BTS (ჯგუფი)
BTS (კორ. 방탄소년단), აგრეთვე ცნობილი როგორც Bangtan Boys ან Beyond The Scene — შვიდი მონაწილისგან შემდგარი სამხრეთ კორეული ჯგუფი, რომელიც დააარსა კომპანია Big Hit Entertainment-მა. ჯგუფის დებიუტი შედგა 2013 წლის 13 ივნისს სიმღერით „No More Dream“. მათი პირველი ალბომია 2 Cool 4 Skool, რომლისთვისაც ჯგუფს მიენიჭა რამდენიმე ჯილდო წლის ახალი შემსრულებლის კატეგორიაში, მათ შორის – 2013 წლის Melon Music Awards-ზე, ოქროს დისკის დაჯილდოებასა და 2014 წლის სეულის მუსიკალურ დაჯილდოებაზე. ჯგუფმა განაგრძო მნიშვნელოვანი კარიერული აღმასვლა შემდგომი ალბომების საშუალებით – Dark & Wild (2014), The Most Beautiful Moment in Life, Part 2 (2015) და The Most Beautiful Moment In Life: Young Forever (2016)[3], მათი ბოლო ორი ალბომი კი „Billboard 200“-შიც მოხვდა. The Most Beautiful Moment In Life: Young Forever 2016 წლის Melon Music Awards-ზე წლის საუკეთესო ალბომად აღიარეს[4].
BTS | |
---|---|
ჯგუფი თეთრ სახლში, 2022. | |
ბიოგრაფია | |
აგრეთვე ცნობილი როგორც |
|
წარმოშობა | სეული, სამხრეთი კორეა |
ჟანრ(ებ)ი | |
აქტიური | 2013 | –დღემდე
ლეიბლ(ებ)ი |
|
წევრები | |
საიტი | bts.ibighit.com |
BTS ვიკისაწყობში |
ჯგუფის მეორე სრულმა ალბომმა Wings[5] (2016) „Billboard 200“-ში 26-ე ადგილი დაიკავა, რაც კორეული პოპის ჟანრის ალბომებს შორის ყველაზე დიდი მიღწევაა[6]. ამავდროულად, უშუალოდ სამხრეთ კორეაში Wings ყველაზე გაყიდვადი ალბომი გახდა Gaon Album Chart-ის ისტორიაში[7]. ჯამში გაიყიდა 1.5 მილიონზე მეტი ალბომი, რაც BTS-ის კარიერაში პირველი „მილიონიანი გაყიდვა“ იყო[8]. სულ მალე ამას მოჰყვა 2016 წლის Mnet Asian Music Awards-ზე წლის საუკეთესო შემსრულებლის ჯილდოც[9].
ჯგუფის უახლესმა ნამუშევარმა Love Yourself: Her (2017) მსოფლიოს 73 ქვეყანაში პირველი ადგილი დაიკავა iTunes-ში[10], ხოლო Billboard 200-ში – მე-7, რაც აზიელი შემსრულებლების ისტორიაში ყველაზე მაღალი ადგილია მუსიკალურ ჩარტებში[11]. ჯგუფმა აგრეთვე შეძლო ახალი ალბომის წამყვანი სინგლით „DNA“ Billboard Hot 100-ში მოხვედრა და თავდაპირველად 85-ე, შემდეგ კი 67-ე ადგილის დაკავება[12]. Love Yourself-ის 1.2 მილიონზე მეტი ასლი გაიყიდა გამოსვლიდან პირველივე თვეში, რითაც დისკა მოიპოვა Gaon-ის ჩარტის ისტორიაში ყველაზე გაყიდვადი ალბომის ტიტული და G.o.d-ის ალბომის შემდეგ (2001) გახდა ბოლო 16 წლის განმავლობაში ყველაზე გაყიდვადი კორეული ალბომი[13]. საერთო ჯამში, BTS-ს თავისი კარიერის მანძილზე მსოფლიო მასშტაბით დაახლოებით 5.5 მილიონი ალბომი აქვს გაყიდული.
BTS ცნობილია სოციალურ ქსელებში დიდი აქტიურობით, რის გამოც იგი 2016 წლის მარტში[14] „Forbes“-მა Twitter-ში შეტყობინებების სხვა მომხმარებელთა მიერ გაზიარებების მხრივ ყველაზე აქტიურ შემსრულებლად დაასახელა. ამის შემდეგ, Twitter-მა გამოუშვა პირველი K-Pop ემოჯი, რომელიც BTS-ს გამოსახავდა[15]. 2017 წელს BTS-მა გაიმარჯვა „Billboard Music Award“-ზე საუკეთესო სოციალური შემსრულებლის კატეგორიაში[16]. 2017 წლის ივნისში, ჟურნალმა „Time“ ჯგუფი დაასახელა ინტერნეტში 25 ყველაზე გავლენიან ადამიანს შორის[17]. BTS-ის მიღწევების დამსახურებით 2017 წელს ჯგუფი ასევე მოხვდა „Forbes Korea Power Celebrity“-ს სიის მე-5 ადგილზე – ეს არის სამხრეთ კორეელი ყველაზე გავლენიანი ცნობილი პიროვნებების ჩამონათვალი[18].
ჯგუფის სახელწოდება
რედაქტირებასახელი BTS არის აკრონიმი, ერთგვარი შემოკლება კორეული სახელისა „Bangtan Sonyeondan“ (კორ. 방탄소년단, ბანთან სონიონდან), ინგლისურად Bulletproof Boy Scouts, რაც სიტყვასიტყვით ნიშნავს „ტყვიაგაუმტარ ბოისკაუტებს“.
2017 წელს BTS-მა ჯგუფის ლოგოსა და ინგლისური სახელის რებრენდინგი გააკეთა, რის შემდეგაც ინგლისურად BTS-ის სახელი Beyond The Scene (ქართ. სცენის მიღმა)[19].
აღსანიშნავია, რომ როგორც K-Pop ინდუსტრიაშია მიღებული, BTS-ის ფანებს ოფიციალური სახელი აქვს - „არმია“. 2017 წელს კი კომპანიამ ფანების აღმნიშვნელი ლოგოც შექმნა, რომელიც ჯგუფის ლოგოს ერგება და საბოლოო ჯამში ერთ მთლიანობას, გუნდურობას გამოხატავს.
ისტორია
რედაქტირებადებიუტამდე
რედაქტირებაBig Hit Entertainment-მა 2010-2011 წლებში ჩაატარა კასტინგი სახელწოდებით „Hit It“, რომლის საშუალებითაც შეარჩიეს BTS-ის პირველი წევრები. წლების განმავლობაში ჯგუფის შემადგენლობა ბევრჯერ შეიცვალა და საბოლოოდ ჩამოყალიბდა 2012 წელს. დებიუტამდე ექვსი თვით ადრე ჯგუფის წევრებმა დაიწყეს საჯარო ცნობადობის მოპოვება Twitter-ის, ვიდეო-ბლოგების, ფან-კაფეს პოსტების, Youtube-სა და SoundCloud-ზე გამოქვეყნებული სიმღერების ქავერ-ვერსიების საშუალებით[20][21].
დებიუტამდე Rap Monster ანდერგრაუნდში მოღვაწეობდა და რამდენიმე სიმღერაც გამოუშვა, მათ შორის იყო Zico-სთან ერთად ჩაწერილიც[22][23]. ჯინი კინოხელოვნების ფაკულტეტის სტუდენტი იყო კონკუკის უნივერსიტეტში მანამ, სანამ ქუჩაში შემთხვევით არ შეამჩნიეს და კასტინგზე მიიწვიეს. შუგა, Rap Monster-ის მსგავსად, ტეგუში ანდერგრაუნდული რეპერი იყო[24]. ჯეი-ჰოუპი საკმაოდ აქტიური მოცეკვავე იყო და ქუჩის ცეკვების გუნდ „Neuron"-ის წევრიც[24]. Big Hit-ში მისვლამდე, ჯიმინი პუსანის ხელოვნების სკოლის საუკეთესო მოსწავლე იყო თანამედროვე ცეკვის მიმართულებით, მაგრამ მოგვიანებით სეულში, კორეის ხელოვნების სკოლაში გადავიდა V-სთან ერთად, რომელმაც მის მსგავსად გაიარა Big Hit-ის შერჩევა[25]. ჩონგუქს შვიდი სააგენტოსგან ჰქონდა მოწვევა მას შემდეგ, რაც Superstar K-ს კასტინგში მიიღო მონაწილეობა, თუმცა მან მოგვიანებით Big Hit აირჩია. როგორც თავად აღნიშნა, მასზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა Rap Monster-მა და სწორედ მის გამო გადაწყვიტა კომპანიის შეთავაზება მიეღო[26].
დებიუტი
რედაქტირება2013–2014: 2 Cool 4 Skool , O!RUL8, 2?, Skool Luv Affair , Dark & Wild
რედაქტირებაBTS-ის „სკოლის ტრილოგიის“ სერიიდან პირველი სადებიუტო ალბომი 2 Cool 4 Skool 2013 წლის 12 ივნისს გამოვიდა, წამყვანი სინგლით „No More Dream“[27][28]. ალბომმა რამდენიმე ჯილდო მიიღო, როგორც წლის საუკეთესო ახალმა შემსრულებელმა, მათ შორის 2013 წლის Melon Music Awards-ზე, Golden Disc Awards-სა და 2014 წლის Seoul Music Awards-ზე.
2013 წლის 11 სექტემბერს BTS-მა გამოუშვა ალბომი O!RUL8,2?, რომელიც შედგება 10 სიმღერისგან და „სკოლის ტრილოგიის“ მეორე ნაწილს წარმოადგენს. მესამე ნაწილ, EP Skool Luv Affair-ის დებიუტი კი 2014 წლის 12 თებერვალს შედგა, წამყვანი სინგლით „Boy in Luv (상남자)“[29], რომლის მუსიკალური ვიდეო 11 თებერვალს გამოქვეყნდა. ალბომმა ბილბორდის მსოფლიო ალბომების ჩარტში მე-3 ადგილი დაიკავა. BTS მსმენელს 6 აპრილს დაუბრუნდა ახალი მუსიკალური ვიდეოთი „Just One Day (하루만)“[30].
7 მარტს Big Hit Entertainment-მა გამოაცხადა, რომ სულ მალე BTS იაპონურ ალბომს გამოუშვებდა, რომელიც შედგებოდა უკვე არსებული სიმღერების იაპონური ვერსიებისგან. ალბომი 2 Cool 4 Skool გამოვიდა 23 აპრილს მისი წამყვანი სინგლი იყო იაპონურენოვანი „No More Dream“[31]. 14 ივნისს BTS-მა მონაწილეობა მიიღო რუსეთის ფესტივალში „ხიდი კორეისკენ“, რომლის მიზანიც იყო ამ ორ ქვეყანას შორის ტურიზმის გაძლიერება. ჯგუფი წარმოადგენდა ჟიურის K-Pop-ის ჟანრის ცეკვების ვერსიების კონკურსში და მოგვიანებით თავადაც გამოვიდა სცენაზე, 10 000 მაყურებლის წინაშე[32]. BTS ასევე დაესწრო KCON-ს ლოს-ანჯელესში, 2014 წლის 10 აგვისტოს[33].
19 აგვისტოს BTS-მა გამოუშვა პირველი სრული ფორმატის ალბომი Dark & Wild, რომელსაც თან ახლდა წამყვანი სიმღერის „Danger“ მუსიკალური ვიდეო. მოგვიანებით, 21 ოქტომბერს BTS-მა გამოუშვა კიდევ ერთი მუსიკალური ვიდეო სიმღერისთვის „War of Hormone (호르몬 전쟁)“[34], რომელიც ასევე ალბომში შედის. ჯამში ამ პერიოდში ჯგუფმა ალბომის 109 098 ეგზემპლარი გაყიდა.
იაპონიაში ჯგუფის კიდევ უფრო მეტად პოპულარიზებისთვის BTS-მა 24 დეკემბერს გამოუშვა იაპონური სტუდიური ალბომი Wake Up, რომელიც შეიცავდა არა მხოლოდ არსებული სიმღერების იაპონურ ვერსიებს, არამედ სპეციალურად იაპონიისთვის გამოშვებულ იაპონურენოვან სიმღერებს „Wake Up“ და „The Stars“[35].
2014 წელს ოქტომბერ-დეკემბერში ჯგუფს ჰქონდა პირველი სამითვიანი საკონცერტო ტურნე 2014 BTS Live Trilogy – Episode II: The Red Bullet, რომლის ფარგლებშიც ჩავიდა სამხრეთ კორეაში, ფილიპინებში, სინგაპურში, იაპონიაში, ტაილანდსა და მალაიზიაში[36]. 2014 წლის Mnet Asian Music Awards-ზე BTS ნომინირებული იყო კატეგორიებში Best Dance Performance და UnionPay Song Of The Year. ცერემონიალზე კი „Boy in Luv“-ის შესრულების გარდა ჰქონდათ ერთობლივი გამოსვლა Block B-სთან ერთად[37].
2015: The Most Beautiful Moment in Life, მსოფლიო ტურნე, გაზრდილი პოპულარობა და აღიარება
რედაქტირება2015 წელს ჯგუფის პოპულარობა უეცრად გაიზარდა, განსაკუთრებით უცხოურ ბაზარზე. წელი BTS-ისთვის სამი ჯილდოს მოგებით დაიწყო — Bonsang Award, Album Award და World Rookie Award.
2015 წლის 10-19 თებერვალს BTS-მა პირველად გამართა ტურნე იაპონიაში, სახელწოდებით Wake Up: Open Your Eyes[38] . ისინი წარდგნენ 25 000 ფანის წინაშე ტოკიოში, ოსაკაში, ნაგოიასა და ფუკუოკაში. 28 მარტს ჯგუფს მეორე სოლო კონცერტი ჰქონდა კორეაში, სახელწოდებით BTS Live Trilogy – Episode 1: BTS Begins[39].
29 აპრილს BTS დაუბრუნდა სცენას ახალი ალბომით ტრილოგიიდან, The Most Beautiful Moment in Life, Part 1. ივნისში ცნობილმა ამერიკულმა არხმა Fuse იგი 2015 წლის 27 საუკეთესო ალბომთა სიაში შეიყვანა[40]. 5 მაისს, ალბომის წამყვანმა სინგლმა „I Need U“ პირველი ადგილი მოიპოვა SBS MTV-ს The Show-ში[41], რაც BTS-ისთვის პირველი გამარჯვება იყო დებიუტის შემდეგ. საერთო ჯამში, The Most Beautiful Moment in Life, Part 1-ის 200 000-ზე მეტი ასლი გაიყიდა[42].
4 ივნისს BTS-მა იაპონიაში დებიუტის 1 წლის იუბილის აღსანიშნავად გამოუშვა მეოთხე იაპონური სინგლი „For You“ და თანმხლები მუსიკალური ვიდეო. სიმღერა გამოშვების დღესვე Oricon-ის დღის ჩარტის სათავეში მოხვდა და იმ დღესვე 42 611 ერთეულის სახით გაიყიდა[43]. 23 ივნისს ჯგუფმა კიდევ ერთი მუსიკალური ვიდეო გამოუშვა, სიმღერისთვის „Dope“, ალბომიდან The Most Beautiful Moment in Life, Part 1. იგი BTS-ის პირველი ვიდეოა, რომელმაც YouTube-ზე 100 მილიონი ნახვა დააგროვა[44] და წარმატების პიკს მიაღწია, როდესაც მოხვდა ბილბორდის მსოფლიო ციფრულ ჩარტში, მესამე პოზიციაზე, მიუხედავად იმისა, რომ ორი თვით ადრე იყო გამოშვებული[45].
BTS-მა გააგრძელა მსოფლიო ტურნე 2015 Live Trilogy Episode: The Red Bullet მალაიზიაში, ლათინურ ამერიკაში, ავსტრალიასა და აშშ-ში. ტურნე დასრულდა 29 აგვისტოს ჰონგ-კონგში[36]. ჯგუფმა მონაწილეობა მიიღო იაპონიაში Summer Sonic Festival-ის ტურნეში. 15 აგვისტოს ისინი ტოკიოში QVC Marine Field-ში გამოვიდნენ, 16 აგვისტოს კი ოსაკაში წარდგნენ მაყურებლის წინაშე[46][47].
ჯგუფი დაბრუნდა 30 ნოემბერს მეორე ალბომით ტრილოგიიდან, The Most Beautiful Moment in Life, Part 2. გაიმართა მხარდამჭერი სამდღიანი საკონცერტო ტურნე The Most Beautiful Moment in Life: On Stage, სადაც შესრულდა ალბომის წამყვანი სინგლი „Run“.[48]. თავად ალბომი „ბილბორდის მსოფლიო ალბომების“ სათავეში მოხვდა და რამდენიმე კვირით ეს პოზიცია ეკავა, შესაბამისად, BTS იყო პირველი K-pop ჯგუფი, რომელმაც ჩარტში ასეთ წარმატებას მიაღწია.[49] 2015 წლის Mnet-ის აზიური მუსიკის დაჯილდოებაზე კოლექტივს გადაეცა საუკეთესო მსოფლიო შემსრულებლის ჯილდო. ამ ღონისძიებაზე ჯგუფმა შეასრულა „Run“ და აგრეთვე ჰქონდა ერთობლივი გამოსვლა GOT7-თან. 8 დეკემბერს გამოიცა BTS-ის მეხუთე იაპონური სინგლი, „I Need U“-ს იაპონურენოვანი ვერსია.[50]
2016: The Most Beautiful Moment in Life: Young Forever, Youth და Wings
რედაქტირება15 მარტს BTS-მა გამოუშვა მეექვსე იაპონური სიმღერა „Run“[51]. 2 მაისს მან გამოუშვა საბოლოო ალბომი ტრილოგიიდან, The Most Beautiful Moment in Life: Young Forever. 7-8 მაისს ჩატარდა ორდღიანი კონცერტი სეულის Olympic Gymnastics Arena-ზე, რომელსაც 24 000 თაყვანისმცემელი დაესწრო[52]. შემდეგ ჯგუფმა მოაწყო აზიის ტურნე, რომლის ფარგლებშიც 144 000 ბილეთი გაიყიდა[53]. BTS-მა ასევე მიიღო მონაწილეობა ლოს-ანჯელესსა და ნიუ-იორკში გამართულ KCON-ში[54].
2016 წლის 7 სექტემბერს BTS-მა გამოუშვა მეორე იაპონური სტუდიური ალბომი Youth, რომლის გაყიდვებმაც 44 000-ს გადააჭარბა გამოშვების პირველივე დღეს და ალბომების დღიური გაყიდვების ჩარტში პირველი ადგილი დაიკავა იაპონიაში[55]. 2016 წლის ოქტომბერში „ბილბორდმა“ თავის Social 50-ში BTS ნომერ პირველად დაასახელა, რითიც იგი პირველი კორეული ჯგუფი გახდა, რომელიც ჩარტის სათავეში მოექცა[56]. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ჯგუფი 42 კვირის განმავლობაში არ თმობდა ჩარტის ლიდერობას[57].
10 ოქტომბერს BTS-მა გამოუშვა მეორე სრული სტუდიური ალბომი Wings, წამყვანი სინგლით „Blood Sweat & Tears“. ამ ალბომის წინასწარი შეკვეთების რაოდენობამ 500 000-ს მიაღწია პირველივე კვირაში[58]. ალბომი ასევე მოხვდა ბრიტანული ოფიციალური ალბომების ჩარტში, რაც ასევე ისტორიული მიღწევა იყო კორეელი შემსრულებლისთვის[59]. დისკმა აგრეთვე 26-ე ადგილი დაიკავა Billboard 200-ში, რითიც მან აშშ-ში ახალი რეკორდი დაამყარა და გახდა ჩარტში ყველაზე წარმატებული და გაყიდვადი K-Pop ალბომი. მანამდე იგივე რეკორდი დაამყარა 2NE1-ის Crush-მა 2014 წელს ჩარტში 61-ე ადგილით. BTS პირველი კორეელი შემსრულებელია, რომელიც Billboard 200-ში სამჯერ მოხვდა, Wings კი პირველი ალბომია, რომელიც ჩარტში ერთ კვირაზე მეტხანს იმყოფებოდა[60][61]. რამდენიმე დღის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ BTS მსოფლიო ალბომების, მსოფლიო ციფრული სინგლების და Social 50-ის ჩარტების სათავეებს ერთი კვირის განმავლობაში ლიდერობდა[6]. ისინი აგრეთვე მოხდნენ Youtube Music Global Top 100-ის სიაში მე-17 ადგილზე ვიდეო ჩარტებში, მე-6 ადგილზე შემსრულებლის ჩარტში და მე-14 ადგილას სიმღერების ჩარტში[62]. ალბომის წამყვან სინგლ „Blood Sweat & Tears“-ს „all-kill“ სტატუსი ჰქონდა, ანუ ყველა კორეულ ჩარტს ლიდერობდა[63]. მისმა მუსიკალურმა ვიდეომ გამოშვებიდან 24 საათში 6 მილიონი ნახვა დააგროვა და K-Pop ჯგუფის მიერ Youtube-ში 24 საათის განმავლობაში დაგროვილი ნახვების რაოდენობაში ახალი რეკორდი დაამყარა[64].
12-13 ნოემბერს BTS-მა გამართა შეხვედრა თაყვანისმცემლებთან Gocheok Sky Dome-ში, რომელსაც 38 000 ფანი დაესწრო[65]. 19 ნოემბერს ჯგუფმა გამოაცხადა მსოფლიო ტურნე Live Trilogy Episode III: The Wings Tour, რომელიც მოიცავდა ვიზიტებს სამხრეთ კორეაში, ჩილეში, ბრაზილიაში, აშშ-ში, ტაილანდში, ინდონეზიაში, ფილიპინებში, ჰონგ-კონგსა და ავსტრალიაში. ამავე დღეს BTS-მა მოიგო წლის ალბომის ჯილდო ალბომისთვის The Most Beautiful Moment in Life: Young Forever Melon Music-ის დაჯილდოებაზე. დებიუტის შემდეგ ეს BTS-ისთვის იყო პირველი მთავარი ჯილდო, ანუ გრანპრი[4]. 2016 წლის Mnet-ის აზიური მუსიკის დაჯილდოებაზე, 2 დეკემბერს BTS-მა მოიგო მეორე მთავარი ჯილდო - წლის შემსრულებლისთვის[9]. ამგვარად BTS პირველი შემსრულებელი გახდა, რომელმაც აიღო ეს ჯილდო და არ ეკუთვნოდა დიდი სამეულის კომპანიას (S.M, YG და JYP)[66].
2017: You Never Walk Alone და Love Yourself 承 'Her'
რედაქტირება2017 წლის თებერვალში BTS-მა მე-5 ადგილი დაიკავა ჟურნალ „Forbes“-ის Korea Power Celebrity-ს სიაში[67]. 13 თებერვალს მან ხელმეორედ გამოუშვა მეორე სრული სტუდიური ალბომი Wings, როგორც You Never Walk Alone. იგი 4 ახალ სიმღერას შეიცავდა. ალბომის წინასწარი შეკვეთების რაოდენობამ 700 000-ს გადააჭარბა[68][69]. წამყვანმა სინგლმა „Spring Day“ პირველი ადგილი დაიკავა მთავარ სამხრეთ კორეულ მუსიკალურ ჩარტებში, მაგრამ ამავე დროს, სიმღერის გამოშვებისთანავე, მსმენელთა გადაჭარბებული რაოდენობის გამო Melon-ის საიტი გაითიშა[70]. „Spring Day“-მ მე-15 ადგილი დაიკავა ამერიკული ბილბორდის Bubbling Under Hot 100 Singles ჩარტში. ეს მიღწევა განსაკუთრებული იყო იმის გამოც, რომ სიმღერა თითქმის მთლიანად კორეულ ენაზე იყო და ამერიკაში არანაირი პრომოუშენი არ ჰქონია[71]. „Spring Day“-მ პირველი პოზიცია დაიკავა Gaon Digital Chart-შიც[72][73]. მუსიკალური ვიდეომ გამოსვლიდან 24 საათში 9 მილიონ ნახვას მიაღწია[74] , რითაც BTS-მა საკუთარ რეკორდს აჯობა („Blood Sweat & Tears“ – 6 მილიონი), თუმცა ერთი კვირის შემდეგ გამოშვებულმა BTS-ის კიდევ ერთმა ახალმა ვიდეომ სიმღერისთვის „Not Today“ ამ რეკორდსაც აჯობა და 24 საათში 10 მილიონი ნახვა დააგროვა[75].
21 მაისს BTS-მა მოიგო Top Social Artist-ის ჯილდო Billboard Music Awards-ის ცერემონიალზე. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც კორეელმა შემსრულებელმა BBMA-ზე გაიმარჯვა[76].
BTS-მა 2017 წლის 18 სექტემბერს გამოუშვა მეხუთე მინიალბომი Love Yourself 承 'Her'[77]. მასში შედის „Best of M“, რომელიც ჯგუფმა The Chainsmokers-ის ენდრიუ ტეგარტთან ერთად ჩაწერა[78]. 25 სექტემბერს ახალი სიმღერის „DNA“ გამოშვების შემდეგ BTS პირველად მოხვდა Billboard Hot 100-ში, 85-ე ადგილზე. ეს ისტორიული ფაქტია ორი რამის გამო - BTS პირველი K-Pop ჯგუფია, რომელიც ამ ჩარტში მოხვდა, ხოლო „DNA“ პირველი კორეული სიმღერაა[79].
ჯგუფის წევრები
რედაქტირება- RM (კორ. 랩몬스터) - ნამდვილი სახელი კიმ ნამ-ჯუნი (კორ.:김남준), დაიბადა 1994 წლის 12 სექტემბერს ილსანში, სამხრეთი კორეა.
- ჯინი - Jin (კორ. 진) - ნამდვილი სახელი კიმ სოკ-ჯინი (კორ.:김석진), დაიბადა 1992 წლის 4 დეკემბერს კვაჩხონში, სამხრეთი კორეა.
- შუგა - Suga (კორ. 슈가) - ნამდვილი სახელი მინ იუნ-გი (კორ.:민윤기), დაიბადა 1993 წლის 9 მარტს დეგუში, სამხრეთი კორეა.
- ჯონ ჰო-სოკი - J-Hope (კორ. 제이홉) - ნამდვილი სახელი ჯონ ჰო-სოკი (კორ.:정호석), დაიბადა 1994 წლის 18 თებერვალს კვანჯუში, სამხრეთი კორეა.
- ჯიმინი - Jimin (კორ. 지민) - ნამდვილი სახელი პაკ ჯი მინი (კორ.:박지민), დაიბადა 1995 წლის 13 ოქტომბერს ბუსანში, სამხრეთი კორეა.
- ვი - V (კორ. 뷔) - ნამდვილი სახელი კიმ თე-ჰიონი (კორ.:김태형), დაიბადა 1995 წლის 30 დეკემბერს დეგუში, სამხრეთი კორეა.
- ჯონგუქი - (კორ. 정국) - ნამდვილი სახელი ჯონ ჯონ-გუკი (კორ.:전정국), დაიბადა 1997 წლის 1 სექტემბერს ბუსანში, სამხრეთი კორეა.
დისკოგრაფია
რედაქტირებაკორეული ალბომები
რედაქტირება- Dark & Wild (2014)
- Wings (2016)
- Love Yourself: Tear (2018)
- Map of the Soul: 7 (2020)
- Be (2020)
იაპონური ალბომები
რედაქტირებაიხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „BTS“ ვიკისაწყობში.
- ოფიციალური საიტი
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Glasby, Taylor. (დეკემბერი 13, 2016) The 20 best K-Pop tracks of the year. Dazed. ციტატა: „... seven-piece BTS have been cranking out close-to-the-bone lyrics and impressively melding hip hop, pop, electronica, and rock.“ ციტირების თარიღი: თებერვალი 15, 2017.
- ↑ シングル「血、汗、涙」を5月10日にリリース!. BTS Universal Music Japan Page. Universal Music LLC, Japan (მარტი 23, 2017). ციტირების თარიღი: მარტი 24, 2017.
- ↑ BTS Billboard Chart History. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-07-19. ციტირების თარიღი: 2016-07-19
- ↑ 4.0 4.1 Chung, Joo-won (19 ნოემბერი 2016). „BTS, EXO, TWICE top 2016 Melon Music Awards“. Yonhap News Agency. ციტირების თარიღი: 22 აპრილი 2017.
- ↑ Min, Susan (11 ოქტომბერი 2016). „BTS Sweeps 97 Charts on iTunes with ′Wings′“. Mwave. ციტირების თარიღი: 22 აპრილი 2017.
- ↑ 6.0 6.1 „BTS' 'Wings' Sets New U.S. Record for Highest-Charting, Best-Selling K-Pop Album“. Billboard. ციტირების თარიღი: 2016-10-19.
- ↑ KPOP NEWS – BTS' 'Wings' Becomes Highest Selling Album on Gaon Chart | Mwave. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-11-22. ციტირების თარიღი: 2016-11-23
- ↑ Lee, E. (19 მარტი 2017). „BTS sold 1.49 million copies of 'Wings' albums“. Yonhap News Agency. ციტირების თარიღი: 22 აპრილი 2017.
- ↑ 9.0 9.1 Chung, Joo-won (2 დეკემბერი 2016). „Bangtan Boys wins best artist award in MAMA 2016“. Yonhap News Agency. ციტირების თარიღი: 22 აპრილი 2017.
- ↑ CNN, Marian Liu,. „K-pop group's record breaking album conquers three continents“. CNN. ციტირების თარიღი: 2017-10-02.CS1-ის მხარდაჭერა: დამატებითი პუნქტუაცია (link)
- ↑ „BTS Score Top 10 Debut on Billboard 200 With 'Love Yourself: Her' Album“. Billboard. ციტირების თარიღი: 2017-10-02.
- ↑ „BTS Earns First Billboard Hot 100 Hit With 'DNA'“. Billboard. ციტირების თარიღი: 2017-10-02.
- ↑ „BTS album 'Love Yourself: Her' sells over 1.2 mln copies: data“. Yonhap News Agency (ინგლისური). ციტირების თარიღი: 2017-10-13.
- ↑ Buli, Liv. Katy Perry, Kanye West Among Top Pop Stars On Twitter As Platform Celebrates 10th Anniversary. ციტირების თარიღი: 2016-06-19
- ↑ BTS Search for Their Biggest Fans on Twitter With K-Pop's First Ever Emoji. ციტირების თარიღი: 2016-06-19
- ↑ „Drake, The Chainsmokers Lead Nominees for the 2017 Billboard Music Awards“. Billboard. ციტირების თარიღი: 2017-04-10.
- ↑ The 25 Most Influential People on the Internet.
- ↑ „엑소 위에 박보검·송중기, 아이돌 천하 깬 드라마 스타“. 중앙일보 (კორეული). 2017-02-27. ციტირების თარიღი: 2017-09-11.
- ↑ „방탄소년단, 팬클럽 아미와 연결된 새 BI 공개 “문을 열고 나아가는 청춘"“ (კორეული). Naver. ივლისი 5, 2017. ციტირების თარიღი: ივლისი 5, 2017.
- ↑ 박, 영웅 (2 სექტემბერი 2010). „방시혁, 오디션 통해 힙합그룹 '방탄소년단' 제작“. Star News (კორეული). ციტირების თარიღი: 22 აპრილი 2017.
- ↑ 백, 솔미 (13 ივლისი 2011). „'나는 래퍼다' 방시혁, 13년만에 랩 도전“. My Daily (კორეული). ციტირების თარიღი: 22 აპრილი 2017.
- ↑ „[INTERVIEW] Bangtan Boys“. Cuvism Magazine (კორეული). ივლისი 22, 2013. დაარქივებულია ორიგინალიდან — 6 ივნისი 2015. ციტირების თარიღი: 20 მარტი 2015.
- ↑ Jimin, Jungkook's Story ko. ციტირების თარიღი: 6 ივნისი 2015.
- ↑ 24.0 24.1 황, 효진 (18 ივლისი 2013). „BTS: 2. Rap Monster, Suga, Jhope's Story“. IZE Magazine (კორეული). ციტირების თარიღი: 22 აპრილი 2017.
- ↑ Bin, Park Yoo. (2015-12-24) BTS Jimin Entered Busan Arts High School as Top, Major in Modern Dance | K-popism en-US. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-08-20. ციტირების თარიღი: 2016-08-17
- ↑ „Episode 1:BTS“. New Yang Nam Show. სეზონი 2 (კორეული). 23 February 2017. Mnet.
- ↑ Yun, Chloe (ივნისი 13, 2013). „New boy group Bulletproof Boy Scouts to hold a debut showcase on ივნისი 12“. BNT News. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-05-18. ციტირების თარიღი: მაისი 9, 2015.
- ↑ Hong, Grace Danbi (ივნისი 12, 2013). „[Video] BTS Asks about Your Dreams in 'No More Dream' MV“. Mwave. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-02-05. ციტირების თარიღი: მაისი 9, 2015.
- ↑ [MV BTS(방탄소년단) _ Boy In Luv(상남자)]. 11 თებერვალი 2014. https://www.youtube.com/watch?v=m8MfJg68oCs. წაკითხვის თარიღი: 11 სექტემბერი 2015.
- ↑ Hong, Grace Danbi. [Video BTS Wishes for 'Just One Day' with You in New MV]. ციტირების თარიღი: 2015-10-25.
- ↑ W Korea pre-releases photos from BTS photoshoot. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-04-24. ციტირების თარიღი: 2015-10-08.
- ↑ (KOCIS), Korean Culture and Information Service. All-out effort in the heart of Russia to promote Korea. ციტირების თარიღი: 2015-09-02.
- ↑ Brown, აგვისტო (მაისი 22, 2014). „K-Pop stars Girls' Generation, Bangtan Boys headline KCON 2014“. LA Times. ციტირების თარიღი: 14 ოქტომბერი 2014.
- ↑ Hong, Grace Danbi. [Video BTS Rages in the 'War of Hormone' MV]. ციტირების თარიღი: 2015-10-25.
- ↑ iTunes Preview. ციტირების თარიღი: 22 აპრილი 2017.
- ↑ 36.0 36.1 Lee, Jung-ah (აგვისტო 31, 2015). „방탄소년단, 홍콩 콘서트로 11개월 간 월드투어 '성황리 마무리' 출처“. SBS News (კორეული). ციტირების თარიღი: 22 აპრილი 2017.
- ↑ Hong, Grace Danbi. [2014 MAMAPhoto BTS and Block B Battle It Out in Fierce Collaboration at 2014 MAMA]. ციტირების თარიღი: 2015-10-25.
- ↑ BTS Wraps Up Concert Tour in Japan Gathering 25,000 Fans. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-12-22. ციტირების თარიღი: 2015-10-25.
- ↑ Hong, Grace Danbi (თებერვალი 9, 2015). „BTS to Hold Second Exclusive Concert in Seoul“. Mwave. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-01-06. ციტირების თარიღი: 2 მაისი 2017.
- ↑ 27 Best Albums We've Heard in 2015 ... So Far #24 (ივნისი 2015). ციტირების თარიღი: 26 ივნისი 2015.
- ↑ Buhain, James (მაისი 14, 2015). „BTS Take Home 5th Music Show Trophy For 'I Need U'“. KpopStarz. დაარქივებულია ორიგინალიდან — 19 იანვარი 2017. ციტირების თარიღი: 22 აპრილი 2017.
- ↑ 2015 Album Chart. დაარქივებულია ორიგინალიდან — 7 ივლისი 2017. ციტირების თარიღი: 22 აპრილი 2017.
- ↑ Shin, Diana (ივნისი 19, 2015). „BTS Release 1st Original Japanese Song ‘For You’ And Top Oricon’s Weekly Singles Chart“. KpopStarz. დაარქივებულია ორიგინალიდან — 22 აპრილი 2017. ციტირების თარიღი: 22 აპრილი 2017.
- ↑ „BTS' 'Dope' music video hits over 100 million views“. Yonhap News Agency. ოქტომბერი 25, 2015. ციტირების თარიღი: 2 მაისი 2017.
- ↑ World Digital Song. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-11-03. ციტირების თარიღი: 22 აპრილი 2017.
- ↑ Epik High, BTS Join Lineup For 2015 Summer Sonic Music Festival In Japan. დაარქივებულია ორიგინალიდან — 13 ივლისი 2015. ციტირების თარიღი: 29 ივლისი 2015.
- ↑ BTS Fan Meeting in Japan a Roaring Success. ციტირების თარიღი: 2015-10-17.
- ↑ 방탄소년단, 콘서트서 신곡 첫 공개…11월 30일 본격 컴백. ციტირების თარიღი: 2015-10-29.
- ↑ BTS' 'Most Beautiful Moment in Life, Pt. 2' Returns to No. 1 on World Albums. ციტირების თარიღი: 2016-06-19
- ↑ Fox, კევინ (ნოემბერი 23, 2015). „BTS Are Flower Boys In 'I Need U' Japanese Music Video Teaser“. KpopStarz. ციტირების თარიღი: 2 მაისი 2017.
- ↑ 防弾少年団、日本6thシングル「RUN-Japanese Ver.-」の発売が決定! - K-POP - 韓流・韓国芸能ニュースはKstyle (თებერვალი 15, 2016). ციტირების თარიღი: 2016-02-22
- ↑ Ahn, Sung-mi (მარტი 21, 2016). „BTS to return in მაისი“. Kpop Herald. The Korea Herald. ციტირების თარიღი: 22 აპრილი 2017.
- ↑ Son, Ye-ji (დეკემბერი 27, 2016). „BTS's successful growth as the "Daesang Boy Scouts“. Korea Economic Daily. Translated by Peachisodaworld. ციტირების თარიღი: 22 აპრილი 2017.
- ↑ Benjamin, Jeff (მაისი 6, 2016). „BTS Joins Kcon 2016 Los Angeles as Headliner“. Fuse. ციტირების თარიღი: 22 აპრილი 2017.
- ↑ Oricon Album Ranking Dayly (2016年09月06日付) – see #01 იაპონურად. Oricon Style. Oricon Inc.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-09-08.
- ↑ Social 50 | Billboard. ციტირების თარიღი: 2016-10-19
- ↑ „Social 50“. Billboard. ციტირების თარიღი: 2017-10-24.
- ↑ „[V Report Plus] BTS releases teaser for lead track of 'Wings'“. Kpop Herald. Korea Herald. ოქტომბერი 7, 2016. ციტირების თარიღი: 2016-10-09.
- ↑ BTS makes history on the Official UK Album charts (ოქტომბერი 17, 2016). ციტირების თარიღი: 2016-10-20
- ↑ BTS' 'Wings' Sets New U.S. Record for Highest-Charting, Best-Selling K-Pop Album (ოქტომბერი 17, 2016). ციტირების თარიღი: 2016-10-20
- ↑ „BTS Extend Chart Dominance: 'Wings' Spends 2nd Week on Billboard 200, 'Blood Sweat & Tears' Debuts on Canadian Hot 100“. Billboard. ციტირების თარიღი: 2016-11-23.
- ↑ „BTS achieve success on YouTube Global Top 100 Charts“. SBS PopAsia. ოქტომბერი 21, 2016. ციტირების თარიღი: 22 აპრილი 2017.
- ↑ Bangtan Boys second EP "Wings" tops 8 music charts. Yonhap (ოქტომბერი 11, 2016). ციტირების თარიღი: ოქტომბერი 13, 2016.
- ↑ „BTS eclipses YouTube record with 'Blood, Sweat, & Tears' MV“. SBS PopAsia. ოქტომბერი 11, 2016. ციტირების თარიღი: 22 აპრილი 2017.
- ↑ Jeon, Su Mi (ნოემბერი 11, 2016). „BTS Successfully Completes 3rd Official Global Fan Meeting“. Mwave. ციტირების თარიღი: 22 აპრილი 2017.
- ↑ „The big 3 of Korean pop music and entertainment“. The Dong-A Ilbo. ივლისი 26, 2011. ციტირების თარიღი: 2016-12-10.
- ↑ „엑소 위에 박보검·송중기, 아이돌 천하 깬 드라마 스타“. Joins (კორეული). JoongAng Ilbo. 2017-02-27. ციტირების თარიღი: 2017-02-27.
- ↑ „BTS Wings Extension: You Never Walk Alone Reaches 700K Pre-orders“. Osen (კორეული). ციტირების თარიღი: 2017-02-10.
- ↑ Kim, Nicholas (მარტი 9, 2017). „BTS Breaks the Record for Most Albums Sold in a Month“. Koogle TV. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-03-21. ციტირების თარიღი: 2 მაისი 2017.
- ↑ Ferrer, R.G. (2017-02-13). „BTS Breaks US Itunes Kpop Record With ‘Spring Day’“. koreaportal. ციტირების თარიღი: 2017-02-14.
- ↑ Benjamin, ჯეფ. „BTS Crack the Bubbling Under Hot 100 With 'Spring Day,' Conquer Multiple Charts With 'You Never Walk Alone'“. Billboard. ციტირების თარიღი: 2017-02-22.
- ↑ 2017년 07주차 Digital Chart. ციტირების თარიღი: 2017-02-24
- ↑ Min, Susan (10 თებერვალი 2017). „BTS′s Upcoming Album Sells Over 700,000 in Pre-orders“. Mwave. ციტირების თარიღი: 22 აპრილი 2017.
- ↑ Herman, Tamar (მარტი 1, 2017). „BTS and TWICE Speeds Past Youtube 's K-pop View Records“. Billboard. ციტირების თარიღი: 2 მაისი 2017.
- ↑ „BTS's "Not Today" is the fastest MV to surpass 10 million views“. Chosun (კორეული). ციტირების თარიღი: 2017-02-18.
- ↑ Lipshutz, Jason (მაისი 21, 2017). „BTS Thanks Fans For Top Social Artist Win at Billboard Music Awards 2017: Watch“. Billboard. ციტირების თარიღი: ივლისი 5, 2017.
- ↑ [공식입장 방탄소년단, 9월18일 컴백 확정..'LOVE YOURSELF' 발매] ko. Naver. ციტირების თარიღი: აგვისტო 24, 2017
- ↑ The Chainsmokers collaborates with BTS for ‘Love Yourself’ en. The Korea Herald. ციტირების თარიღი: სექტემბერი 11, 2017
- ↑ „BTS Earns First Billboard Hot 100 Hit With 'DNA'“. Billboard. ციტირების თარიღი: 2017-09-26.