ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ჯორჯე ბალაშევიჩი (სერბ. Ђорђе Балашевић / Đorđe Balašević; დ. 11 მაისი, 1953, ნოვი-სადი იგოსლავიის სფრ — გ. 19 თებერვალი, 2021, ნოვი-სადი, სერბეთი[1]) — სერბი და იუგოსლავი მომღერალი და სიმღერების ავტორი, ასევე მწერალი, პოეტი და რეჟისორი. ჯორჯემ კარიერა 1970-იან წლებში დაიწყო, ბენდ Rani Mraz-ის წევრად. ბენდნთან ერთად ბალაშევიჩმა ორი ალბომი გამოუშვა, მოგვიანებით კი სოლო კარიერა დაიწყო. პირველად პოპულარობა ჯორჯემ ჰიტით „"Računajte na nas“ მოიპოვა, რომელიც ზოგჯერ ამ თაობის ჰიმნადაც ითვლება. ის ასევე გამოირჩეოდა მარტივი ტექსტებით და პოეზიით.

ჯორჯე ბალაშევიჩი
სერბ. Ђорђе Балашевић
Đorđe Balašević

ჯორჯე ბალაშევიჩი 2010 წელს
ბიოგრაფია
დაბ. თარიღი 11 მაისი, 1953
დაბ. ადგილი ნოვი-სადი, სერბეთის სოციალისტური რესპუბლიკა, იუგოსლავიის სოციალისტური ფედერაციული რესპუბლიკა
გარდ. თარიღი 19 თებერვალი, 2021 (67 წლის)
გარდ. ადგილი ნოვი-სადი, სერბეთი
დასაფლავებულია ნოვი-სადი
ჟანრ(ებ)ი შანსონი, ქანთრი, ფოლკ-როკი, პოპ-მუსიკა, სოფტ-როკი
საქმიანობა მომღერალი, სიმღერების ავტორი,
ინსტრუმენტ(ებ)ი ვოკალი, გიტარა
აქტიური 1977–2021
ლეიბლ(ებ)ი ZKP RTLJ, Jugoton, PGP-RTB, Diskoton, UFA Media, Hi-Fi Centar, Salayka
ხელმოწერა
საიტი balasevic.com
ჯორჯე ბალაშევიჩი ვიკისაწყობში

იუგოსლავიის ომების დროს ბალაშევიჩი რეგიონში ომის წინააღმდეგი იყო, რის გამოც გაერომ მას გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის კეთილი ნების ელჩის სტატუსი უბოძა. ბალაშევიჩი პირველი სერბი იყო, რომელმაც სარაევოს ალყის შემდეგ სარაევოში იმღერა. ჯორჯე გახდა სლობოდან მილოშევიჩის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული კრიტიკოსი, რის გამოც მომღერალი ძალიან დიდი საფრთხის წინაშე იყო.[2] ბალაშევიჩის, როგორც მომღერლისა და პოეტის კარიერა წარმოატებული აღმოჩნდა: მოღვაწეოის პერიოდშ მან ჩაწერა 14 მუსიკალური ალბომი და დაწერა 8 წიგნი. მედია მას ხშირად მოიხსენიებს როგორც: „მუსიკალური ლეგენდა“ და „მარადმწვანე ჰიტების“ ავტორი.[3][4]

ადრეული წლები

რედაქტირება
 
ბალაშევიჩი ზაგრებში 2010 წელს

ჯორჯე ბალაშევიჩი დაიბადა სერბი მამის, იოვანისა და ვერონიკა დოლენეცის, ნახევრად უნგრელისა და ნახევრად ხორვატის ოჯახში. დედამიწი წარმოშობით რასინიადან, კოპრივნიცას მომდებარე დასახლებიდან იყო. მას ჰყავდა და, იასნა. ჯორჯეს ბაბუის გვარი იყო ბალაში, მაგრამ მეორე მსოფლიო ომის დროს მან გვარი შეიცვალა და გახდა ბალაშევიჩი მაგიარიზაციის (უნგრელიზაცია) შიშით.[5]

ახალგაზრდა ბალაშევიჩი გაიზარდა ნოვი-სადის იოვან ცვიიჩის სახელობის ქუჩაზე. ის ამ სახლში გარდაცვალებამდე ცხოვრობდა. ჯორჯემ ლექსების წერა ბავშვობაში დაიწყო. მან საშუალო სკოლაში სწავლის მესამე წელს სასწავლებელი მიატოვა, მაგრამ ატესტატი მაინც მიიღო და გეოგრაფიის შესასწავლად წინასწარი გამოცდებით უნივერსიტეტში ჩააბარა. მას უნივერსიტეტში სწავლა არ დაუსრულებია, სამაგიეროდ გადაწყვიტა დაეწყო მუსიკალური კარიერა და 1977 წელს შეუერთდა მუსიკალურ ჯგუფ Žetva-ს.[5] ამ ჯგუფის შემდეგ მან ჩამოაყალიბა ახალი ჯგუფი, სახელწოდებით: Rani Mraz.

პოლიტიკური პოზიციები

რედაქტირება

მისი ერთ-ერთი პირველი სიმღერა, „Računajte na nas“ პოლიტიკურად მოტივირებული იყო. ასევე პოლიტიკური იყო სიმღერა „Triput sam video Tita“ (მე ტიტო სამჯერ დავინახე). ამ სიმღერებმა იუგოლავიიზმისა და ტიტოიზმის მიმართ მის მხარდაჭერას გაუსვა ხაზი. 2018 წელს ჯორჯემ განაცხადა: „იუგოსლავია არ იყო კარგი, რადგან კარგი რომ ყოფილიყო ასე სისხლიანად არ დაიშლებოდა“.[6]

გასული საუკუნის 80-იანი წლების მეორე ნახევარში ბალაშევიჩი ხშირად აკრიტიკებდა ხელისუფლებას. ის იმედგაცურებას გამოთქვამდა იმაზე, რომ იუგოსლავიაში სისხლი იღვრებოდა. ჯორჯე ღიად აკრიტიკებდა ეთნიკურ ნაციონალიზმთან მიახლოებულ ფორმებს, რომელიც იგრძნობოდა ხორვატიაში, სლოვენიაში, სერბეთსა და ბოსნია და ჰერცეგოვინაში.[7]

პირადი ცხოვრება

რედაქტირება

ბალაშევიჩი მეუღლესთან, ოლივერასთან (ქალიშვილობის გვარი: სავიჩი, დაიბადა ზრენიანინში) ცხოვრობდა იმავე სახლში, ნოვი-სადში, სადაც დაიბადა. მისი მეუღლე ბალერინა იყო, რომელიც ეროვნული ტანვარჯიშის გუნდის წევრი იყო. მათ სამი შვილი: ქალიშვილები იოვანა (დაიბადა 1980 წელს, მსახიობი) და იელენა (დაიბადა 1984 წელს) და ვაჟი, ალექსა (დაიბადა 1994 წელს) ჰყავდათ. 2019 წლის 14 ნოემბერს ბალაშევიჩს დაუდგინდა მიოკარდიული ინფარქტი, რაზეც დარჩენილი ცხოვრების განმავლობაში მკურნალობდა.[8][9] სიცოცხლის განმავლობაში ჯორჯე თავს იუგოსლავიელად მიიჩნევდა.[10]

გარდაცვალება

რედაქტირება

ბალაშევიჩი გარდაიცვალა 2019 წლის 19 თებერვალს, ნოვი-სადში, პნევმონიის დიაგნოზით.[11][12] პნევმონიის გამომწვევ სავარაუდო მიზეზად კორონავირუსის პანდემია სახელდება.[13]

  1. Đorđe Balašević died (19 February 2021). ციტირების თარიღი: 19 February 2021
  2. „Crowds across ex-Yugoslavia republics mourn singer's death“. Reuters (ინგლისური). Reuters. 20 February 2021. ციტირების თარიღი: 6 March 2021.
  3. Legendary Serbian Singer Djordje Balasevic Dies Of Coronavirus en. ციტირების თარიღი: 6 March 2021
  4. „Sahranjen Đorđe Balašević - Panonski mornar koji je "pesmom spasavao svet". BBC News na srpskom (სერბული). BBC. BBC. ციტირების თარიღი: 6 March 2021.
  5. 5.0 5.1 Đorđe Balašević Biografija sr-ec (1 June 2016). ციტირების თარიღი: 19 February 2021
  6. Balašević odbio da peva o Titu: Jugoslavija nije valjala sr-ec (10 March 2018). ციტირების თარიღი: 19 February 2021
  7. Balašević ponovo meta "žute štampe" sh. ციტირების თარიღი: 19 February 2021
  8. Đorđe Balašević imao infarkt, ugrađeni mu stentovi. ციტირების თარიღი: 16 November 2019
  9. Đorđe Balašević imao infarkt: "Ugrađeni su mu stentovi, ali se oseća dobro" sr-el. ციტირების თარიღი: 16 November 2019
  10. Vijesti. Balašević: Nisam Srbin nego Jugosloven sr. ციტირების თარიღი: 20 February 2021
  11. Preminuo Đorđe Balašević sr. B92 (19 February 2021).
  12. Preminuo Đorđe Balašević sr. Danas (19 February 2021).
  13. „Legendary Serbian Singer Djordje Balasevic Dies Of Coronavirus“. RadioFreeEurope/RadioLiberty (ინგლისური). ციტირების თარიღი: 28 March 2021.