მილი ბობი ბრაუნი (ინგლ. Millie Bobby Brown; დ.19 თებერვალი, 2004)[1]ინგლისელი მსახიობი და კინოპროდიუსერი. ცნობილი გახდა პერსონაჟ თერთმეტის როლის განსახიერებისთვის Netflix-ის ტელესერიალში უცნაური ამბები. 13 წლის ასაკში მიიღო პრაიმტაიმის ემის ჯილდოს ნომინაცია. 2019 წელს გადაიღეს პირველ სრულმეტრაჟიან ფილმში „გოძილა: მონსტრების მეფე“.

მილი ბობი ბრაუნი
Millie Bobby Brown (41915336280).jpg
ბრაუნი San Diego Comic-Con-ის ფესტივალზე 2018 წელს
მშობლიური სახელი Millie Bobby Brown
დაბადების თარიღი 19 თებერვალი, 2004 (2004-02-19) (16 წლის)
მარბელია, მალაგა, ანდალუსია, ესპანეთი
მოქალაქეობა გაერთიანებული სამეფოს დროშა გაერთიანებული სამეფო
საქმიანობა
  • მსახიობი
  • კინოპროდიუსერი
აქტიური 2013-დღემდე

ბრაუნი დაიბადა მარბელიაში, მალაგაში (ესპანეთი), კელი და რობერტ ბრაუნების ოჯახში.[2] 4 წლის შემდეგ ოჯახი საცხოვრებლად გადავიდა ბორნმუთში, (ინგლისი), ხოლო ერთი წლის შემდეგ ორლანდოში, ფლორიდის შტატში (აშშ).[3] მისი დებიუტი კინოში შედგა 2013 წელს ABC-ის ტელესერიალში „ერთხელ საოცრებათა ქვეყანაში“.

2018 წელს მილი ბობი ბრაუნი გახდა იუნისეფის კეთილი ნების ყველაზე ახალგაზრდა ელჩი.[4].

ფილმოგრაფიარედაქტირება

წელი ქართულად მშობლიური სახელწოდება როლი
2013 ერთხელ საოცრებათა ქვეყანაში Once Upon a Time in Wonderland ახალგაზრდა ალისა
2014 თავდამსხმელები Intruders მედისონ ო'დონელი
2014 NCIS: სპეციალური ძალები NCIS რეიჩელ ბერნსი
2015 ამერიკული ოჯახი Modern Family ლიზი
2015 გრეის ანატომია Grey's Anatomy რუბი
2016–- უცნაური ამბები Stranger Things თერთმეტი/ჯეინი
2019 გოძილა: მონსტრების მეფე Godzilla: King of the Monsters მედისონ რასელი
2020 გოძილა კონგის წინააღმდეგ Godzilla vs. Kong Madison მედისონ რასელი
TBA ენოლა ჰოლმზი Enola Holmes ენოლა ჰოლმზი

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება

სქოლიორედაქტირება

  1. Millie Bobby Brown (2004-). Biography.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 11 აგვისტო, 2018. ციტირების თარიღი: 10 აგვისტო, 2018
  2. Kit, Borys; Belloni, Matthew (4 ოქტომბერი, 2016). 'Stranger Things' Star's Father Demands Cash From Agents to Represent Her (Exclusive)“. The Hollywood Reporter. დაარქივებულია ორიგინალიდან — 5 დეკემბერი, 2017. ციტირების თარიღი: 4 დეკემბერი, 2017. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate=, |date=, და |archivedate=-ში (დახმარება)
  3. Miller, Gregory E.. (15 სექტემბერი, 2017) At 13, 'Stranger Things' star Millie Bobby Brown is an icon in the making. დაარქივებულია ორიგინალიდან — 4 დეკემბერი, 2017. ციტირების თარიღი: 4 დეკემბერი, 2017.
  4. Millie Bobby Brown: 'I've been bullied: that inspires me'. დაარქივებულია ორიგინალიდან — 20 ნოემბერი, 2018. ციტირების თარიღი: 21 ნოემბერი, 2018.