ჯუნიუს ჯაიევარდენე

ჯუნიუს რიჩარდ ჯაიევარდენე (ტამილურ ენაზე ஜூனியஸ் ரிச்சட் ஜயவர்தனா, დ. 17 სექტემბერი, 1906, კოლომბო — გ. 1 ნოემბერი, 1996, კოლომბო) — შრი-ლანკელი პოლიტიკოსი და იურისტი, შრი-ლანკის მეორე პრეზიდენტი (1978–1989) და პრემიერ-მინისტრი (1977-1978). ცეილონის ეროვნული მოძრაობის ლიდერი.

ჯუნიუს ჯაიევარდენე
ჯუნიუს ჯაიევარდენე
შრი-ლანკის პრეზიდენტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
4 თებერვალი 1978 – 2 იანვარი 1989
წინამორბედიუილიამ გოპალავა
მემკვიდრერანასინგჰე პრემადასა

პრემიერ-მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
23 ივლისი 1977 – 4 თებერვალი 1978
პრეზიდენტიუილიამ გოპალავა
წინამორბედისირიმავო ბანდარანაიკე
მემკვიდრერანასინგჰე პრემადასა

დაბადებული17 სექტემბერი 1906
კოლომბო ცეილონი
გარდაცვლილი1 ნოემბერი 1996
კოლომბო შრი-ლანკა
ეროვნებასინჰალი
პოლიტიკური პარტიაგაერთიანებული ეროვნული პარტია
მეუღლეელინა ჯაიევარდენე
შვილებირავი ჯაიევარდენე
პროფესიაიურისტი
რელიგიაბუდიზმი

განათლება

რედაქტირება

ჯუნიუს ჯაიევარდენე 11 შვილიანი ოჯახის უფროსი შვილი იყო. განათლება მიიღო ჯერ კოლომბოს სამეფო კოლეჯში, ხოლო შემდეგ კოლომბოს სამართლის კოლეჯში.

პოლიტიკური კარიერა

რედაქტირება

პოლიტიკური კარიერა დაიწყო 1938 წელს, როცა გახდა ცეილონის ეროვნული კონგრესის აქტივისტი. 1946 წელს გაწევრიანდა გაერთიანებულ ეროვნულ პარტიაში. 1947 წელს ცეილონის პირველ მთავრობაში გახდა ფინანსთა მინისტრი. იგი მნიშვნელოვან როლს თამაშობდა როგორც მთავრობაში (1947-1956 და 1965-1970) ისე ოპოზიციაში ყოფნისას (1956-1965 და 1970-1977). 1951 წელს ჯუნიუს ჯაიევარდენე გახდა სახელმწიფო ჰიმნის შემრჩევი კომიტეტის წევრი. 1977 წელს გახდა ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, ხოლო ერთი წლის შემდეგ პრეზიდენტი. 1982 წლის 29 აპრილს მან ქვეყნის პარლამენტი გადაიტანა მახლობელ ქალაქ შრი-ჯაიავარდენეპურა-კოტეში და ეს ქალაქი აქცია ოფიციალურ დედაქალაქად, ხოლო კოლომბოს შესძინა კომერციული დედაქალაქის სტატუსი. 1989 წელს ჯ. ჯაიევარდენე წავიდა ხელისუფლებიდან და თანამდებობა გადააბარა რანასინგჰე პრემადასას.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება


წინამორბედი:
სირიმავო ბანდარანაიკე
შრი-ლანკის პრემიერ-მინისტრი

19771978
შემდეგი:
რანასინგჰე პრემადასა
წინამორბედი:
უილიამ გოპალავა
შრი-ლანკის პრეზიდენტი

19781989
შემდეგი:
რანასინგჰე პრემადასა