმოების მსხვილი ბაზარი. შედეგად, ქალაქი ვითარდებოდა აგრეთვე როგორც ტექსტილისა და სამკერვალო წარმოების ცენტრი. აქ მდებარეობდა წისქვილები, ზეთსახდელები, ქაღალდის, ცემენტისა და ასანთის წარმოების ქარხნები. 1950-იან წლებში ქალაქის სიახლოვეს აშენდა მსხვილი მეტალურგიული კომბინატი და ქიმიური ქარხნები. 1970-იან წლებში შეიქმნა აგრეთვე სატვირთო მანქანებისა და სამშენებლო ტექნიკის წარმოების ქარხნები. შემდეგ წლებში აქტიურად ვითარდებოდა მაღალტექნოლოგიური დარგები: საყოფაცხოვრებო ტექნიკის, საინფორმაციო და ბიოინჟინერული ტექნოლოგიები. მუშაობს და შენდება რიცხვული პროგრამული მართვის დაზგების წამმოებს მრავალრიცხოვანი ქარხნები.
ქალაქი ძინანი მდებარეობს ორი დიდი რკინიგზის კვეთაზე. ერთ-ერთი მათგანი მიდის პეკინიდან შანხაიში, მიმართულებით ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ, ხოლო მეორე ძინანს აერთებს ცინდაოს პორტთან. სხვა ტოტები ძინანს აკავშირებენ ხანდანთან, დეჯოუსთან, ტაიანთან, ძინინთან, ძიბოსთან და სხვა. ძირითადი ავტოგზები, რომლებიც ქალაქზე გადიან არის: გოდაო № 104, № 220 და № 309.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ოფიციალური საიტი დაარქივებული 2006-10-04 საიტზე Wayback Machine.