ჯორდან პიტერსონი
ჯორდან ბერნტ პიტერსონი (ინგლ. Jordan Peterson; დ. 12 ივნისი, 1962) — კანადელი კლინიკური ფსიქოლოგი და ფსიქოლოგიის პროფესორი ტორონტოს უნივერსიტეტში. მისი სწავლების სფეროებია პათოფსიქოლოგია, სოციალური ფსიქოლოგია და პიროვნების ფსიქოლოგია. მისი ინტერესის სფეროებია რელიგიის ფსიქოლოგია და ფსიქოიდეოლოგიური რწმენა,[5] პიროვნებისა და საკუთარი თავის წარდგენის ფსიქოლოგია.[6]
ჯორდან პიტერსონი | |
---|---|
ინგლ. Jordan Peterson | |
დაბ. თარიღი | 12 ივნისი, 1962[1] (62 წლის) |
დაბ. ადგილი | ედმონტონი[2] |
მოქალაქეობა | კანადა |
საქმიანობა | clinical psychologist, უნივერსიტეტის პროფესორი, cultural critic, მწერალი, პოდკასტერი, იუტუბერი, ინტერნეტის ვარსკვლავი და ფსიქოლოგი[3] |
მუშაობის ადგილი | ტორონტოს უნივერსიტეტი, მაკგილის უნივერსიტეტი და ჰარვარდის უნივერსიტეტი |
ალმა-მატერი | ალბერტის უნივერსიტეტი, მაკგილის უნივერსიტეტი და Grande Prairie Regional College |
სამეცნიერო ხარისხი | ფილოსოფიის დოქტორი[4] |
მეუღლე | Tammy Peterson |
მამა | Walter Peterson |
დედა | Beverley Peterson |
შვილ(ებ)ი | Mikhaila Peterson და Julian Peterson |
გავლენა მოახდინეს | |
ხელმოწერა | |
საიტი | jordanbpeterson.com |
პიტერსონი სწავლობდა ალბერტასა და მაკგილის უნივერსიტეტებში. მან მიიღო დოქტორის ხარისხი მაკგილის უნივერსიტეტში 1991-1993 წლებში მანამ, სანამ წავიდოდა ჰარვარდის უნივერსიტეტში, სადაც თავდაპირველად დამხმარე ასისტენტი იყო, შემდგომში კი ფსიქოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი გახდა.[7][8] 1998 წელს პიტერსონი დაბრუნდა კანადაში. აქ ის ფსიქოლოგიის დეპარტამენტის წევრი გახდა ტორონტოს უნივერსიტეტში, რომელშიც დღეს სრული პროფესორია.
პიტერსონის პირველი წიგნი: „მნიშვნელობის რუკები“, გამოქვეყნდა 1999 წელს, ის შეიცავს რამდენიმე აკადემიურ სფეროს, რისი მეშვეობითაც აღწერს რწმენისა და მითების სისტემათა სტრუქტურებს, მათ როლს ადამიანის ემოციების რეგულაციაში, ფსიქოლოგიური მნიშვნელობის, საფუძვლის შექმნაში. ამასთან ისინი განხილულია, როგორც გენოციდის მოტივატორი.[9][10][11] მისი მეორე წიგნი, „ცხოვრების 12 წესი“, გამოიცა 2018 წლის იანვარში.[7][12][13]
2016 წელს, პეტერსონმა გამოუშვა YouTube ვიდეოების სერია, რომლებშიც აკრიტიკებს კანდის მთავრობის პოლიტკორექტულობას სიტყვის თავისუფლების ფარგლებში. მას დიდ მხარდაჭერას უცხადებს მედიაც, რომლის მიმართ თავად პიტერსენს როგორც ლოიალურ ასევე კრიტიკულ დამოკიდებულებას ამჟღავნებს.[7][12][13]
განათლება
რედაქტირებამას შემდეგ, რაც პიტერსონმა დაამთავრა ფაირვიუს სკოლა 1979 წელს, ის ჩაირიცხა გრანდ პრაირის რეგიონალურ კოლეჯში რათა ესწავლა პოლიტიკის მეცნიერება და ინგლისური ლიტერატურა და ინგლისური ლიტერატურა.[5] მოგვიანებით ის გადავიდა ალბერტას უნივერსიტეტში, სადაც მან მიიღო ხელოვნების ბაკალავრის ხარისხი პოლიტიკის მეცნიერებაში 1982 წელს. ამის შემდეგ მან ერთი წელი დაუთო ევროპაში მოგზაურობს. აქ მან გაიღრმავა ინტერესები ფსიქოლოგიის სფეროში, კონკრეტულად კი ცივი ომისა და XX საუკუნის ევროპული ტოტალიტარიზმის გარშემო[5][14] გარკვეული პერიოდი ის იტანჯებოდა კოშმარებით, რისი მიზეზიც ბირთვული ომით მიღებული შთაბეჭდილებები იყო. შედეგად, მან აქტიურად დაიწყო მუშაობა ბოროტების თემატიკაზე, იმ მაქსიმალურ სისასტიკეზე, რასაც ადამიანი სჩადის მოცულობა. ის აქტიურად იკვლევდა კარლ გუსტავ იუნგის, ფრიდრიხ ნიცშეს, ალექსანდრე სოლჟენიცინისა და ფიოდორ დოსტოევსკის შემოქმედებას.[14] მოგზაურობის შემდეგ ის დაბრუნდა ალბერტას უნივერსიტეტში და მიიღო ბაკალავრის ხარისხი ფსიქოლოგიაში, 1984 წელს. 1985 წელს, ის გადავიდა მონრეალში და ჩაირიცხა მაკგილის უნივერსიტეტში. აქ მან მიიღო ფსიქოლოგიის დოქტორის ხარისხი კლინიკურ ფსიქოლოგიაში. აქ ის 1993 წლის ივნისამდე მუშაობდა სადოქტორო ნაშრომზე.[5][15]
პირადი ცხოვრება
რედაქტირება1989 წელს ჯორდან პიტერსონი დაქორწინდა ტამი რობერტსზე. მათ ჰყავთ ერთი ვაჟი და ერთი ქალიშვილი.
პოლიტიკურად, პიტერსონმა თავი კლასიკურ ბრიტანელ ლიბერალად დაასახელა,[16][14] მისი თქმით სიცრუეა მოსაზრება, რომ ის მარჯვენა ფრთას განეკუთვნება.ის პრაგმატისტი ფილოსოფოსია. 2017 წელს მიცემულ ინტერვიუში მან საკუთარი რელიგიის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ ის ქრისტიანია.[17] პიტერსონი ამბობს, რომ მისი პოზიცია აგნოსტიკურია ღვთის არსებობისადმი და მისი დამოკიდებულება ქრისტიანობისადმი მეტადაა დამყარებული ეთიკურ მნიშვნელობებსა და მიზეზებზე.[18] მან პირადი კონცეპტუალიზაცია ქრისტიანობისადმი რადიკალურად გამიჯნა იმისგან, რაც საქვეყნოდაა აღარებული, თქვა, რომ ქრისტიანის ეთიკური პასუხისმგებლობაა დაემსგავსოს ქრისტეს. როდესაც პიტერსონს ჰკითხეს სჯეროდა თუ არა ღმერთის არსებობის, მან უპასუხა: „ჩემი აზრით, პირდაპირი პასუხი ამ შეკითხვაზე იქნება არა, მაგრამ ვშიშობ, ის შესაძლოა არსებობდეს“. „The Spectator“-ისთვის მიცემულ ინტერვიუში, ტიმ ლოთმა გნაცხადა, რომ პიტერსონი ინსპირირებულია კარლ გუსტავ იუნგისეული ფილოსოფიით, და აქვს ქრისტიანი ეგზისტენციალისტების მსგავსი შეხედულებები. ლოთმა ასევე თქვა, რომ იტერსონი დიდ პატივს სცემს დაოიზმს, რადგან მისი მიხედვით ცხოვრება არის განსაცდელი ქაოსსა და წესრიგს შორის, და მიიჩნევს, რომ ცხოვრება არ იქნებოდა ასეთ მრავალფეროვანი ამ ორის გარეშე.
2000 წლიდან, პიტერსონმა დაიწყო საბჭოთა ხელოვნების ნიმუშების შეგროვება. მისი სახლის კედლები დაფარულია სწორედ ამ ნამუშევრებით, რომელსაც ის ინახავს იმ ურთიერთობის სიმბოლოდ, რაც ტოტალიტარულ სახელმწიფოსა და ხელოვნებას შორის არსებობდა, პროპაგანდა რომლის მეშვეობითაც იდეალისტური შეხედულებები ძალადობად და შიშად გენერირდებოდა. 2016 წელს, პიტერსონი გახდა ჩარლზ ჯოზეფის გაფართოებული ოჯახის წევრი, ხელოვანის, რომელმაც მას ზზედმეტსახელად „Alestalagie“ („დიადი მძებნელი“) უწოდა.[19] 2016 წლიდან, პიტერსონი იცავს მკაცრ დიეტას მხოლოდ ხორცითა და ზოგიერთი ბოსტნეულით, რათა გაეკონტროლებინა დეპრესია და ავტოიმუნური პრობლემები, მათ შორის ფსორიაზი და უვეიტი.[20]
ბიბლიოგრაფია
რედაქტირებაწიგნები
რედაქტირება- Peterson, Jordan B. (1999). Maps of Meaning: The Architecture of Belief. Routledge. ISBN 0-415-92222-4.
- Peterson, Jordan B. (2018). 12 Rules for Life: An Antidote to Chaos. Penguin Random House. ISBN 0-345-81602-1.
- Peterson, Jordan B. (2021). Beyond Order: 12 More Rules for Life. Penguin Random House. ISBN 978-0-735-27833-2.
სტატიები პრესაში
რედაქტირება- Top 15 most cited academic papers from Google Scholar and ResearchGate:
- Peterson J. B.; Rothfleisch J.; Zalazo P.; Pihl R. O. (1990). „Acute alcohol intoxication and cognitive functioning“. Journal of Studies on Alcohol and Drugs. 51 (2): 114–122. doi:10.15288/jsa.1990.51.114. ტექსტი „Journal of Studies on Alcohol“ იგნორირებულია (დახმარება)
- Pihl R. O.; Peterson J. B.; Finn P. R. (1990). „Inherited Predisposition to Alcoholism: Characteristics of Sons of Male Alcoholics“. Journal of Abnormal Psycholog. 99 (3): 291–301. doi:10.1037/0021-843X.99.3.291.
- Pihl R. O.; Peterson J. B.; Lau M. A. (1993). „A biosocial model of the alcohol-aggression relationship“. Journal of Studies on Alcohol and Drugs. 11 (11): 128–139. doi:10.15288/jsas.1993.s11.128. ტექსტი „Journal of Studies on Alcohol, Supplement“ იგნორირებულია (დახმარება)
- Stewart S. H.; Peterson J. B.; Pihl R. O. (1995). „Anxiety sensitivity and self-reported alcohol consumption rates in university women“. Journal of Anxiety Disorders. 9 (4): 283–292. doi:10.1016/0887-6185(95)00009-D.
- Peterson J. B.; Smith K. W.; Carson S. (2002). „Openness and extraversion are associated with reduced latent inhibition: replication and commentary“. Personality and Individual Differences. 33 (7): 1137–1147. doi:10.1016/S0191-8869(02)00004-1.
- DeYoung C. G.; Peterson J. B.; Higgins D. M. (2002). „Higher-order factors of the Big Five predict conformity: Are there neuroses of health?“. Personality and Individual Differences. 33 (4): 533–552. doi:10.1016/S0191-8869(01)00171-4.
- Carson S. H.; Quilty L. C.; Peterson J. B. (2003). „Decreased Latent Inhibition Is Associated With Increased Creative Achievement in High-Functioning Individuals“. Journal of Personality and Social Psycholog]. 85 (3): 499–506. doi:10.1037/0022-3514.85.3.499.
- DeYoung C. G.; Peterson J. B.; Higgins D. M. (2005). „Sources of openness/intellect: cognitive and neuropsychological correlates of the fifth factor of personality“. Journal of Personality. 73 (5): 825–858. doi:10.1111/j.1467-6494.2005.00330.x.
- Carson S. H.; Quilty L. C.; Peterson J. B. (2005). „Reliability, Validity, and Factor Structure of the Creative Achievement Questionnaire“. Creativity Research Journal. 17 (1): 37–50. doi:10.1207/s15326934crj1701_4.
- Mar R. A.; Oatley K.; Hirsh J. B.; Paz J. D.; Peterson J. B. (2006). „Bookworms versus nerds: Exposure to fiction versus non-fiction, divergent associations with social ability, and the simulation of fictional social worlds“. Journal of Research in Personality. 40 (5): 694–712. doi:10.1016/j.jrp.2005.08.002.
- DeYoung C. G.; Quilty L. C.; Peterson J. B. (2007). „Between Facets and Domains: 10 Aspects of the Big Five“. Journal of Personality and Social Psychology. 93 (5): 880–896. doi:10.1037/0022-3514.93.5.880.
- Mar R. A.; Oatley K.; Peterson J. B. (2009). „Exploring the link between reading fiction and empathy: Ruling out individual differences and examining outcomes“. The European Journal of Communication Research. 34 (4): 407–429. doi:10.1515/COMM.2009.025.
- Hirsh J. B.; DeYoung C. G.; Xu X.; Peterson J. B. (2010). „Compassionate Liberals and Polite Conservatives: Associations of Agreeableness With Political Ideology and Moral Values“. Personality and Social Psychology Bulletin. 95 (2): 655–664. doi:10.1177/0146167210366854.
- Morisano D.; Hirsh J. B.; Peterson J. B.; Pihl R. O.; Shore B. M. (2010). „Setting, elaborating, and reflecting on personal goals improves academic performance“. Journal of Applied Psychology. 36 (5): 255–264. doi:10.1037/a0018478.
- Hirsh J. B.; Mar R. A.; Peterson J. B. (2012). „Psychological Entropy: A Framework for Understanding Uncertainty-Related Anxiety“. Psychological Review. 119 (2): 304–320. doi:10.1037/a0026767.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Catalogue of the Library of the Pontifical University of the Holy Cross
- ↑ https://www.thestar.com/news/insight/2018/03/16/jordan-peterson-is-trying-to-make-sense-of-the-world-including-his-own-strange-journey.html
- ↑ Czech National Authority Database
- ↑ Peterson, Jordan B.
- ↑ 5.0 5.1 5.2 5.3 Tucker, Jason; VandenBeukel, Jason (December 1, 2016). „‘We’re teaching university students lies’ – An interview with Dr Jordan Peterson“. C2C Journal.
- ↑ Meaning Conference. International Network on Personal Meaning (July 2016). დაარქივებულია ორიგინალიდან — November 13, 2017.
- ↑ 7.0 7.1 7.2 Bartlett, Tom (January 17, 2018). „What’s So Dangerous About Jordan Peterson?“. The Chronicle of Higher Education. ციტირების თარიღი: January 19, 2018.
- ↑ Lambert, Craig (September 1998). „Chaos, Culture, Curiosity“. Harvard Magazine. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-03-08. ციტირების თარიღი: 2018-08-20.
- ↑ McCord, Joan (2004). Beyond Empiricism: Institutions and Intentions in the Study of Crime. Transaction Publishers, გვ. 178. ISBN 978-1-4128-1806-3.
- ↑ Ellens, J. Harold (2004). The Destructive Power of Religion: Models and cases of violence in religion. Praeger, გვ. 346. ISBN 978-0-275-97974-4.
- ↑ Gregory, Erik M.; Rutledge, Pamela B. (2016) Exploring Positive Psychology: The Science of Happiness and Well-Being. ABC-CLIO, გვ. 154. ISBN 978-1-61069-940-2.
- ↑ 12.0 12.1 Blatchford, Christie (January 19, 2018). „Christie Blatchford sits down with "warrior for common sense" Jordan Peterson“. National Post. ციტირების თარიღი: January 19, 2018.
- ↑ 13.0 13.1 Lott, Tim (January 21, 2018). „Jordan Peterson: ‘The pursuit of happiness is a pointless goal’“. The Observer. ციტირების თარიღი: January 21, 2018.
- ↑ 14.0 14.1 14.2 Lott, Tim (September 20, 2017). „Jordan Peterson and the transgender wars“. The Spectator. დაარქივებულია ორიგინალიდან — აპრილი 21, 2019. ციტირების თარიღი: November 11, 2017.
- ↑ Staff writer(s). (August 14, 2016) Biography: Jordan Peterson.
- ↑ Kovach, Steve (August 12, 2017). „Silicon Valley's liberal bubble has burst, and the culture war has arrived“. Business Insider. ციტირების თარიღი: November 11, 2017. ციტატა: „classic British liberal Jordan B. Peterson“
- ↑ Am I Christian? – Timothy Lott and Jordan B Peterson. Jordan B Peterson clips. YouTube (August 1, 2017). ციტატა: „Interviewer: Quick question, are you a Christian? Peterson: I suppose the most straight-forward answer to that is yes, although I think it's… it's… let's leave it at "yes".“
- ↑ Kelman, Andrew (January 31, 2018). „Walking the Tightrope Between Chaos and Order—An Interview with Jordan B Peterson“. Quillette. ციტირების თარიღი: January 31, 2018.
- ↑ Jago, Robert (March 22, 2018). „The Story Behind Jordan Peterson’s Indigenous Identity“. The Walrus. ციტირების თარიღი: May 22, 2018.
- ↑ Mance, Henry (June 1, 2018). „Jordan Peterson: ‘One thing I’m not is naive’“. Financial Times. ციტირების თარიღი: June 13, 2018.