ჯონ ჯონ გუქი (კორ. 전정국 დ. 1 სექტემბერი 1997, პუსანი, სამხრეთი კორეა) — სამხრეთ კორეელი მომღერალი და მოცეკვავე. ცნობილ ბოიბენდ BTS-ის ვოკალისტი, მოცეკვავე და ყველაზე პატარა წევრი.

ჯონ ჯონ გუქი

ბიოგრაფია
ნამდვილი სახელი 전정국
აგრეთვე ცნობილი როგორც Jungkook
დაბ. თარიღი 1 სექტემბერი, 1997 (1997-09-01) (27 წლის)
დაბ. ადგილი პუსანი, სამხრეთი კორეა
წარმოშობა სამხრეთ კორეის დროშა სამხრეთი კორეა
ჟანრ(ებ)ი K-pop, ჰიპ-ჰოპი, რიტმ-ენდ-ბლუზი
საქმიანობა მომღერალი, მოცეკვავე
აქტიური 2013 - დღემდე
ლეიბლ(ებ)ი
  • Big Hit Entertainment
  • Pony Canyon
წევრები ჯინი
ჯეი ჰოუპი
RM
შუგა
ჯიმინი
ვი
ჯონ გუქი
ხელმოწერა
ჯონ ჯონ გუქი ვიკისაწყობში

ბიოგრაფია

რედაქტირება

13 წლის ასაკში ჯონ გუქი შეირჩა შოუზე Superstar K2, თუმცა ფინალამდე ვერ მიაღწია. ამის შემდეგ მან მოსმენები რვა სხვადასხვა კომპანიაში გაიარა და საბოლოოდ არჩევანი Big Hit-ზე შეაჩერა, რადგანაც იქ იყო Rap Monster[1]. 14 წლის ასაკში ის გააგზავნეს Movement Lifestyle აკადემიაში, სადაც სხვადასხვა სტილის ცეკვას შეისწავლიდა.

2017 წლის 7 თებერვალს დაამთავრა ხელოვნების სკოლა სეულში.

2013 წლის 13 ივნისს შედგა ჯონ-გუქის დებიუტი, როგორც BTS-ის წევრის, სინგლით „No More Dream“, ალბომიდან „2 Cool 4 Skool“[2]. ასევე ის გახდა ბევრი სიმღერისა და დისკოგრაფიის ავტორი. 2016 წლის 10 ოქტომბერს გამოქვეყნდა ჯგუფის ალბომი Wings.

სოლო შემოქმედება

რედაქტირება

ჯონ გუქი აქვეყნებს ქოვერებს SoundCloud-ზე. მან უკვე შეასრულა შემდეგი სიმღერები: ტორი კელის „Paper Hearts“, ადამ ლევინის „Lost Stars“, ჯასტინ ბიბერის „Purpose“ და „Nothing Like Us“ 2013 წლის 13 ივნისს შედგა ტაე-ჰიუნგის დებიუტი, როგორც BTS-ის წევრის, სინგლით „No More Dream“, ალბომიდან „2 Cool 4 Skool“.[3]

ჯილდოები და ნომინაციები

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. The idol that was scouted by 8 different entertainment companies. Koreaboo. ციტირების თარიღი: February 9, 2017.
  2. Bangtan Boys MV "No More Dream" Lacks Reality. Seoul Beats. ციტირების თარიღი: February 9, 2017.
  3. BTS Jungkook ‘We Don’t Talk Anymore’ Cover Fuels Collaboration Rumors As Charlie Puth Follows Band’s Twitter Account. The Bit Bag. დაარქივებულია ორიგინალიდან — თებერვალი 11, 2017. ციტირების თარიღი: February 9, 2017.