ჯონ კოტელავალა
სერ ჯონ ლაიონელ კოტელავალა (ინგლ. Sir John Lionel Kotelawala, სინჰალ. ශ්රිමත් ජෝන් ලයනල් කොතලාවල; დ. 1895 წლის 4 აპრილი — გ. 1980 წლის 2 ოქტომბერი, კოლომბო ) — შრი-ლანკას პრემიერ-მინისტრი 1953 წლის 12 ოქტომბრიდან 1956 წლის 12 აპრილამდე.[1][2]
ჯონ კოტელავალა | |
ცეილონის მე-3 პრემიერ-მინისტრი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
12 ოქტომბერი 1953 – 12 აპრილი 1956 | |
მონარქი | ელისაბედ II |
წინამორბედი | დადლი სენანიაკე |
მემკვიდრე | სოლომონ ბანდარანაიკე |
ცეილონის თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრი | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
12 ოქტომბერი 1953 – 12 აპრილი 1956 | |
პრემიერ-მინისტრი | თვითონ |
წინამორბედი | დადლი სენანიაკე |
მემკვიდრე | სოლომონ ბანდარანაიკე |
ცეილონის ტრანსპორტისა და სამსახურების მინისტრი | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
26 სექტემბერი 1947 – 1954 | |
პრემიერ-მინისტრი | დონ სტეფან სენანიაკე დადლი სენანიაკე თვითონ |
მემკვიდრე | მონტეგი ჯაიავიკრამა |
ცეილონის პარლამენტის წევრი | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
14 ოქტომბერი 1947 – 5 დეკემბერი 1959 | |
მემკვიდრე | არუმა რომანისი |
დაბადებული | 4 აპრილი 1897 ბრიტანეთის ცეილონი |
გარდაცვლილი | 2 ოქტომბერი 1980 (83 წლის) კოლომბო შრი-ლანკა |
პოლიტიკური პარტია | გაერთიანებული ეროვნული პარტია |
განათლება | ქრისტეს კოლეჯი კემბრიჯი კოლომბოს სამეფო კოლეჯი |
პროფესია | პოლიტიკოსი, სამხედრო |
ხელმოწერა |
ბიოგრაფია
რედაქტირებაჯონ ლაიონელ კოტევალა დაიბადა ცეილონის კოლონიური პოლიციის ინსპექტორის ჯონ კოტელავალას ოჯახში. 1915 წელს, ჩაერთო მოძრაობაში, რომლის მიზანი იყო დიდი ბრიტანეთისგან დამოუკიდებლობის მოპოვება, რის გამოც იძულებული გახდა ემიგრაციაში წასულიყო დაპატიმრების თავიდან ასაცილებლად. ის ჯერ საფრანგეთში დასახლდა, შემდეგ კემბრიჯის ქრისტეს კოლეჯში აგრონომია შეისწავლა. როდესაც სამშობლოში დაბრუნდა, შევიდა სამხედრო სამსახურში და 1942 წლისთვის დაწინაურდა პოლკოვნიკის წოდებამდე, რომელიც ცეილონის კოლონიურ არმიაში ყველაზე მაღალ რანგს წარმოადგენდა. ამავდროულად, როგორც მისი შორეული ნათესავის სენანიაკე დონ სტეფანის მხარდამჭერი, არაერთხელ გახდა ცეილონის ჯერ საკანონმდებლო, შემდეგ კი სახელმწიფო საბჭოს წევრი. 1947 წელს იგი აირჩიეს ქვეყნის პირველ პარლამენტში და გახდა კომუნიკაციებისა და საზოგადოებრივი სამუშაოების მინისტრი სენაიაკეს მთავრობაში, ხოლო 1948 წელს, ცეილონის დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, აირჩიეს სენატში. როდესაც სენანაიაკე გარდაიცვალა 1952 წელს, კოტელავალა ითვლებოდა მის აშკარა მემკვიდრედ, მაგრამ ცეილონის გენერალ-გუბერნატორ ლორდ სოლებერის მოწოდებით, ერთიანმა ეროვნულმა პარტიამ აირჩია გარდაცვლილი პრემიერის ვაჟი დადლი სენანიაკე. კოტელავალა, თავის მხრივ, ქვედა პალატის უმრავლესობის ლიდერი იმ წელს საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გახდა. უკვე 1953 წელს, ბრინჯის ფასების გაზრდის და სოციალური შეღავათების შემცირებით გამოწვეული არეულობის შემდეგ, სენანაიაკე გადადგა და კოტელავალა გახდა ახალი პრემიერ მინისტრი. ამ პოსტზე მას, ისევე როგორც მის წინამორბედებს, ეკავა ანტიკომუნისტური პოზიციები, ცდილობდა რამდენადმე შეემცირებინა ქვეყნის პოლიტიკური დამოკიდებულება დიდ ბრიტანეთზე და მხარს უჭერდა სხვა აზიურ ქვეყნებთან ურთიერთობების განვითარებას, მიუხედავად მათი იდეოლოგიისა.[3] კერძოდ, 1955 წელს მან მონაწილეობა მიიღო ბანდუნგის კონფერენციაში, სადაც, სხვა საკითხებთან ერთად, მოლაპარაკებები გამართა ჩინეთის მთავრობის მეთაურთან , ჟოუ ენლაისთან . იმავე წელს ცეილონი შეუერთდა გაეროს . როდესაც ლორდ სოლბერის უფლებამოსილება ამოიწურა 1954 წელს, კოტელავალამ თავის მემკვიდრედ არა ბრიტანელი, არამედ ცეილონელი ოლივერ გუნეტილეკე აირჩია. ამავდროულად, კოტელავალამ, სენანიაკე უფროსისგან განსხვავებით, მიიღო რაინდის წოდება ელიზაბეტ II- ისგან. თუმცა, საგარეო პოლიტიკაში წარმატებებს არ ახლდა წარმატებები ეკონომიკის სფეროში და ვერ მოხერხდა ეთნიკურ ჯგუფებს შორის განსხვავებების დაძლევა. შედეგად, 1956 წლის არჩევნებში გაიმარჯვა ოპოზიციური თავისუფლების პარტიამ, რომელიც მოქმედებდა მემარცხენე-ნაციონალისტური პოზიციებიდან. კოტელავალამ, მთავრობის მეთაურის პოსტი დატოვა, და დიდ ბრიტანეთში გაემგზავრა, მაგრამ მოგვიანებით სამშობლოში დაბრუნდა. 1967 წელს მან სცადა პოლიტიკაში დაბრუნება გენერალ-გუბერნატორის პოსტზე თავისი კანდიდატურის შეთავაზებით, მაგრამ დადლი სენანიაკემ, რომელიც იმ დროისთვის კვლავ ხელმძღვანელობდა UNP-ს და მთავრობას, არჩია უილიამ გოპალავასთვის გაეხანგრძლივებინა უფლებამოსილება მეორე ვადით. . კოტელავალას გარდაცვალებამდე ერთი დღით ადრე მისმა თანაპარტიელმა პრეზიდენტმა ჯაიავარდენმა მას გენერლის წოდება მიანიჭა.[4][5][6]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ "How Kotelawala (Snr) got young brother-in-law killed | The Sunday times Sri Lanka". Retrieved 6 August 2020.
- ↑ Parthasarathy, Gopalapuram (ed.). Jawaharlal Nehru: Letters to Chief Ministers 1957-1964. Vol. 4. Oxford University Press. pp. 159–171.
- ↑ "Online edition of Sunday Observer - Features". archives.sundayobserver.lk. Retrieved 6 August 2020.
- ↑ "Ceylon Today," December 1954
- ↑ Weerakoon, Bradman (2004). Rendering Unto Caesar: A Fascinating Story of One Man's Tenure Under Nine Prime Ministers and Presidents of Sri Lanka. Vijitha Yapa Publications.
- ↑ "GENERAL SIR JOHN KOTELAWALA DEFENCE UNIVERSITY RATMALANA, SRI LANKA - PDF Free Download". docplayer.net. Retrieved 6 August 2020.