სოლომონ ბანდარანაიკე

სოლომონ ბანდარანაიკე (დ. 8 იანვარი, 1899, კოლომბო, ცეილონი — გ. 26 სექტემბერი, 1959) — ცეილონის (ახლანდელი შრი-ლანკა) პრემიერ-მინისტრი 1956–1959 წლებში.

სოლომონ ბანდარანაიკე
შრი-ლანკის პრემიერ-მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
12 აპრილი 1956 – 26 სექტემბერი 1959
წინამორბედიჯონ კოტელავალა
მემკვიდრევიჯაიანანდა დაჰანაიაკე

დაბადებული8 იანვარი 1899
კოლომბო ცეილონი
რელიგიაბუდიზმი

ბიოგრაფია

რედაქტირება

დაიბადა 1899 წლის 8 იანვარს კოლომბოში. სწავლობდა ადგილობრივ წმინდა ტომასის კოლეჯში, ხოლო შემდეგ ოქსფორდის უნივერსიტეტში, სადაც მიიღო იურისტის პროფესია. მისი პოლიტიკური კარიერა დაიწყო 1925 წელს, მას შემდეგ, რაც გახდა ერთიანი ეროვნული პარტიის წევრი. ეკავა სხვადასხვა პოსტები კოლონიურ ადმინისტრაციაში. 1947–1951 წლებში იყო ჯანდაცვის მინისტრი, 1956 წლიდან კი პრემიერ-მინისტრი. საგარეო პოლიტიკაში სოლომონ ბანდარანაიკე ხელმძღვანელობდა მიუმხრობლობის პოლიტიკით, ხოლო საშინაო პოლიტიკას წარმართავდა ბუდისტურ-სინჰალური იდეოლოგიის საფუძველზე. 1959 წელს ბუდისტმა ბერმა ტალდუვე სომარამამ 60 წლის პრემიერ-მინისტრი მძიმედ დაჭრა. მეორე დღეს მიღებული ჭრილობების შედეგად სოლომონ ბანდარანაიკე გარდაიცვალა.

მისი მეუღლე იყო სირიმავო ბანდარანაიკე, რომელიც გახდა მსოფლიოში პირველი ქალი პრემიერ-მინისტრი მისი მკვლელობის შემდეგ. მისი შვილებია ჩანდრიკა კუმარატუნგა, შრი-ლანკის პრემიერ-მინისტრი და პრეზიდენტი; ანურა ბანდარანაიკე შრი-ლანკის პარლამენტის სპიკერი 2000–2001 წლებში და სუნეთრა ბანდარანაიკე ცნობილი შრი-ლანკელი ფილანთროპი და პოლიტიკოსი.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
წინამორბედი:
ჯონ კოტელავალა
შრი-ლანკის პრემიერ-მინისტრი

19561959
შემდეგი:
ვიჯაიანანდა დაჰანაიაკე