უცნაური ამბები

სამეცნიერო ფანტასტიკური ჟანრის სერიალი

უცნაური ამბები“ (ინგლ. Stranger Things) — ამერიკული სამეცნიერო ფანტასტიკური საშინელებთა ჟანრის სატელევიზიო სერიალი, რომელიც სცენარის ავტორები, რეჟისორები და თანაპროდიუსერები არიან ძმები დაფერები, შოუნ ლევისთან და დენ კოენთან ერთად. როლებს სერიალში ასრულებენ უაინონა რაიდერი, დევიდ ჰარბორი, ფინ ვულფჰარდი, მილი ბობი ბრაუნი, გატენ მატარაცო, კალებ მაკლაფლინი, ნატალია დაიერი, ჩარლი ჰიტონი, კარა ბუონო და მეთიუ მოდაინი, ნოა შნაპის და ჯო კირის რამდენიმე ეპიზოდში თანამონაწილეობით.

უცნაური ამბები
Stranger Things logo.png
სერიალის შესავალი
ჟანრი
ავტორი ძმეფი დაფერები
მონაწილეობენ
კომპოზიტორ(ებ)ი
  • კაილ დიქსონი
  • მაიკლ სტაინი
ქვეყანა აშშ
ენა ინგლისური
სეზონი 3
ეპიზოდი 25 (ეპიზოდების სია)
წარმოება
აღმასრულებელი პროდიუსერ(ებ)ი
  • ძმები დაფერები
  • შოუნ ლევი
  • დენ კოენი
  • სინდი ჰოლანდი
  • ბრაიან რაიტი
  • მეტ თუნელი
  • კარლ გაიდუზეკი
  • იან პატერსონი
ადგილ(ებ)ი ჯექსონი, ჯორჯია
ოპერატორი
  • ტიმ აივზი
  • ტოდ კემპბელი
ხანგრძლივობა 42–77 წთ.
კომპანია
დისტრიბუტორი Netflix Streaming Services
ეთერი
ჩვენების ფორმატი
აუდიო ფორმატი Dolby Digital 5.1
ეთერში ივლისი 15, 2016 (2016-07-15) – დღემდე
რესურსები ინტერნეტში
საიტი

სერიალის მოქმედება მიმდინარეობს აშშ-ის შტატ ინდიანას გამოგონილ ქალაქ ჰოუკინზში, 1980-იანებში. პირველ სეზონში ბიჭუნები იძიებენ მეგობრის გაუჩინარებას. წამყვან როლს მის პოვნაში ასრულებს გოგონა ზებუნებრივი თვისებებით. მეორე სეზონის მოქმედება მიმდინარეობს ამ მოვლენებიდან ერთი წლის შემდეგ. მასში ასახული იქნება, თუ როგორ ცდილობენ პერსონაჟები, დაუბრუნდნენ ცხოვრების ჩვეულ რიტმს. ამ სეზონის გამოსვლის შესახებ ცნობილი გახდა 2016 წლის 31 აგვისტოს. მისი პრემიერა გაიმართა 2017 წლის 31 ოქტომბერს.

ძმები დაფერების ჩანაფიქრით, უცნაური ამბები უნდა ყოფილიყო დეტექტიური ჟანრის სერიალი, ზებუნებრივი ელემენტებით, ბავშვების მიამიტი აღქმით, როგორც მიძღვნა 1980-იანების პოპულარული კულტურისადმი. რამდენიმე თემა და რეჟისორული ასპექტი შთაგონებულია სტივენ სპილბერგის, ჯონ კარპენტერისა და სტივენ კინგის შემოქმედებით.

სერიალი Netflix-ზე, 2016 წლის 15 ივლისს გამოვიდა. კრიტიკოსებმა აღიარეს მისი პერსონაჟების დეტალიზაცია, რიტმი, ატმოსფერო, მსახიობების თამაში, საუნდტრეკი, რეჟისურა, 1980-იანების ფილმებისადმი პატივისცემა. სერიალს მიღებული უამრავი ჯილდო მათ შორის — მსახიობთა გილდიის ჯილდო დრამატულ სერიალში მსახიობთა გუნდისთვის. 2016 წლის 31 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ სერიალი დაბრუნდებოდა კიდევ ცხრა ეპიზოდით. მეორე სეზონი გამოვიდა 2017 წლის 27 ოქტომბერის, მესამე სეზონი კი 2019 წლის 4 ივლისს. 2019 წლის 4 სექტემბერს დაანონსდა სერიალის მეოთხე სეზონი. ძმებმა დაფერებმა განაცხადეს, რომ სერიალი სავარაუდოდ 5 სეზონის შემდეგ დასრულდება.

იდეარედაქტირება

სერიალის მოქმედება მიმდინარეობს გამოგონილ ქალაქ ჰოუკინზში (ინდიანას შტატი, აშშ). ახლოს მდებარე ჰოუკინზის ეროვნული ლაბორატორია აშშ-ის ენერგეტიკის დეპარტამენტისთვის ატარებს სამეცნიერო კვლევებს, მაგრამ ამავე დროს — საიდუმლო ექსპერიმენტებს პარანორმალურ და ზებუნებრივ სფეროებში, ადამიანებზე ცდებით, რაც იწვევს ჰოუკინზის მაცხოვრებელთა ჩართვას შემდგომ განვითარებულ მოვლენებში.[1][2]

ეპიზოდებირედაქტირება

სეზონი 1 (2016)რედაქტირება

#
ჯამში
#
სეზონში
სახელწოდებარეჟისორისცენარის ავტორიორიგინალური გამოსვლის თარიღი
11„Chapter One: The Vanishing of Will Byers“ძმები დაფერებიძმები დაფერებიივლისი 15, 2016 (2016-07-15)
22„Chapter Two: The Weirdo on Maple Street“ძმები დაფერებიძმები დაფერებიივლისი 15, 2016 (2016-07-15)
33„Chapter Three: Holly, Jolly“შოუნ ლევიჯესიკა მეკლენბერგიივლისი 15, 2016 (2016-07-15)
44„Chapter Four: The Body“შოუნ ლევიჯასტინ დობლიივლისი 15, 2016 (2016-07-15)
55„Chapter Five: The Flea and the Acrobat“ძმები დაფერებიელისონ ტეტლოკიივლისი 15, 2016 (2016-07-15)
66„Chapter Six: The Monster“ძმები დაფერებიჯესი ნიკსონ-ლოპესიივლისი 15, 2016 (2016-07-15)
77„Chapter Seven: The Bathtub“ძმები დაფერებიჯასტინ დობლიივლისი 15, 2016 (2016-07-15)
88„Chapter Eight: The Upside Down“ძმები დაფერებიამბავი: პოლ დიხტერი
ტელედადგმა: ძმები დაფერები
ივლისი 15, 2016 (2016-07-15)

სეზონი 2 (2017)რედაქტირება

#
ჯამში
#
სეზონში
სახელწოდებარეჟისორისცენარის ავტორიორიგინალური გამოსვლის თარიღი
91„Chapter One: MADMAX“ძმები დაფერებიძმები დაფერებიოქტომბერი 27, 2017 (2017-10-27)
102„Chapter Two: Trick or Treat, Freak“ძმები დაფერებიძმები დაფერებიოქტომბერი 27, 2017 (2017-10-27)
113„Chapter Three: The Pollywog“შოუნ ლევიჯასტინ დობლიოქტომბერი 27, 2017 (2017-10-27)
124„Chapter Four: Will the Wise“შოუნ ლევიპოლ დიხტერიოქტომბერი 27, 2017 (2017-10-27)
135„Chapter Five: Dig Dug“ენდრიუ სტენტონიჯესი ნიკსონ-ლოპესიოქტომბერი 27, 2017 (2017-10-27)
146„Chapter Six: The Spy“ენდრიუ სტენტონიკეიტ ტრეფიოქტომბერი 27, 2017 (2017-10-27)
157„Chapter Seven: The Lost Sister“რებეკა თომასიჯასტინ დობლიოქტომბერი 27, 2017 (2017-10-27)
168„Chapter Eight: The Mind Flayer“ძმები დაფერებიძმები დაფერებიოქტომბერი 27, 2017 (2017-10-27)
179„Chapter Nine: The Gate“ძმები დაფერებიძმები დაფერებიოქტომბერი 27, 2017 (2017-10-27)

სეზონი 3 (2018)რედაქტირება

#
ჯამში
#
სეზონში
სახელწოდებარეჟისორისცენარის ავტორიორიგინალური გამოსვლის თარიღი
181„Chapter One: Suzie, Do You Copy?“ძმები დაფერებიძმები დაფერებიივლისი 4, 2019 (2019-07-04)
192„Chapter Two: The Mall Rats“ძმები დაფერებიძმები დაფერებიივლისი 4, 2019 (2019-07-04)
203„Chapter Three: The Case of the Missing Lifeguard“შოუნ ლევიუილიამ ბრიჯესიივლისი 4, 2019 (2019-07-04)
214„Chapter Four: The Sauna Test“შოუნ ლევიკეტი ტრეფიივლისი 4, 2019 (2019-07-04)
225„Chapter Five: The Flayed“უტა ბრიზევიციპოლ დიხტერიივლისი 4, 2019 (2019-07-04)
236„Chapter Six: E Pluribus Unum“უტა ბრიზევიციკერტისი გუინიივლისი 4, 2019 (2019-07-04)
247„Chapter Seven: The Bite“ძმები დაფერებიძმები დაფერებიივლისი 4, 2019 (2019-07-04)
258„Chapter Eight: The Battle of Starcourt“ძმები დაფერებიძმები დაფერებიივლისი 4, 2019 (2019-07-04)

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება

სქოლიორედაქტირება

  1. Ho, Rodney. “New Netflix drama series Stranger Things to shoot in Atlanta“, July 19, 2016. ციტირების თარიღი: January 27, 2016. 
  2. Netflix to premiere original series Montauk in 2016. Reuters (April 2, 2015). ციტირების თარიღი: April 3, 2015.