Koreanischer Name გაითვალისწინეთ: ეს არის სტატია ადამიანზე, რომლის სახელი და გვარი დაკავშირებულია კორეასთან. კორეაში არსებული ტრადიციის შესაბამისად, პირველ ადგილზე იწერება გვარი, ხოლო შემდეგ — სახელი.
გაითვალისწინეთ, რომ ამ ადამიანის გვარი არის
მინ, ხოლო სახელი — იუნ გი.

მინ იუნ გი (კორ. 민윤기 დ. 9 მარტი, 1993, დეგუ, სამხრეთი კორეა, ცნობილი, როგორც შუგა) — სამხრეთ კორეელი რეპერი, სიმღერების ავტორი და მუსიკალური პროდიუსერი, ჰიპ-ჰოპ ჯგუფ BTS-ის წამყვანი რეპერი. 2016 წლის აგვისტოში მან გამოუშვა თავისი პირველი სოლო მიქსფირი Agust D.

მინ იუნ გი

ბიოგრაფია
აგრეთვე ცნობილი როგორც შუგა, Agusta D
დაბ. თარიღი 9 მარტი, 1993 (1993-03-09) (31 წლის)
დაბ. ადგილი ტეგუ, სამხრეთი კორეა
წარმოშობა სამხრეთ კორეის დროშა სამხრეთი კორეა
ჟანრ(ებ)ი K-pop, რეპი, ჰიპ-ჰოპი, რიტმ-ენდ-ბლუზი, ბალადა
საქმიანობა რეპერი
აქტიური 2010 - დღემდე
ლეიბლ(ებ)ი Big Hit Entertainment
წევრები ჯინი
ჯეი ჰოუპი
RM
შუგა
ჯიმინი
ვი
ჯონ-გუქი
ხელმოწერა
საიტი ibighit.com/bts/eng/discography/suga/
მინ იუნ გი ვიკისაწყობში

ბიოგრაფია

რედაქტირება

მინ იუნ-გი დაიბადა 9 მარტს 1993 წელს, დეგუში, სამხრეთი კორეა. ჰყავს ერთადერთი უფროსი ძმა[1]. ჯგუფში მის დებიუტამდე ის ანდერგრაუნდული პროდიუსერი იყო, სასცენო სახელით Gloss[2].

2013 წლის 13 ივნისს შედგა შუგას დებიუტი, როგორც BTS-ის წევრის, სინგლით „No More Dream“ , ალბომიდან 2 Cool 4 Skool[3].

იმავე წლის 9 დეკემბერს მას აღმოაჩნდა აპენდიციტი და ის იძულებული გახდა კორეაში დაბრუნებულიყო ოპერაციის გასაკეთებლად. გამომდინარე აქედან, ის ჯგუფთან ერთად რამდენიმე კონცერტზე არ გამოსულა[4].

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. BTS Profile. ibighit.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — მარტი 27, 2019. ციტირების თარიღი: November 28, 2016.
  2. [TRANS/PANN An idol who posted a post on Pann some years ago;;]. bts-trans.tumblr.com. ციტირების თარიღი: November 28, 2016.
  3. Bangtan Boys MV "No More Dream" Lacks Reality. Seoul Beats. ციტირების თარიღი: February 9, 2017.
  4. BTS’ Suga Reveals Details About His Emergency Surgery Experience. soompi.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — იანვარი 16, 2016. ციტირების თარიღი: November 28, 2016.