ჯეიმი კემპბელ ბაუერი

ჯეიმი მეტკალფი კემპბელ ბაუერი (ინგლ. Jamie Metcalfe Campbell Bower; დ. 22 ნოემბერი, 1988) — ინგლისელი მსახიობი, მომღერალი და მოდელი.

ჯეიმი კემპბელ ბაუერი

ჯეიმი კემპბელ ბაუერი
მშობლიური სახელი Jamie Metcalfe Campbell Bower
დაბადების თარიღი 22 ნოემბერი, 1988 (1988-11-22) (36 წლის)
ლონდონი, დიდი ბრიტანეთი
მოქალაქეობა დიდი ბრიტანეთის დროშა დიდი ბრიტანეთი
საქმიანობა მსახიობი, მომღერალი
აქტიური 2007-დან დღემდე
საიტი somewhereintheshadows.com; therealcounterfeit.com

მისი დებიუტი კინოში შედგა 2007 წელს, ენტონი ჰოუპის როლით ფილმში „სუინი ტოდი: დემონი-დალაქი ფლიტ-სტრიტიდ. შემდგომში მან გამორჩეული როლები მოიპოვა ახალგაზრდულ ფილმებში „ბინდის საგა“, „სიკვდილის იარაღი: ძვლების ქალაქი“, „ჰარი პოტერი და სიკვდილის საჩუქრები - ნაწილი 1“ და „ჯადოსნური ცხოველები: გრინდელვალდის დანაშაული“.

2010-იან წლებში ბაუერი მონაწილეობდა Starz-ის ისტორიულ ტელესერიალში, „კამელოტი“. ბაუერმა კრიტიკოსების მოწონება დაიმსახურა Netflix-ის ტელესერიალის უცნაური ამბების მეოთხე სეზონში Henry Creel და Vecna-ს როლისთვის. 2015-2020 წლებში იყო ლონდონში დაფუძნებული პანკ-როკ ჯგუფ Counterfeit-ის წამყვანი ვოკალისტი.

ადრეული ცხოვრება

რედაქტირება

ბაუერი დაიბადა ლონდონში.[1] დედამისი, ენ ელიზაბეთი არის მუსიკალური მენეჯერი, ხოლო მამამისი, დევიდ ბაუერი, გიბსონის გიტარის კორპორაციაში მუშაობს.[2] ჯეიმზი სწავლობდა ბედალესის დამოუკიდებელ სკოლაში, ჰემფშირში. ის ასევე არის ეროვნული ახალგაზრდული მუსიკალური თეატრისა და ეროვნული ახალგაზრდული თეატრის ყოფილი წევრი.[1]

ბაუერმა კინოკარიერა მას შემდეგ დაიწყო, რაც მისმა მეგობარმა ლორა მიშელ კელიმ მას თავის აგენტთან გაუწია რეკომენდაცია. ბაუერი იყო ნახევარ განაკვეთზე მომუშავე მოდელი Select Model Management-ში, ლონდონში. 2008 წელს მან ითამაშა „როკერის“ როლი ფილმში RocknRolla და „ჯეკი“ Winter in Wartime-ში. 2009 წელს მან ითამაშა სერიალის The Prisoner რიმეიკში, როგორც ნომერი 11–12.[3]

2009 წელს მან ასევე ითამაშა „ვამპირ კაიუს ვოლტურის“ როლი ფილმებში „ბინდის საგა: ახალი მთვარე“ და „ბინდის საგა: განთიადი“. 2010 წელს ის გამოჩნდა ფილმში „ჰარი პოტერი და სიკვდილის საჩუქრები - ნაწილი 1“; მან იგივე როლი შეასრულა 2018 წლის ფილმში „ჯადოსნური ცხოველები: გრინდელვალდის დანაშაული“. 2011 წელს ითამაშა მეფე არტურის როლი ტელესერიალში „კამელოტი“. 2010 წელს მან ითამაშა The Xcerts- ის მუსიკალურ კლიპში „Young (Belane)“. 2012 წელს ბოუერი გამოჩნდა მუსიკალურ კლიპში "Never Let Me Go". 2015 წლის ივნისში ბაუერი შეუდგა ჯოის როლის განსახიერება ვესტ-ენდის მიუზიკლში „Bend It Like Beckham“. 2017 წლის ივლისში მონაწილეობდა TNT-ის ყელესერიალში Will. 2019 წლის იანვარში, ბაუერმა გამოაცხადა, რომ ითამაშებს ტელესერიალში „სამეფო კარის თამაშები“. მან ითამაშა 2020 წლის ფილმში „სისტინის ექვსი დღე“. 2022 წელს, ბოუერმა ითამაშა ჰენრი კრილის როლი Netflix-ის ტელესერიალის, „უცანაური ამბების“ მეოთხე სეზონში.

პირადი ცხოვრება

რედაქტირება

2010 წლის თებერვალში დადასტურდა, რომ ბაუერი ხვდებოდა მსახიობ ბონი რაიტს, რომელიც გაიცნო „ჰარი პოტერისა და სიკვდილის საჩუქრების“ გადასაღებ მოედანზე. 2011 წლის აპრილში მათ დაადასტურეს ნიშნობა.[4] 2012 წლის ივნისში წყვილი ერთმანეთს დაშორდა.[5]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 Vilkomerson, Sara (11 December 2007). „He's 19, He's Beautiful And He's Bloody Good“. The New York Observer. ციტირების თარიღი: 17 February 2008.
  2. Whitworth, Melissa (16 November 2009). „Fresh blood: Jamie Campbell Bower's teen thrills“. This Is London. დაარქივებულია ორიგინალიდან — 25 November 2009. ციტირების თარიღი: 21 November 2009.
  3. West, Dave. (25 July 2008) 'Jericho' star, Wilson join ITV's 'Prisoner'. Digital Spy. დაარქივებულია ორიგინალიდან — 19 ივნისი 2013. ციტირების თარიღი: 27 July 2008
  4. „Harry Potter's Jamie Campbell Bower, Bonnie Wright Engaged!“. Us Weekly. 13 April 2011. ციტირების თარიღი: 27 October 2011.
  5. „Jamie Campbell Bower, Bonnie Wright Call Off Engagement“. Us Weekly. 10 July 2012. ციტირების თარიღი: 2017-01-10.