ჯიმარა
მთა საქართველოსა და რუსეთის საზღვარზე, მცხეთა-მთიანეთის მხარეში და ჩრდილოეთ ოსეთში
(გადამისამართდა გვერდიდან ჯიმარაი-ხოხი)
ჯიმარა, ჯიმარაი-ხოხი ან გიმარაი-ხოხი — მწვერვალი საქართველო რუსეთის (ჩრდილოეთი ოსეთი) საზღვარზე, მცხეთა-მთიანეთის მხარეში, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს ხოხის ქედზე, მყინვარწვერიდან დასავლეთით 9 კმ-ზე. სიმაღლე ზღვის დონიდან 4780 მ. აგებულია თიხაფიქალის, მეტამორფული ქანებისა და დიაბაზისაგან. დაფარულია თოვლითა და ყინულით. გამყინვარების ფართობი უდრის 37 კმ²-ს. ჯიმარას ფერდობებიდან ეშვება მყინვარები: მიდაგრაბინი (დასავლეთით) და სუათისი (აღმოსავლეთით).
ჯიმარა | |
---|---|
კოორდინატები: 42°43′09″ ჩ. გ. 44°24′59″ ა. გ. / 42.71917° ჩ. გ. 44.41639° ა. გ. | |
ქვეყანა | საქართველო რუსეთი |
ტერიტორიული ერთეული | ყაზბეგის მუნიციპალიტეტი ჩრდილოეთი ოსეთი |
სიმაღლე | 4780 მ |
ქედი | ხოხის ქედი |
ამგებელი ქანები | თიხაფიქალი, მეტამორფული ქანები და დიაბაზი |
სურათები ვიკისაწყობში |
ლიტერატურა
რედაქტირება- Пономарев С. В., Беднов Б. В. Тепли, Джимарай, Казбек. — М.: «Физкультура и спорт», 1985.